ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაღაში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტიკური საკითხებისადმი განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ეკონომიკურ სფეროში ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება.

“წლის ბოლოს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა მესამედზე მეტით გაიზარდა და ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. რუსეთის არის ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორი.კერძოდ, რუსულ ბაზარზე საქართველოში წარმოებული მთელი ღვინის ორიმესამედი მოხვდა. მდგრადად ვითარდება სატრანსპორტო კავშირიც. მგზავრთა გაზრდილი ნაკადის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლება განიხილავს დამატებითი რეგულარული ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობას. ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დატვირთულობასთან დაკავშირებით სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს სარკინიგზო-საბორანე კავშირი პორტ-კავკაზსა და ფოთს შორის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, რუსული მხარე შეშფოთებულია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გამო.

“რუსულმა მხარემ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს აშშ-სთან და ნატოსთან მზარდი სამხედრო თანამშრომლობის გამო, მათ შორის მანევრების ჩატარების, იარაღის მიწოდებისა და სამხედროების სწავლების გამო. აღინიშნა, რომ თბილისის ასეთი კურსი, საერთაშორისო პლატფორმებზე კონფრონტაციული ანტირუსული ქმედებებით, ორმხრივი ნორმალიზაციის მიღწევებს საფრთხის წინაშე აყენებს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყება აღნიშნავს, პრაღაში შეხვედრისას ზურაბ აბაშიძემ რუსეთის მიერ საბაჟო ვაჭრობის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შეთანხმების ძირითადი პრინციპების არაკორექტული ინტერპრეტაციის საკითხი დააყენა.

“პასუხად მას მოუყვანეს დოკუმენტის კონკრეტული ტექსტი. ამასთან, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ამ საერთაშორისო შეთანხმების პოლიტიკური არსის დიდი ხნის წინ ცნობილი განსხვავებული შეფასებები პრობლემად არ უნდა იქნეს წარმოჩენილი. საჭიროა მხოლოდ შეთანხმების შესრულება მისი პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა ჰუმანიტარული საკითხი. პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ერთმანეთს 31 იანვარს შეხვდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია, ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს

დიდი დღე მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს სურს, რომ ეს მოხდეს, მათთვის საკმარისია! საკმარისია მათთვის! ასევეა ყველა დანარჩენისთვისაც! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.ამასთან, მისივე თქმით, ირანს უკვე შეუძლია, აღდგენის პროცესი დაიწყოს.„ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება ჰორმუზის სრუტეში გემების გადატვირთვის პრობლემის მოგვარებაში. უამრავი პოზიტიური ქმედება განხორციელდება! დიდი ფული გამომუშავდება. ირანს რეკონსტრუქციის პროცესის დაწყება შეუძლია. ჩვენ მოვამარაგებთ ყველანაირი სახის რესურსით და უბრალოდ „დავრჩებით ადგილზე“, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ისევე, როგორც ახლა აშშ-ში ვხედავთ, ეს შეიძლება, ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანად იქცეს!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ორი კვირით შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები, იმ პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს

ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ორი კვირით  შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ დარტყმები, იმ პირობით, რომ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონში არსებულ ქვეყნებზე. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაშია აღნიშნული.ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებით, ქვეყანა ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ „ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.”„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აცნობა ისრაელს, რომ ერთგულია იმ მიზნების მიღწევის, რომლებიც საერთო ინტერესს წარმოადგენს აშშ-ისთვის, ისრაელისთვის და მისი რეგიონული მოკავშირეებისთვის, მოახლოებული მოლაპარაკებების ფარგლებში,” – აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა ლიბანს არ ეხება.

აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ გავლა კი ორი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, თუ მის წინააღმდეგ თავდასხმები შეწყდება“.მისივე თქმით, „ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა“.ამასთან, აბას არაღჩის განცხადებით, ეს „ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციით და ტექნიკური შეზღუდვების გათვალისწინებით“ განხორციელდება.პარალელურად, მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტაზე ორივე მხარის თანხმობისა, ქვეყანაში ირანიდან გაშვებული რაკეტები მაინც დააფიქსირეს.

