ორშაბათი, ივნისი 22, 2026

რუსეთის ქალაქებში დააკავეს ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქციის მონაწილეები – BBC

რუსეთის ქალაქებში ციმბირის კოლონიაში გარდაცვლილი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ამის შესახებ BBC-ის რუსული ბიურო წერს.

გამოცემის ცნობით, ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან, ზოგიერთმა მათგანმა კი ცალკეული პიკეტები მოაწყო, რა დროსაც, პოლიციელებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

გამოცემა „ОВД-Инфо“-ს ცნობით, მოსკოვში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მთავარი შენობის მოპირდაპირედ, სოლოვეცკის ქვასთან, სადაც ადამიანებს ყვავილები მიჰქონდათ, ერთი ადამიანი დააკავეს.

„ახალგაზრდა კაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას ბრალად ედება პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა და ღამეს წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ხოლო Sota-ს ცნობით, პოლიციამ საბუთების შემოწმების შემდეგ სამი გამვლელი დააკავა მოსკოვში, ლუბიანკას მეტროსადგურის მახლობლად.

Caution News-ის ცნობით, მოსკოვში ასევე დააკავეს გოგონა, რომელიც „სევდის კედელთან“ იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

BBC-ის ინფორმაციით, ცალკეული პირები ასევე დააკავეს სანქტ-პეტერბურგში, დონის როსტოვში, მურმანსკსა და ნიჟნი ნოვგოროდში. როგორც ზოგიერთ ქალაქში, პოლიციელები მემორიალურ დაფებთან ყვავილებით მისულ მოქალაქეებს ვინაობას ეკითხებიან და დოკუმენტებს უმოწმებენ.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც ონლაინში „მასობრივი აქციები“ დაანონსდა, მოსკოვის პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოსახლეობას „კანონის დარღვევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა“. ცნობისთვის, რუსეთის კანონმდებლობა აქციის ორგანიზატორებს ავალდებულებს, ხელისუფლებისგან ნებართვა ხელისუფლებისგან ნებისმიერი მასობრივი შეკრების ჩასატარებლად.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარე მესამე კოლონიაში გარდაიცვალა. როგორც რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, პატიმარმა მოულოდნელად გონება დაკარგა, ადგილზე მისულმა ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თუმცა, ამ ვერსიას უნდობლობას უცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თავად წინააღმდეგი იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ შესულიყო „ოპოზიციის ალიანსში“, თუმცა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას დათანხმდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თავად წინააღმდეგი იყო, პარტია „ოპოზიციის ალიანსში“ შესულიყო, თუმცა სააკაშვილის გადაწყვეტილებას დათანხმდა.როგორც ბოკუჩავა წერს „ოპოზიციის ალიანსში“ შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება მას არათანმიმდევრულობად მიაჩნდა.„გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ენმ-ს „ოპოზიციის ალიანსში“ შესვლის გადაწყვეტილების შესახებ. ბუნებრივია, იცოდა და აღნიშნული საკითხი მასთან განიხილებოდა საკმაოდ დეტალურად. მეტიც, მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის და ამ მოსაზრებას ვუზიარებდი მას. რატომ? რადგან მიმაჩნია, რომ გამარჯვების დემოკრატიული ფრონტი ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაერთიანებაა, რომელიც არჩევნებშიც ერთად უპირისპირდება რეჟიმს, ერთად ერთის წინააღმდეგ. ალიანსი ვერც ერთ ამ მდგენელს ვერ აკმაყოფილებდა.პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა. ამგვარად მეც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას ენმ შესულიყო ოპოზიციის ალიანსში. შესვლიდან 2-3 თვეში ალიანსის დემონსტრაციულად დატოვება კი არათანმიმდევრულობად მიმაჩნდა და გავიზიარე პრეზიდენტი სააკაშვილის საჯარო პოზიცია, რომ არანაირ დემარშს ნაციონალური მოძრაობა არ აპირებდა. ახლა ამ თემის ხელოვნურად აქტუალიზებაც არ მიმაჩნია გამართლებულად. თუ რამეა ხალხთან დაშორებული და მათ რეალურ პრობლემებს მოწყვეტილი, სწორედ ეს დისკუსიაა.რაც შეეხება შიდა პარტიულ პროცესებს, ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. პრეზიდენტი სააკაშვილის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის, თბილისის ორგანიზაციის ხერხემლის ირაკლი ნადირაძის ტყვეობის პირობებში, ყოვლგვარი ფინანსური რესურსების გარეშე და მუდმივი გაუქმების საფრთხის წინაშე – მაინც გადავრჩით, ვერ გაგვაუქმეს, ვერ გაგვაქრეს! ეს უპირველესყოვლისა ჩვენი გაუტეხელი მხარდამჭერების, რეგიონული და რაიონული ლიდერების და ორგანიზაციების დამსახურებაა. მაგრამ ამავდროულად, ეს მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ საერთაშორისო ძალისხმევის დამსახურებაა, რაშიც ენმ-ს საგარეო გუნდი დიდ რესურსს დებს.არსებული გამოწვევები ღია, ინკლუზიური, გულწრფელი, დემოკრატიული შიდა პარტიული დისკუსიის შედეგად უნდა დავძლიოთ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ყველა, ენმ-ს ყველაზე ძველი და დამსახურებული წევრიც და ისიც, ვინც ახლა შემოგვიერთდა. მხოლოდ ასეთი პროცესი მიგვიყვანს გადაწყვეტილებამდე, რომელიც იქნება გამართლებული პოლიტიკური პრაგმატიზმით და გამყარებული ადამიანური მორალით.გავიმარჯვებთ სახელოვნად! ერთად! საქართველოსთვის!“, – წერს თინა ბოკუჩავა.

