საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი ჯანმოს მოუწოდებს, უფრო სიღრმისეულად გამოიძიოს პანდემიის წარმოშობის მიზეზები

Read Time:33 Second

საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებს, უფრო სიღრმისეულად გამოიძიოს პანდემიის წარმოშობის მიზეზები, განსაკუთრებით ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია.

„პანდემიის წარმოშობის გაგება აუცილებელია მომავალი კრიზისების თავიდან ასაცილებლად. სამწუხაროდ, ჯანმოს მიერ COVID-19-ის წარმოშობის შესწავლის სტრუქტურულმა, პროცედურულმა და ანალიტიკურმა ხარვეზებმა ზედმეტი ბარიერები შექმნა ამის გაგებისთვის“, – ნათქვამია წერილში.

30 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგად წარმოშობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

„ვირუსის ადამიანზე გადაცემა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე სავარაუდო ვერსია ის არის, რომ ვირუსი ადამიანს შუამავალი ცხოველის მეშვეობით შეიძლება გადასცემოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

14 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა გუნდი ჩინეთში, კერძოდ უხანში COVID-19-ის წარმოშობის გამოსაკვლევად ჩავიდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე კახი კავსაძეზე: წავიდა თანამედროვე ქართული ხელოვნების მშვენება, სიყვარულისა და ერთგულების მაგალითი, ადამიანურ მრავალ ფასეულობათა მომცველი საოცარი პიროვნება
Next post ბიძინა კულუმბეგოვი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