Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 19 273 ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 629 582 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 593 763 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 558 042, გარდაიცვალა 8498 პაციენტი.