პარასკევი, აპრილი 10, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების
ცენტრის ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, ვილნიუსის
ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი
საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა, საელჩოს წარმომადგენლები,
სტუდენტები, ვიდას კავალიუსკასის კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ.
სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, პროფესორ ვიდას
კავალიუსკასს დიდი წვლილი მიუძღვის ორი ქვეყანის – საქართველოსა და ლიეტუვას
რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. რექტორის თქმით,
დიდია მისი ღვაწლი არა მხოლოდ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების
საუნივერსიტეტო ცენტრის წარმატებით ფუნქციონირების, არამედ საქართველოსა და
ლიეტუვას შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კავშირების გაძლიერების
მხრივაც.
„ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს, ჩემი წარდგინებით და
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი
კოლეგის, მეგობრისა და მეცნიერის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა. დღეს ჩვენ
ვიხსენებთ ვიდას კავალიუსკასს, რომელმაც, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკას
შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, უდიდესი წვლილი
შეიტანა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის,
კულტურისა და განათლების ცენტრი და სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ
ლიეტუვის რესპუბლიკის ისტორიას, მის კულტურასა და ადათ-წესებს. აღსანიშნავია, რომ
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა
აქტიურად იღებს მონაწილეობას ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში და დიდ მხარდაჭერას
უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით,
როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დავით
გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორ
ვიდას კავალიუსკასს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაცვალების შემდეგ, სტუ-
ის ოქროს მედალი მიანიჭა. როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, სტუ-ის ოქროს მედალი
ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ოფისში თვალსაჩინო ადგილს
დაიკავებს.
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პირადად რექტორს, დავით გურგენიძეს,
ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელსა და სტუდენტებს
პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნის საღამოს გამართვისა და სახელის
უკვდავყოფისთვის.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ვიდას კავალიუსკასის მემორიალური დაფა
გახსნეს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა
და განათლების ცენტრი, რომელსაც პროფესორი ვიდას კავალიუსკასი ხელმძღვანელობდა,
2012 წელს შეიქმნა. ცენტრს 2018 წლის 26 მაისს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია
გრიბაუსკაიტე სტუმრობდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცენტრი
საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ლიეტუვური ენა, ეზიარონ მეგობარი
სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვის საგანმანათლებლო
პროექტებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
17.11.2023

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რომის პაპი: ღმერთი არ აკურთხებს არანაირ კონფლიქტს – ნებისმიერი, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასოდეს დგას მათ მხარეს, ვინც წარსულში მახვილს იქნევდა, დღეს კი ბომბებს აგდებს

ღმერთი არ აკურთხებს არანაირ კონფლიქტს - ნებისმიერი, ვინც ქრისტეს - მშვიდობის მთავრის - მოწაფეა, არასოდეს დგას მათ მხარეს, ვინც წარსულში მახვილს იქნევდა, დღეს კი ბომბებს აგდებს, - განაცხადა რომის პაპმა.„სამხედრო მოქმედებები ვერ შექმნის თავისუფლების სივრცესა თუ მშვიდობის ჟამს. მშვიდობა მხოლოდ ხალხთა შორის თანაარსებობისა და დიალოგის მომთმენი ხელშეწყობით მიიღწევა“, - აღნიშნა პონტიფიკმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.  

მეუფე შიო: უფალი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობის, ცოდვების ტვირთისგან – ჩვენი ცოდვებით დამძიმებული, დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ...