„როიტერი“ – ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს უახლოვდება, კონტინენტზე ხანგრძლივი სიცხისთვის ემზადებიან

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს უახლოვდება, კონტინენტზე ხანგრძლივი სიცხისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ სტატიას „როიტერი“ ავრცელებს.გამოცემა წერს, რომ ტემპერატურის მკვეთრად მომატების გამო რამდენიმე ქვეყანაში ხელისუფლებამ სპეციალური გაფრთხილებები გამოსცა, შეფერხებულია სატრანსპორტო გადაადგილება და დახურულია სხვადასხვა დაწესებულებები.35 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურის რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნების შემდეგ იტალიის ხელისუფლებამ 21 ივნისიდან რვა ქალაქში, მათ შორის ბოლონიაში, ფლორენციაში, მილანსა და ტურინში, განგაშის წითელი დონე გამოაცხადა.ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ რამდენიმე რეგიონში განგაშის წითელი და ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა. მათი თქმით, მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო მატარებლების მოძრაობა გაუქმდა. პარიზის რკინიგზის სადგურ „გარ მონპარნასის“ ხელმძღვანელმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ რკინიგზის ქსელი მაღალი ტემპერატურის გამო „ძლიერად დაზარალდა“, რაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებისა და ლიანდაგების გაფართოების საფრთხეს ქმნის.ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მაღალი ტემპერატურის გამო ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალებზე ალკოჰოლის მიღება აიკრძალა.„როიტერი“ წერს, რომ ტემპერატურის მატებას კონტინენტზე საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთიდან მოძრავი ცხელი ჰაერის მასა იწვევს. მეტეოროლოგების თქმით, აღნიშნული ქმნის ე.წ. სითბურ გუმბათს, რომელიც დასავლეთ და ცენტრალური ევროპის თავზე ცხელ ჰაერს აკავებს და ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს.