ბიძინა გიორგობიანი – საქართველოსთვის სამხედრო ალიანსის წევრობა, იქნება ეს რუსეთის მხარდამჭერი, თუ ჩრდილოატლანტიკური, ეგზისტენციალური საფრთხის შემცველია, უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა

საქართველოს წევრობა რომელიმე სამხედრო ალიანსში, იქნება ეს რუსეთის მხარდამჭერი სამხედრო ალიანსი, თუ ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო ალიანსი, არის საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.ამ განცხადებით ბიძინა გიორგობიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იცვლება თუ არა მსოფლიო და არის თუ არა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ უსაფრთხოების გარანტია.„რაც შეეხება იმას, მსოფლიო იცვლება, თუ არ იცვლება, მსოფლიო კი არ იცვლება, მსოფლიო უკვე შეცვლილია. თუ იძახებ, რომ არ შეცვლილა, აზიური თქმისა არ იყოს, მშიერი ადამიანი საჭმელზე თუ ილაპარაკებს, მაძღარი ვერ გახდება. შეცვლილია უკვე, აღარ არსებობს ის ძველი მსოფლიო და ეს არის რეალობა“, – აღნიშნა გიორგობიანმა.როგორც ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, ადგილის დამკვიდრება ისეთი პატარა სახელმწიფოსგან, როგორიც საქართველოა, ძალიან რთული საკითხია.„ჩვენ ჩვენს ადგილს დამოუკიდებლად ვერ განვსაზღვრავთ, მაგრამ დღეს არსებული რეალობა გვაძლევს თეორიულ და პრაქტიკულ შანსს, ჩვენ გარშემო არსებული რეგიონალური სახელმწიფოები, როგორებიცაა თურქეთი და ირანი, ასევე გლობალური სახელმწიფოები, როგორიც არის რუსეთი, აქ წარმოსახვითად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ძალა და ჩინეთი; გლობალური ძალები არის დაახლოებით, ერთი სიძლიერის და ერთადერთი სტაბილურობის კუნძული. რეგიონალური ძალებიც არის ერთი სიძლიერის. ეს გეოგრაფიული არეალი, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ, აზერბაიჯანი და სომხეთი, არის ერთადერთი სტაბილურობის კუნძული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კონტინენტური ევრაზიის აღმოსავლეთს და დასავლეთს. დანარჩენი, ყველგან ყველაფერი გადაკეტილია და ხვალვე რომ დასრულდეს ომი ირანში, ის დიდი სავაჭრო გზები, რომელიც გადიოდა ირანზე, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქნება გამოუყენებელი, ისევე, როგორც რუსეთსა და უკრაინაზე გამავალი სავაჭრო გზები. შესაბამისად, საქართველოს პოზიციონირება ამ შემთხვევაში, კარგად გამოხატა გუშინ სტუმრად ჩამოსულმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და მისი ვიზიტის დასრულების შემდეგ სულ რამოდენიმე საათში ჩამოსულმა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ადგილი განისაზღვრება მას შემდეგ, რაც გამოიხატება-გამოიძერწება ახალი დიდი მოთამაშეების გავლენის სფეროები და საქართველო უნდა იყოს ამ გავლენის სფეროებს შორის მოლაპარაკების და კომპრომისის ობიექტი და იქნება კიდეც, როგორც დღეს გვაქვს მოცემულობა, ყველა მოცემულობით ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აქეთკენ წავა საქმე.ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის დღეს, უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა და ნეიტრალიტეტი, როგორც გვქონდა შენარჩუნებული ნეიტრალიტეტი უკრაინის ომში და როგორც გვაქვს ახლა, ირანის თავს დამტყდარი ტრაგედიის შემთხვევაშიც. ეს ნეიტრალიტეტი მოგვცემს საშუალებას, გავაკეთოთ სწორი პოზიციონირება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი მიდგომები, როგორც სავაჭრო, ისე ეკონომიკური. რაც შეეხება სამხედრო ალიანსებში წევრობას, შემდეგშიც და მომავალშიც, საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა. შვეიცრია არ არის ერთადერთი ნეიტრალური ქვეყანა, ნეიტრალური ქვეყნები ბევრია მსოფლიოში და გადახედეთ ამ ნეიტრალიტეტების ისტორიას“, – განაცხადა გიორგობიანმა.

„როიტერი“ – ირანში აცხადებენ, რომ მზად არიან როგორც მშვიდობისთვის, ისე ომისთვის

ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ისე ომისთვის, – ამის შესახებ „როიტერი“ ირანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.როგორც სააგენტოს წყარომ განუცხადა, ირანი დადებითად განიხილავს პაკისტანის წინადადებას ორი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გახანგრძლივების, თეირანს კი ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა. საპასუხოდ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პაკისტანის მოწოდების შესახებ უკვე ინფორმირებული არიან და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოგვიანებით უპასუხებს.

ბოლო სიახლეები