ორშაბათი, დეკემბერი 15, 2025

რომან გოცირიძე მიხეილ ჩხენკელს: არ არის გამორიცხული, მე თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ

„ხანდახან ეპითეტები უხდება პოლიტიკოსს და თქვენი გამოსვლა, რომელიც აქ მოვისმინე,  იყო ილუზიებში წასული ადამიანის მოხსენება და არ არის გამორიცხული მე თქვენ სიზმრების მინისტრი გიწოდოთ“, – ასე მიმართა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსულ განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა განათლების უწყებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ოდენობები გააპროტესტა და მინისტრს მისი დანაპირები შეახსენა.

„საქართველოს მთავრობამ მოატყუა მასწავლებლები. საქართველოში ინფლაციიდან გამომდინარე, მათი შემოსავლები, ფაქტობრივად არ გაზრდილა. რაც შეეხება ბიუჯეტს – განათლების და მეცნიერების დაფინანსება 2022 წელს იყო 2.1 მლრდ. ლარი, ეს არის მშპ-ს 2.9%, მაშინ როდესაც თქვენ როცა მინისტრი გახდით იმ დღიდან მოყოლებული მთავრობის გეგმა იყო 6%-იანი შეფარდება და 72 მილიარდია ჩვენი ქვეყნის მშ წლის ბოლოს და 72-ის  ექვსი პროცენტი 4.3 მილიარდი. ზუსტად ორჯერ აცდით მასშტაბებს. წარმოგიდგენიათ 2.1-ის ნაცვლად მართლაც 4.3 მლრდ. ლარი რომ ყოფილიყო დაფინანსება რა მდგომარეობაში იქნებოდა ქართული განათლება, ქართული სკოლები და მასწავლებლები არ წავიდოდნენ ჩაის და თხილის მოსაკრეფად სხვა ქვეყნებში. რატომ შეპირდით? სხვათაშორის, ეს პირობა გაუქმებული არ არის და პარლამენტში მიღებულ დოკუმენტებში ისევ ეს ციფრი წერია. ახლა ვნახოთ რა მოხდება 2023 წელს – შემოსულია მომავალი წლის ბიუჯეტი, რომლის მიხედვით, ჩვენი მშპ იქნება 79 მლრდ. ხოლო სამინისტროს ბიუჯეტი 1.98 მლრდ. ლარი იქნება. თქვენი სიტყვა, რომ ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტი იქნება – არ მართლდება. და რამდენი იქნებოდა მართლა 6% რომ ყოფილიყო? საკუთარი დაპირებები რომ შეგესრულებინათ 4.74 მლრდ. ლარი იქნებოდა.

ასეთ პირობებში საქართველოს განათლების სისტემას არავითარი განვითარება არ უწერია. განათლების სისტემა არის ყველაზე დაჩაგრული, ვინაიდან, როგორც ჩანს, არ არსებობს პოლიტიკური ნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მეშახტე, მხატვარი – ნოდარი ცნობილაძის ორმაგი პროფესია

ტყიბულელი მეშახტე ნოდარი ცნობილაძე პროფესიით მხატვარია,მან თბილისში იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი ფერწერა გრაფიკოსის სპეციალობით დაამთავრა. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულმა მუშაობა ტყიბულის შახტში სამონტაჟო ბრიგადის მიწისქვეშა ოსტატის პოზიციაზე დაიწყო, სადაც დღემდე წარმატებით საქმიანობს. მეშახტეობასთან ერთად ნოდარი საუკეთესოდ ხატავს, მის კოლექციაში მრავალი ფერწერული ნამუშევარია, რომელიც მოწონებას იმსახურებს.ნოდარი ცნობილაძე – ჩემი ძირითადი პროფესია მხატვრობაა, შემდეგ გავხდი მეშახტე. მეშახტეობით ვარჩენ ჩემს ოჯახს, მყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. ორივე პროფესია ძალიან მიყვარს და მეამაყება რომ მხატვარი მეშახტე ვარ. შახტამ დამაბრუნა მშობლიურ ქალაქში,სადაც მამასთან და ძმასთან ერთად ვსაქმიანობ. თავისუფალ დროს მხატვრობას ვუთმობ რაც მამშვიდებს და მსიამოვნებს.წყარო:okribanews.ge

მარკო რუბიო: ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავსტრალიის დედაქალაქ სიდნეიში მიმხდარ თავდასხმას ეხმაურება. რუბიო წერს, რომ ანტისემიტიზმს ადგილი ამ სამყაროში არ არის.„ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ავსტრალიაში ებრაული დღესასწაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.ანტისემიტიზმის ადგილი ამ სამყაროში არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა“, - წერს რუბიო სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე: ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას!

თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.„ვულოცავ ებრაელ ხალხს, განსაკუთებით ქართველ ებრაელებს ხანუქის დღესასწაულის დაწყებას! დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ინთება სანთლები, რაც ერთიანობას, ერთად დგომის ძალას აღნიშნავს. სწორედ ერთიანობამ, პატივისცემამ და მეგობრობამ დაწერა ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობის 26-საუკუნოვანი ისტორია, რასაც ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით.გილოცავთ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავთ! გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“, - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

თორნიკე ფაღავა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე: ეს კანონპროექტი არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს, რომლის მიზანი საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების ეფექტიანობის გაზრდაა.„ეს კანონპროექტი არის ჩვენი ხელისუფლების უკომპრომისო ბრძოლის ლოგიკური გაგრძელება ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს საზღვრებზე სამართალდამცავი უწყებათაშორისი კოორდინირებული ჯგუფების შექმნას, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოვახერხოთ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა“, - აღნიშნა ფაღავამ.პარლამენტი დღეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე” – გიორგი ვოლსკი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს. ერთ-ერთი მათგანი უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს ეხება.სიახლის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება.მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება საჭიროა, რადგან საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების დაცვა უარყოფითი გავლენისგან ვერ ხერხდება."ყველა უნდა დავიცვათ, რომ ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეს თავისუფალ გარემოში. ასეთი თავისუფალი გარემო, თავისი ელექტრონული სისტემით, არის საქართველოში. ოთხ წელიწადში ერთხელ შეიძლება იმის ორგანიზება, რომ რაღაც გარკვეული პერიოდით ქვეყანას დაუბრუნდე.გარდა ამისა, მომავალი არჩევნებისთვის, ვფიქრობთ, რომ საქართველოში გაცილებით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ ყველა მოქალაქემ, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, საკუთარი სამუშაო ადგილი იპოვოს საკუთარ ქვეყანაში," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ბოლო სიახლეები