გურამ მაჭარაშვილი – მაინტერესებს, სად ბრძანდება ჰერჩინსკი, გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, მისი ნაქები „პროევროპული პარტიის“ თავმჯდომარე ერთი ხელის დაწკაპუნებით უცხო ქვეყნის მოქალაქემ რატომ გააგდო

გვიმტკიცებდნენ, რომ „ნაცმოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევის დროს დემოკრატიული პროცესები იყო, მაგრამ მორიგ ჯერზე თავად ქალბატონმა ბოკუჩავამ დაადასტურა, რომ „ნაცმოძრაობაში“ არანაირი არჩევნებიც არ ტარდება, რასაც იტყვის მათი ბელადი, ისე ხდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.„სხვა შემთხვევაში, სააკაშვილმა პოზიცია დააფიქსირა – თუ შენ მართლა დემოკრატიულად ხარ არჩეული და „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობას შენ უნდიხარ, მაშინ სად მიდიხარ? და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რას იწონებდი თავს იმით, რომ აქ თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ პროევროპული პარტიაა, აქ არჩევნები ტარდება და ასე შემდეგ? ახლა ხომ დადასტურდა შენივე გადაწყვეტილებით და განცხადებით, რომ ერთი დააწკაპუნა თითები სააკაშვილმა და ეგრევე გადადექი და თავმჯდომარეობა ლობიანების მცხობელ ნანულის დაუთმე, რომელზეც სააკაშვილმა თქვა, რომ ახლა ეს მჭირდებაო“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.მისივე თქმით, ეს არის ის მიცემულობა, რა მოცემულობაშიც არა მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობას“, არამედ სახელმწიფოს ამყოფებდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები.„ძალიან მაინტერესებს, ახლა ბატონი ჰერჩინსკი სად ბრძანდება? ხომ ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობა“ ის პარტიაა, რომელმაც ქვეყანაში პროევროპულობა უნდა შემოიტანოსო. სად არის? კითხვა დასვას: რატომ მოიცილეს ერთი ხელის დაქნევით ეს თავმჯდომარე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ აქტივმა აირჩია? სად არის, ბუჩქებიდან თავი გამოყოს და თქვას, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს პასუხი გასცეს. როცა საუბრობ, რომ რაღაცა პარტია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივია, შენ გინდა, ევროკავშირის ელჩს, რომ საზოგადოებას შეასაღო, როგორც პროევროპული პარტია, გამოდი და საზოგადოებას აუხსენი, ეს შენი ნაქები „პროევროპული პარტიის“ თავმჯდომარე ერთი ხელის დაწკაპუნებით, უცხო ქვეყნის მოქალაქემ თავმჯდომარეობიდან რატომ გააგდო?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

1 ივლისიდან სესხებთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდება

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ – მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს ევრო თუ დოლარი.2025 წლის აგვისტოდან დღემდე ეს ზღვარი 750 000 ლარს შეადგენდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან ის ერთი მილიონ ლარამდე გაიზრდება.„საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. გასული წლის განმავლობაში გლობალური ფინანსური პირობები შედარებით სტაბილური და ხელსაყრელი იყო. თუმცა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყებამ გლობალური ფინანსური პირობების ზომიერი გამკაცრება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ ჭრილში ისინი კვლავ შედარებით შერბილებულად ნარჩუნდება, გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე, მაღალია სასაქონლო ბაზრების შოკების, გლობალური ინფლაციური მოლოდინების გაძლიერებისა და ფინანსური პირობების შემდგომი გამკაცრების რისკები. აღნიშნული გარემოებების ფონზე, ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა.აღნიშნული ნორმა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტს და სებ-ი მის რეკალიბრაციას მომავალშიც მაკროეკონომიკური გარემოებებისა და პირობების მიხედვით გააგრძელებს. ამასთან, აღსანიშნავია რომ ფინანსური დოლარიზაციით გამოწვეული რისკების შერბილება ეროვნული ბანკის მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ინდუსტრიასთან კოორდინაციით, მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების შესაბამისად და ასევე სარეზერვო ნორმის კორექტირების პოტენციური ეფექტის გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის პირველი ივლისიდან შევა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

28 ივნისს შიო მესამე სამების ტაძარში აბიტურიენტებს დალოცავს

28 ივნისს, წირვის დასრულების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აბიტურიენტებს დალოცავს.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.მათივე ცნობით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ბოლო სიახლეები