ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების
ცენტრის ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, ვილნიუსის
ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება
ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა, ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი
საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა, საელჩოს წარმომადგენლები,
სტუდენტები, ვიდას კავალიუსკასის კოლეგები და მეგობრები ესწრებოდნენ.
სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა
ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. როგორც რექტორმა აღნიშნა, პროფესორ ვიდას
კავალიუსკასს დიდი წვლილი მიუძღვის ორი ქვეყანის – საქართველოსა და ლიეტუვას
რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. რექტორის თქმით,
დიდია მისი ღვაწლი არა მხოლოდ ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების
საუნივერსიტეტო ცენტრის წარმატებით ფუნქციონირების, არამედ საქართველოსა და
ლიეტუვას შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული კავშირების გაძლიერების
მხრივაც.
„ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს, ჩემი წარდგინებით და
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენი
კოლეგის, მეგობრისა და მეცნიერის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა. დღეს ჩვენ
ვიხსენებთ ვიდას კავალიუსკასს, რომელმაც, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკას
შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, უდიდესი წვლილი
შეიტანა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის,
კულტურისა და განათლების ცენტრი და სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ
ლიეტუვის რესპუბლიკის ისტორიას, მის კულტურასა და ადათ-წესებს. აღსანიშნავია, რომ
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ანდრიუს კალინდრა
აქტიურად იღებს მონაწილეობას ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში და დიდ მხარდაჭერას
უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით,
როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დავით
გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორ
ვიდას კავალიუსკასს, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, გარდაცვალების შემდეგ, სტუ-
ის ოქროს მედალი მიანიჭა. როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, სტუ-ის ოქროს მედალი
ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ოფისში თვალსაჩინო ადგილს
დაიკავებს.
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ანდრიუს კალინდრამ მადლობა გადაუხადა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პირადად რექტორს, დავით გურგენიძეს,
ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელსა და სტუდენტებს
პროფესორ ვიდას კავალიუსკასის ხსოვნის საღამოს გამართვისა და სახელის
უკვდავყოფისთვის.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და
ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ვიდას კავალიუსკასის მემორიალური დაფა
გახსნეს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა
და განათლების ცენტრი, რომელსაც პროფესორი ვიდას კავალიუსკასი ხელმძღვანელობდა,
2012 წელს შეიქმნა. ცენტრს 2018 წლის 26 მაისს ლიეტუვის პრეზიდენტი დალია
გრიბაუსკაიტე სტუმრობდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ცენტრი
საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ლიეტუვური ენა, ეზიარონ მეგობარი
სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვის საგანმანათლებლო
პროექტებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
17.11.2023

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყურადღება! შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს.გთავაზობთ 2026 წლის საგნის გამოცდების შედეგებს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) ისტორია (VII-XII) დაწყებითი (I-IV) ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) მათემატიკა (I-VI) ბუნებისმეტყველება (I-VI)2026 წლის საგნის გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულები: ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) - 43 ქულა და მეტი; ისტორია (VII-XII) - 34 ქულა და მეტი; სომხურ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი; აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი; რუსულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი; ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) -  32 ქულა და მეტი; მათემატიკა (I-VI) - 32 ქულა და მეტი; ბუნებისმეტყველება (I-VI) - 32 ქულა და მეტი.საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.

საქართველოს პრეზიდენტი:„ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს – გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს“

„ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს“, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.პრეზიდენტმა დიდგორის ბრძოლას საქართველოს ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის გამორჩეული გამოვლინება უწოდა და ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ საფუძვლებზე, რომლებმაც 1121 წლის 12 აგვისტოს ისტორიული გამარჯვება შესაძლებელი გახადა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითი სამხედრო წარმატება - ის ხანგრძლივი მზადების, შორსმჭვრეტელი დაგეგმარების, დისციპლინისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგი იყო.„დიდგორი უპირველესად არის საკუთარი თავისა და ხასიათის სისუსტეების დაძლევა. ეს არის სამაგალითო ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა წარმართოს ღირსეულმა სახელმწიფომ პოლიტიკა და საზოგადოებრივი ცხოვრება ისე, რომ ერმა აჯობოს საკუთარ თავს და მიაღწიოს ისტორიულ გამარჯვებებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.პრეზიდენტმა პატივი მიაგო წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებლისა და დიდგორის ბრძოლაში მონაწილე გმირების ხსოვნას.

