ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საპროტესტო მსვლელობით ახალგაზრდა მეცნიერები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-19 დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.