პარასკევი, ივლისი 24, 2026

რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება – იუსტიციის მინისტრის განმარტება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება.

„დღეს როდესაც ადამიანს სურს მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ წინაპირობებს. ერთ-ერთი წინაპირობაა ქართული ენის შესაბამისი ცოდნა, ასევე – საქართველოს ისტორიისა და ქართული სამართლის. იმ შემთხვევაში თუ გამოცდაზე პირი ვერ გადალახავს საჭირო ბარიერს, ამის მიუხედავად მაინც იწყება პროცედურა, თუმცა, ეს პროცესი განწირულია უარისთვის და ხელი ეშლება ადამიანს იმაში, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. პროცესი უსაზღვროდ ჭიანურდება და ჩვენ დასაწყისშივე ვიცით, რომ პირი მიიღებს უარს. ამის გასამარტივებლად ჩვენ ცალკე გამოვყავით ენის და სხვა შესაბამისი გამოცდების კომპონენტი; მას შემდეგ, რაც ადამიანს ექნება დადებითი შედეგი ტესტირებაში, მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება სახელმწიფოს მხრიდან ძირითადი პროცედურები, რაზეც საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. ამ ცვლილებით საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს ადამიანი, რომელსაც ეცოდინება ქართული ენა, ქართული სამართლის და ისტორიის ძირითადი საფუძვლები. ამავდროულად, ეს პროცესი იქნება ბევრად უფრო მეტად სამართლიანი, გამჭვირვალე და მოქნილი მოქალაქეობის მსურველი პირისთვის.

რაც შეეხება მეორე ცვლილებას, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მიიღებს უარს სახელმწიფოსგან მოქალაქეობის მინიჭებაზე, დღევანდელი მდგომარეობით, მას ერთი წლის განმავლობაში არ აქვს განმეორებითი მიმართვის უფლება. ჩვენ ამ ინიციატივის თანახმად, შევამცირებთ ერთწლიან ვადას 6 თვემდე და შესაბამისად, სახელმწიფო ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, რომ ჰქონდეს მეტი შანსი მოქალაქეობის მისაღებად.

მთელი მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი იბრძვის იმისთვის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად შემცირდეს მოქალაქეობის არქონის შემთხვევები, რადგან ეს ადამიანებს აყენებს ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე. დღეის მდგომარეობით საქართველოში იმისთვის, რომ მოქალაქეობის არმქონე პირმა შეიტანოს განაცხადი საქართველოს მოქალაქეობაზე, მას მოეთხოვება საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი. ჩვენ ამას ვამცირებთ ხუთ წლამდე, რასაც გაეროს შესაბამისი სააგენტოც მიესალმება. ესაა ცვლილებების ძირითად არსი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას

საქართველოს ისტორიული როლი ყოველთვის ეფუძნებოდა საკუთარი ინტერესების დაცვასა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული სახელწიფოს არსებობის წარმატებულ პერიოდებში ქვეყნის სიძლიერეს დიდწილად საკუთარი ეროვნული ინტერესების მკაფიო გააზრება და იმ ქვეყნებთან ურთიერთობების პრაგმატულად წარმართვა განსაზღვრავდა, რომლებთანაც საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური კავშირები ჰქონდა.„ჩვენ არავის ვესხმით თავს, ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მზად ვართ, ყველა სახელმწიფოსთან გვქონდეს ურთიერთნდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამ სახელმწიფოებრივი მიდგომის თანამედროვე გაგრძელებაა დღევანდელი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, რომლის პრიორიტეტებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო პარტნიორებთან თანასწორი თანამშრომლობა წარმოადგენს.მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკურად რთულ გარემოში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც პოზიტიურად ფასდება. მისი განცხადებით, ქვეყნის განვითარების დინამიკა აჩვენებს, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული ფუნქციის თანამედროვე პირობებთან ადაპტირება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ეროვნული ინტერესები დაიცვას და ამავდროულად ყველა პარტნიორთან თანამშრომლობისთვის ღია დარჩეს.

მიხეილ ყაველაშვილი – ნებისმიერ დროს ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად ვართ, დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია, როცა ხდება იგნორირება, დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ვერ მივიღებთ

