საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებს, უფრო სიღრმისეულად გამოიძიოს პანდემიის წარმოშობის მიზეზები, განსაკუთრებით ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია.
„პანდემიის წარმოშობის გაგება აუცილებელია მომავალი კრიზისების თავიდან ასაცილებლად. სამწუხაროდ, ჯანმოს მიერ COVID-19-ის წარმოშობის შესწავლის სტრუქტურულმა, პროცედურულმა და ანალიტიკურმა ხარვეზებმა ზედმეტი ბარიერები შექმნა ამის გაგებისთვის“, – ნათქვამია წერილში.
30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.
„ვირუსის ადამიანზე გადაცემა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე სავარაუდო ვერსია ის არის, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.
14 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა გუნდი ჩინეთში, კერძოდ უხანში COVID-19-ის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩავიდა.