პარასკევი, მაისი 1, 2026

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე გამოქვეყნდა ჩანაწერი, რომელიც, მათივე ინფორმაციით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის კარნახით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) გამორჩევასთან არის დაკავშირებული.

საპატრიარქოს ცნობით, ტექსტი ჩაწერილია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის გამორჩევიდან მეორე დღეს (24.11.2017).

„ურთულესი დროა, პრიორიტეტები იცვლება, მეცნიერება მიდის წინ, გარემოებები. ადამიანი მუდამ უნდა მიდიოდეს წინ, მან უნდა გაიკვალოს. რეალობაში სხვა ძალები, ბოროტი ძალები უსწრებენ, ამიტომ ცხოვრება აყენებს ახალ პრობლემებს, რასაც სჭირდება პასუხი.

ეკლესიაშიც ახალი პრობლემებია, რთულდება ურთიერთობები ადამიანებს შორის. წამოიჭრა ახალი საკითხები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა. როცა ბუნებრივად ვითარდება, გასაგებია. როდესაც ხელოვნურად ხდება, ამით ცოდვას მიემატა ბოროტება. ცოდვას და ბოროტებას ვაკანონებთ, რატომ ვაკანონებთ? იმისთვის, რომ თითქოს პასუხი არ უნდა ვაგოთ. თუმცა ღვთის წინაშე მაინც ვაგებთ პასუხს, მნიშვნელობა არა აქვს კანონებს.

პატრიარქი როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე წერს ანდერძს მოსაყდრის შესახებ. ეს მერე იცვლება კიდეც. როდესაც დაფარულია, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი. მაგ., ჩემს შემთხვევაში დავითმა, პატრიარქმა, რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა-მეთქი, არ მინდა. შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა? ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე. ასეთი რამ წინათაც მომხდარა.

ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე, დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს: გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შებმულიო. ახლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის, ვინ არის მოსაყდრე.

მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. პატრიარქს აქვს უფლება, შეცვალოს. შედგება გეგმა, რა უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა, თუ სათანადოდ გაუძღვა, პატრიარქის და სინოდის დამხმარე, პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ, პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე.

პიმენი რომ გარდაიცვალა, იქაც ცნობილია მოსაყდრე, იქ კიევის მიტროპოლიტია მექანიკურად. პირველივე კენჭისყრით უარყოფილი იქნა მოსაყდრე ფილარეტი. რამდენიმე ეპისკოპოსმა უნდა წარმოადგინოს კანდიდატი.

ურთიერთობა ხალხთან, მომლოცველებთან, რომ გაძლიერდეს ლოცვა“, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე: ხვალ ვიწყებთ ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსების პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ

ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.გადაცემის წამყვანმა ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგის პროგრამაზე ჰკითხა.„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. ხვალ ვიწყებთ ამ ყველაფრის განხორციელებას. სერიოზული გამოწვევაა და მოქალაქეებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ადრეულ სტადიაზე გავიგოთ, თუ რაიმე პრობლემის წინაშე დგას კონკრეტული ადამიანი. კვლევები იქნება უფასო. ეს არის პრევენციული ღონისძიება, რაც შემდეგ მკურნალობას ექვემდებარება და იმ საფრთხეებს და პრობლემებს, რომელიც აღნიშნულ დაავადებას თან ახლავს, მთლიანად ხსნის. ყველას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, თუმცა აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რომელსაც ხვალ დავიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კალაძემ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც კი ირანთან ომი დასრულდება, მსოფლიოში საწვავის ფასი მაშინევე შემცირდება.ამასთან, მისივე თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს.„როგორც კი ომი დასრულდება, ის დაეცემა. ის ყველგანაა მიმოფანტული, მსოფლიოს ოკეანეებზეა მიმოფანტული. მაგრამ რაც არ მოხდება, არის ის, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს და გამოიყენოს ის. ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიო სხვა ადგილი იქნება. საწვავში ცოტა მეტის გადახდა აღარ მოგიწევთ. მისი ფასი სწრაფად დაიკლებს, როგორც კი ომი დასრულდება“,- განაცხადა ტრამპმა.

კახა კალაძე ევრობიუროკრატებზე: ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის. კატეგორიულად მიუღებელია მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები

ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.კალაძის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ევრობიუროკრატების ტონი, მუქარის შემცველი განცხადებები, მოწოდებები.„რატომ უნდა მიუერთდეს ჩვენი ქვეყანა სანქციებს, რომელიც თავიდანვე ვიცით დამღუპველი იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის. ძალიან მძიმე იქნება იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღიურად შრომობს, მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს. რატომ უნდა გაჩაღდეს მეორე ფრონტი ქვეყანაში, რომელიც დამანგრეველი და სრული კატასტროფის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კანონპროექტებზეც გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატომ არის პრობლემა გამჭვირვალობა. გვითხრან, აგვიხსნან, დაგველაპარაკონ.მე როდესაც ვსაუბრობ დიალოგზე და აბსოლუტურად ღია ვართ, გახსნილები ვართ, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დროს მაქსიმალურად დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხის ინტერესი“, - აღნიშნა მან.