ჩვენ ნებისმიერი დროს ნებისმიერ საკითხზე დიალოგისთვის მზად ვართ. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საკითხების დაახლოება. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, დიპლომატია არის საერთაშორისო ენა და გამოსავალი არის დიალოგი, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ხედავს ევრობიუროკრატების მხრიდან დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.„დიპლომატია არის საერთაშორისო ენა. არ უნდა არსებობდეს ორმაგი სტანდარტი. რა თქმა უნდა, ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით, ყველას თავისი ეროვნული ინტერესები გააჩნია. ინტერესები არის შემდეგი ეტაპი, სადაც შეიძლება, არ იყოს თანხვედრა და იქ მიდის მსჯელობა, როგორ მოხდეს დაახლოება საკითხების. მაგრამ პირველი ეტაპი, ელემენტარული წესი, რომელიც უნდა არსებობდეს, ორგანიზაცია იქნება თუ ქვეყნები, ელემენტარულია წესია პატივისცემა სუვერენიტეტის და ხელისუფლების, რომელიც აირჩია ხალხმა. რას ვხედავთ აქ? – აქ ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომელიც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარებს. ჩვენდა საბედნიეროდ, გვაქვს გამოცდილება და ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა ხდება ევროკავშირის ქვეყნებში – აზრთა სხვადასხვაობა, არ არის ერთიანი პოზიცია, სწორედ ამ ევრობიუროკრატიის ხარჯზე, როგორ კნინდება ევროკავშირის იმიჯი. ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუნდაც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკული გზავნილი ევროკავშირის და ევრობიუროკრატიის მიმართ, რომ თუ ისინი ამ გზას არ გადაუხვევენ და არ ეცდებიან გამოსწორებას, ევროპას უქადის დაღუპვას“,- განაცხადა ყაველაშვილმა.მისივე თქმით, „ჩვენ ერთადერთი იმას ვახერხებთ, რომ კონფრონტაციაში ნაკლებად შევდივართ“.„იძულებულები ვართ, რომ მათ ასეთ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას არ ვუპასუხოთ ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენ არ ვუყურებთ დღევანდელი ევრობიუროკრატების თვალით ევროპას და ევროკავშირს. ჩვენ ვფლობთ ცოდნას, თუ რა არის ევროპა. ჩვენ თავად ვართ ევროპის ნაწილი, ევროპის საწყისი. საუკუნეების მანძილზე სურვილი ჩვენი ხალხის, რომ ჩვენ ვიყოთ ევროპის ნაწილი, ძალაშია. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ღირებულებებს, რომლებსაც, ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოში საზოგადოება ძალიან სწორად ეკიდება და გრძნობს, რომ ეს ღირებულებები არის მთავარი და შემდეგ არის ეს ყველაფერი განსახორციელებელი. და ეს ღირებულებები თანხვედრაშია ნამდვილ ევროპულ ღირებულებებთან, რომლებიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ირღვევა.ჩვენ ნებისმიერ დროს ვართ მზად დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხზე. დიალოგის გარეშე პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. ორი მხარე უნდა არსებობდეს, მზაობა უნდა არსებობდეს, პატივისცემა უნდა არსებობდეს და შემდეგ უნდა მოხდეს საკითხების დაახლოება. როცა ხდება იგნორირება, ზურგშექცევა, არაღიარება და დამამცირებელი დამოკიდებულება, ამას ჩვენ ვერ მივიღებთ. არც ჩვენი ისტორია გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენ თავი დავხაროთ და შეურაცხყოფა ავიტანოთ. მე საქართველოს პრეზიდენტი ვარ, მე ვარ ქართველი და მე ვარ იმ მარადიული საქართველოს ნაწილი და იმ წინაპრების ნაწილი, რომლებმაც სისხლისა და დიდი ბრძოლის ფასად მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე. ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ეს ქვეყანა დაამციროს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ადიგენში მეწყერი ჩამოწვა – რა ვითარებაა ადგილზე

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დააზიანა. როგორც ადგილობრივები წერენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ინფორმაციასა და კადრებს ადგილობრივი მედია TOK2Region ავრცელებს.

დონალდ ტრამპი ირანზე – განვიხილავ მასიურ დარტყმას, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე

ირანის წინააღმდეგ მასიური დარტყმის შესაძლებლობას განვიხილავ, უფრო მასიურის, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან საუბარში განაცხადა.“განვიხილავ მასიურ დარტყმას. უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. ახლოს ვარ გადაწყვეტილების მიღებასთან. სრულიად მზად ვართ ამისთვის”, - განაცხადა ტრამპმა.მან აღნიშნა, რომ ისრაელი “ორ წუთში შემოგვიერთდება თუ ვთხოვ,” მაგრამ დაამატა, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი ოპერაციის დასაწყებად “არავინ გვჭირდება”.ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ დარტყმებში ისრაელის მონაწილეობას “შედეგები” ექნება, რაშიც, მედიის თანახმად, სავარაუდოდ, ისრაელისთვის ირანის პასუხს გულისხმობდა.ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საბოლოო ვადა არ დაუკონკრეტებია. ორმა სხვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემა - Axios საუბარში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა და სამხედროებს ახალი ბრძანებები არ მიუღიათ.

„ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი – საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება

საქართველო მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბი ხდება, ბოლო ხუთ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა და წლიურად დაახლოებით 8%-ით იზრდება, – ამის შესახებ „ტელეგრამის“ დამფუძნებელი პაველ დუროვი სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ დაუფასებელია როგორც ტურისტული მიმართულება და ბიზნესის წარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყანა.„საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში 0%-იან კორპორაციულ გადასახადს იხდიან, ხოლო დივიდენდებსა და ხელფასებზე მხოლოდ 5%-იან გადასახადს”, – აღნიშნა დუროვმა.ცნობისთვის, პაველ დუროვი მანამდე საქართველოში იმყოფებოდა. 

ბოლო სიახლეები