რუსთავში, 15 წლის გოგოს დედას და დედის მეგობარ კაცს მოზარდზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით, მამინაცვალი მოზარდის მიმართ ხშირად ჩადიოდა გარყვნილ ქმედებას, დედა კი ხშირად სცემდა. ფაქტის შესახებ ცნობილია უკვე სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
როგორც სააგენტოში ამბობენ, ბავშვთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახურ დანაშაულზე და გარყვნილ ქმედებას