სამშაბათი, ივლისი 28, 2026

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას ემსახურება. დანტეს საერთაშორისო დღის აღნიშვნა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე სწორედ ამ ღირებულებების გამოხატულებაა”, – ამის შესახებ სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ დანტეს საერთაშორისო დღისა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განახცადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობითა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან პარტნიორობით, დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და იტალიის აკადემიური, კულტურული და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის – იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონო, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივანი – ცნობილი იტალიელი ხელოვნებათმცოდნე, მწერალი, ჟურნალისტი, სტუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ალესანდრო მაზი, ამავე საზოგადოების კოორდინატორი კავკასიის რეგიონში ალესანდრო სალაკონე და კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანდრეა ჩარლარიელო, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პრეზიდენტი, პროფესორი ნინო ცერცვაძე, პოეტი დათო მაღრაძე, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, ასევე, დანტეს თბილისის კომიტეტის პედაგოგები და უნივერსიტეტის სტუდენტები.

საიუბილეო ღონისძიება, რომელიც საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის ოცწლიანი საქმიანობის შეჯამებასა და საქართველო-იტალიის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას მიეძღვნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

მისასალმებელ სიტყვაში რექტორმა ხაზი გაუსვა გლობალურ სივრცეში კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი მისიაა ჩამოყალიბდეს კულტურათაშორისი დიალოგის, საერთაშორისო პარტნიორობისა და ფუნდამენტური ღირებულებების განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად.

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-იტალიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ისაუბრა უნივერსიტეტისა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებზე და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს პროფესიული და კულტურული განვითარების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. რექტორის შეფასებით, დანტე ალიგიერის საზოგადოებასთან და დანტეს თბილისის კომიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა წარმატებული პარტნიორობის მაგალითია, რომელიც საერთო კულტურულ და საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება.

„დანტეს საერთაშორისო დღისა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღნიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კულტურა, განათლება და მეცნიერება ქვეყნებსა და წამყვან უნივერსიტეტებს შორის მდგრადი თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების ყველაზე მტკიცე საფუძველია.

დანტე ალიგიერი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, მისი მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია, რადგან ის ადამიანის ღირსების, ცოდნის, თავისუფლებისა და ზნეობრივი პასუხისმგებლობის იდეებს ეფუძნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას. იტალიის რესპუბლიკის საელჩოსთან, დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათავო ოფისსა და დანტეს თბილისის კომიტეტთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს განვითარებისთვის შევუქმნათ მრავალფეროვანი აკადემიური და კულტურული გარემო, სადაც ტექნიკური და საინჟინრო განათლება ჰუმანიტარულ ღირებულებებთან ჰარმონიულად არის შერწყმული.

მოხარული ვართ, რომ უნივერსიტეტში წარმატებით ხორციელდება ერთობლივი საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს იტალიური ენისა და კულტურის სწავლებას, სამეცნიერო-აკადემიური კავშირების გაძლიერებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. განსაკუთრებულად აღსანიშნავია „დანტეს დიდაქტიკური ცენტრის“ საქმიანობა, რომელიც კულტურული დიპლომატიის, განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის წარმატებულ მოდელს წარმოადგენს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო, პროფესორები ალესანდრო მაზი, ალესანდრო სალაკონე და ნინო ცერცვაძე. მათ ყურადღება გაამახვილეს კულტურათაშორისი დიალოგის, აკადემიური თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული ღირებულებების მნიშვნელობაზე თანამედროვე მსოფლიოში, ასევე, ისაუბრეს დანტე ალიგიერის საზოგადოების როლზე იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველო-იტალიის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

საიუბილეო საღამოს განსაკუთრებული ხიბლი შემატეს პოეტმა დათო მაღრაძემ, ცნობილმა მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძემ, ტენორმა ავთანდილ ჩიქავამ, გიორგი პატარაიამ და სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტმა დავით გიგაურმა. მაესტრო ეკატერინე გოგოლიძის მუსიკალური აკომპანიმენტით მათ დამსწრე საზოგადოებას ცნობილი საოპერო არიები და ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის გამორჩეული შედევრები შესთავაზეს, ხოლო იტალიელ მოცეკვავეთა ჯგუფმა შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული კომპოზიცია შეასრულა.

დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივანმა ალესანდრო მაზიმ ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის „დამსახურების დიპლომები“ იტალიის ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება მასიმილიანო დ’ანტუონოს, პოეტ დავით მაღრაძესა და საოპერო მომღერალს, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძეს გადასცა.

სტუ-ის ინფორმაციით, ღონისძიების დასასრულს გაიმართა საერთაშორისო პროექტის – „დანტეს დიდაქტიკური ცენტრის საქმიანობის გაფართოება და იტალიური ენის ინტერდისციპლინური სწავლების განვითარება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ – მესამე ფაზის დახურვის ცერემონია. პროექტის მონაწილე სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და პროფესორ-მასწავლებლებს იტალიური ენის ADA-ს ატესტატები, PLIDA-ს საერთაშორისო სერტიფიკატები და სხვადასხვა ჯილდოები საზეიმოდ გადაეცათ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

შს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 12 ივლისს, ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ან დაკარგული სანომრე ნიშნის აღდგენა უფასოდ არის შესაძლებელი.მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობას და სანომრე ნიშნების აღდგენას გეგმავენ, შეუძლიათ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით მიმართონ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს“,  - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან მოსეშვილი – წლის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა განაცხადა.მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით იქნება აღჭურვილი, რაც აეროპორტს უფრო დიდი, მათ შორის შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდების მიღების შესაძლებლობას მისცემს.„წლის ბოლოდან გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ყველაზე დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები შეზღუდვის გარეშე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აღიჭურვება თანამედროვე სანავიგაციო საშუალებებით, რაც საშუალებას მოგვცემს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს უფრო დიდი და შორმაგისტრალური საჰაერო ხომალდები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ტვირთების მოზიდვასა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიაგადაზიდვების განვითარებას“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტო საავიაციო ინფრასტრუქტურული პროექტია.„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაძლიერებაზე, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში საავიაციო ჰაბად“, – აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.

თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ თანამდებობა დატოვა.როგორც თინათინ რუხაძის განცხადებაშია ნათქვამი, მან აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.„პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის.ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია თინათინ რუხაძის განცხადებაში.

ოფიციალურად – ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდა, – ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა.ზიდანმა თანამდებობაზე დიდიე დეშამი შეცვალა, რომელიც გუნდს 14 წლის განმავლობაში უძღვებოდა და 2018 წელს საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.54 წლის ზიდანის დებიუტი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თურქეთთან ერთა ლიგის შეხვედრაში შედგება, რომელსაც საფრანგეთი 25 სექტემბერს სტუმრად გამართავს. პირველ საშინაო მატჩს ზიდანის გაწვრთნილები 2 ოქტომბერს იტალიასთან ჩაატარებენ. სწორედ ამ ნაკრებთან დასრულდა მისი, როგორც ფეხბურთელის, კარიერა.ზინედინ ზიდანი 1998 წელს, საფრანგეთთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მუნდიალის ფინალში მან ბრაზილიას ორი გოლი გაუტანა.ბოლოს ფრანგი სპეციალისტი მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა და თანამდებობა 2021 წელს დატოვა.

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ...

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საქართველოში ძალიან ინტენსიურად იყიდება სინთეზური კანაბინოიდი, რომელიც იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც.როგორც ექიმი სოციალურ ქსელში წერს, ასევე მას ურევენ სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას.„გაფრთხილება!საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება „ტელეგრამ“ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე „k2“ სახელით იყიდება.ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.შესაძლო შედეგებია:ძლიერი შფოთვა და პანიკა; ჰალუცინაციები და ფსიქოზი; აგრესია; კრუნჩხვები; გონების დაკარგვა; სუნთქვის გაძნელება; ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე, „მეფედრონზე“ „ალფაზე“ და სხვა, რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას!!თუ თქვენ, ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევები: გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112“, - წერს ნარკოლოგი.

ბოლო სიახლეები