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიდი პარასკევის ღვთისმსახურება აღასრულა.გარდამოხსნა სამების ტაძარში, სპეციალურ სადგამზეა დაბრძანებული და იგი იქ არასრული სამი დღე დარჩება. მსახურების დროს შესრულდა იესო ქრისტეს დატირების საგალობელი.„აქ შეკრებილნი ვართ არა ისინი, ვინც ცოტა ხნის წინ ყვიროდნენ - „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი“, არამედ ვინც ვეუბნებით უფალს - „შეგვინდე, უფალო“. იგი მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, ივნო და მოკვდა იმისთვის, რომ განგვათავისუფლოს ცოდვების ტყვეობის, ცოდვების ტვირთისგან. და ვინ იყო პირველი ადამიანი, ვინც უფალმა გაათავისუფლა ამ ტვირთისგან? - ერთ-ერთი ჯვარცმული ავაზაკი, გონიერი ავაზაკი. ჩვენი ცოდვებით დამძიმებული, დაჭრილი სული ვაიძულოთ, მივმართოთ ღმერთს ხსნისა და წყალობისთვის.შეგახსენებთ, ერთხელ მასთან მივიდა სნეული და მიმართა - „უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია, განმწმინდო“. რა მიუგო უფალმა? - „მნებავს, განიწმინდე“. ასე რომ, ჩვენი გამოსწორებაც, განწმენდაც უფალს უფრო მეტად სურს, ვიდრე ჩვენ ეს გვინდა. ჩვენი სურვილი თუ ნამდვილი, ძლიერი, სერიოზულია და მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის აუცილებლად მოვა თავისი მადლით, გამოგვასწორებს და განგვწმენდს“, - განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

ხუნდაძე ოპოზიციაზე: კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა

კარგად იციან, რომ ხელისუფლებში მათი მოსვლის თეორიული შესაძლებლობა არის დესტრუქცია, აურზაური და ქვეყნის ომში ჩართვა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.მისივე თქმით, ოპოზიციური ალიანსი საკუთარ პერსპექტივას სწორედ აღნიშნულში ხედავს.„საქართველოს არ აქვს არც რესურსი და არც უფლება გლობალურ კონფლიქტებში მიიღოს მონაწილეობა. საქართველოს ჰქონდა ასეთი როლი მინიჭებული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში, მაგრამ საქართველოს ამ გეოპოლიტიკური ვითარებიდან, მისი მასშტაბიდან, მისი დემოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე არ აქვს არც რესურსი და არც უფლება მიიღოს მონაწილეობა გლობალურ კონფლიქტებში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე: კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო

კონფლიქტები არ ნელდება, საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE “ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო წარმატებით უმკლავდება იმ დიდ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას.„ვხედავთ, რომ კონფლიქტები არ ნელდება. ძალიან დიდი შანსია, რომ კიდევ უფრო მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზარდოს და ასეთი შესაძლო რეალობის მომსწრე ვიყავით სულ რამდენიმე დღის წინ, პრაქტიკულად ზღვარზე იყო, რომ რეალურად ჩამოყალიბებულიყო მესამე მსოფლიო ბირთვულ ომად. ორი კვირით ეს პროცესი გადაიდო, მაგრამ რით გაგრძელდება?! არაპროგნოზირებადია ასეთ ვითარებაში მსოფლიო პოლიტიკა, მით უმეტეს ჩვენი რეგიონი.ამიტომ საქართველოს უწევს იმპროვიზაციული პოლიტიკის წარმოება. იმიტომ, რომ დღეს თუ ერთი ქმედებაა მომგებიანი, შესაძლოა ხვალ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდეთ. კარგია, რომ ხელისუფლება ახერხებს ამას და დღეს მშვიდობის კუნძულად არის ქცეული საქართველო.მშვიდობის ფასი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მაღალია, მით უმეტეს, როდესაც ორი კონფლიქტია და ერთ კონფლიქტთან გვაშორებს მხოლოდ შავი ზღვა - უკრაინას ვგულისხმობ და ახლო აღმოსავლეთთანაც მხოლოდ ერთი ქვეყანა.ამიერკავკასიაშიც საკმაოდ საყურადღებო ვითარებაა. ჩრდილოეთ მეზობელიც არის დიდ გლობალურ საომარ თამაშებში ჩართული და ასევე მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, საქართველო არის „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, ამიტომ მან აქცენტი უნდა გააკეთოს მშვიდობაზე, ეკონომიკაზე და ამით შეინარჩუნებს ამიერკავკასიაში დომინანტის ფუნქციას.

რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს

წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეა.სასულიერო პირების თქმით, ამ დღეს არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა, გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა.უმჯობესია, საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა მარხვისა და ლოცვისთვის.ყველა საქმე უნდა შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე.რაც შეეხება ჭამას: გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების.ამ დღეს, ღვინის დალევაც აკრძალულია. წითელ პარასკევს იღებება კვერცხი.

ბოლო სიახლეები