ლევან მოსეშვილი – ვაზიანის ახალი აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას AMD Sigma შეიმუშავებს

ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისათვის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია AMD Sigma პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაზე მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.„აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლებმა ვაზიანის აეროდრომზე პირველი საველე ვიზიტი უკვე განახორციელეს, შეისწავლეს ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია და ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას გაეცნენ.„დღეს კომპანიის წარმომადგენლები პირველად იყვნენ საველე გასვლაზე ვაზიანის აეროდრომზე. ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორია შეისწავლეს და გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. AMD Sigma-ს წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრები სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ასევე კერძო სექტორისა და ავიაციის სფეროს წარმომადგენლებთან, რათა მათ მიერ შესამუშავებელი დოკუმენტი იყოს სრულყოფილი. ეს დოკუმენტი ერთ-ერთი ძირეული და მთავარი იქნება ახალი აეროპორტის განვითარებისათვის, რათა ვაზიანის აეროპორტი რეგიონში მნიშვნელოვან საერთაშორისო ჰაბად ჩამოყალიბდეს“, – აცხადებს ლევან მოსეშვილი.მისივე თქმით, AMD Sigma-ს ექსპერტები პროექტთან დაკავშირებულ ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ავიაციის სფეროს წარმომადგენლებთან.„შეხვედრებისა და საველე ვიზიტის მიზანია არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების დეტალური შეფასება და დაინტერესებული მხარეების ხედვების გათვალისწინებით ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ოპტიმალური მოდელის განსაზღვრა.AMD Sigma არის გერმანული, ბერლინში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია აეროპორტების სტრატეგიულ განვითარებაში, დაგეგმარებასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში. კომპანია 2019 წლიდან Munich Airport International-ის შემადგენლობაშია“, – ნათქვამია „აეროპორტების გაერთიანების“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ეროვნული გენეტიკური ბანკის მშენებლობა დაიწყო.ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნა საქართველოში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.საქართველო აგრობიო მრავალფეროვნებით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ქართული ვაზი, ხორბალი, ხეხილი და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები უნიკალურ გენეტიკურ რესურსს წარმოადგენს, რომლის დაცვა კლიმატის ცვლილებისა და გლობალური სასურსათო გამოწვევების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.ეროვნული გენეტიკური ბანკი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა იქნება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ქართული და მსოფლიო მნიშვნელობის მცენარეთა გენეტიკური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი შენახვა, კონსერვაცია და კვლევა.პროექტი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის შესაძლებლობებს აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის საერთაშორისო ქსელში.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება, რომლის მიხედვით, საწყის ეტაპზე, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება.ამის შესახებ საუბარია მთავრობის მიერ 5 აგვისტოს დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში.“საგზაო მოძრაობის მონაწილეების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს განეკუთვნებიან ქვეითები, ბავშვები, პირები რომლებიც მართავენ ორთვლიან სატრანსპორტო საშუალებას (მოტოციკლი, მოპედი, ელექტროსკუტერი სხვა) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდეს სწორედ აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელთა უსაფრთხოებაზე.ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდება შესაბამისი საგანმანათლებლო ინიციატივები მათ შორის საგზაო უსაფრთხოების საგანმანათლებლო რესურსების ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც მშობლებზე, ისე ბავშვებზე ადაპტირებული და ეფექტური სწავლების შესაძლებლობას. ამავე კონტექსტში, განხორციელდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკის ინტეგრირება სკოლამდელი განათლების პროგრამებში, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო ქცევის ჩვევების ჩამოყალიბებას ადრეული ასაკიდანვე.გარდა ამისა, მნიშვნელოვანია არსებული საგზაო ინფრასტრუქტურა და მომავალში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორიენტირებული და ადაპტირებული იყოს მოწყვლადი ჯგუფების უფრო მეტად დაცვაზე. დამატებით, განხორციელდება სოციალური კამპანიები ქვეითების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.ასევე, ელექტროსკუტერის მომხმარებელთა შორის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ფატალური შედეგების გლობალური ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, განხორციელდება მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს სიღრმისეული ანალიზი და შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია მთავრობის სტრატეგიაში.

ბოლო სიახლეები