ცვლილებები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

2026 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც, იზრდება სანქციები:უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ახალი წესები2026 წლის 1 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში დასაქმება შესაძლებელია მხოლოდ „შრომითი საქმიანობის უფლების“ მიღების შემდეგ.1 მაისიდან ამოქმედდება აღსრულების მექანიზმი იმ თვითდასაქმებული უცხოელებისთვის, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში.დამსაქმებლებს ევალებათ დაასაბუთონ უცხოელი თანამშრომლის აყვანის აუცილებლობა და მიიღონ შესაბამისი ნებართვა.ვენახის გაშენებაზე ახალი რეგულაცია„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ ცვლილებების მიხედვით:კომერციული მიზნით ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი თანხმობით;თვითნებურად გაშენებული ვენახიდან მიღებული პროდუქციის კომერციული რეალიზაცია შეუძლებელი იქნება;რეგულაცია არ ეხება პირადი მოხმარებისთვის გაშენებულ ვენახებს;ნებართვა გაიცემა უფასოდ. საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება100 ლარამდე იზრდება ჯარიმა გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის, ამასთან მართვის მოწმობაზე 20 ქულა დაიკლებს;50-დან 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სიჩქარის 15–40 კმ/სთ-ით გადაჭარბებისთვის;50 ლარამდე იზრდება ჯარიმა უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ქულათა შემცირება — 10 ქულა;50 ლარამდე იზრდება ჯარიმა მართვის დროს მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის;დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება რიგ ქალაქებსა და კურორტებზე;„დრიფტის“ შემთხვევაში, თუ მოხდა მსუბუქი დაზიანება — 500 ლარიანი ჯარიმა და მართვის უფლების შეჩერება 6 თვით;განმეორებითი დარღვევა, რომელმაც გამოიწვია საავარიო ვითარება ან საცობი — 300 ლარი და 30 ქულის დაკლება;თბილისში N2/N3 კატეგორიის სატვირთოებისთვის, თუ დანიშნულება დედაქალაქი არ არის — 500 ლარიანი ჯარიმა. იცვლება „სილქნეტის“ ტარიფებისილქნეტი აცხადებს, რომ 1 მაისიდან იცვლება მომსახურების პირობები:სტანდარტულ ინტერნეტპაკეტებში მოცულობა იზრდება, ფასი უცვლელი რჩება;ულიმიტო პაკეტების ღირებულება იზრდება;ცვლილებები შეეხება მობილურ ინტერნეტს, ოპტიკურ ინტერნეტსა და ტელევიზიას.

მოჯთაბა ხამენეი – სპარსეთის ყურეში ამერიკელების ადგილი არ არის

სპარსეთის ყურეში ამერიკელების ადგილი არ არის, - ამის შესახებ განცხადებას ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ავრცელებს.ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეის ახალი განცხადება გაავრცელა.ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ისლამური რესპუბლიკა თავის „ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებს“ დაიცავს.„90 მილიონი ამაყი ირანელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ირანის იდენტობაზე დაფუძნებულ, სულიერ, ჰუმანურ, სამეცნიერო, სამრეწველო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ეროვნულ რესურსებად მიიჩნევს და მათ ისე დაიცავს, როგორც ისინი ქვეყნის წყლებს, ხმელეთსა და საჰაერო სივრცეს იცავენ“, - აცხადებს ხამენეი.ასევე, ხამენეის თქმით, ჰორმუზის სრუტის „ახალი ხელმძღვანელობა ყველა ქვეყანას მშვიდობას, პროგრესსა და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“.მოჯთაბა ხამენეი პირობას დებს, რომ ირანი სპარსეთის ყურეს დაიცავს და „მტრის მიერ საზღვაო გზების ბოროტად გამოყენებას“ დაასრულებს.„ჩვენ სპარსეთისა და ომანის ყურეებში ჩვენს მეზობლებთან საერთო ბედისწერა გვაკავშირებს. უცხოელებისთვის, რომლებიც სიხარბისა და ბოროტების განზრახვით ათასობით კილომეტრიდან მოდიან, აქ ადგილი არ არის - გარდა ამ წყლების ფსკერისა“, - აღნიშნავს ირანის უზენაესი ლიდერი.

ბოლო სიახლეები