კვირა, ნოემბერი 24, 2024

პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო

ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, ეს კონსტიტუციის პრინციპის, მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, შსს-ს დღევანდელი განცხადება არის მუქარა.

„ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო. ეს კიდევ ერთი და მთავარი კონსტიტუციის პრინციპის – მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა. რა მნიშვნელობაა, კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას. მუქარაც არაფერში ჯდება. რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია“, – წერს ზურაბიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ვაფრთხილებთ, კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველომ ფინეთს 81:64 სძლია (ვიდეო)

თბილისი არენაზე დასრულდა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრა კალათბურთში საქართველოს და ფინეთს შორის. ქართველმა კალათბურთელებმა ფინელებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაშიც სძლიეს და ფინალის საგზურის მოპოვებას დანიელებთან შეხვედრის მოგება აშორებთ. საქართველო ფინეთი 81:64 (17:21, 21:19, 17:13, 26:11)

„ბორჯღალოსნებმა” ტესტმატჩში ტონგა 22:7 დაამარცხეს

თბილისში, „მიხეილ მესხზე", „ბორჯღალოსნებმა" ტონგასთან ტესტმატჩი გამართეს. საქართველოს და ტონგას ნაკრები გუნდების ტესტმატჩის პირველი ნახევარი რაგბისთვის უჩვეულო ანგარიშით, 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ალექსანდრე თოდუას ლელოთი და ლუკა მატკავას გარდასახვით „ბორჯღალოსნები" 7:0 დაწინაურდნენ. 61-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა" ტექნიკური ლელოთი გაზარდეს ანგარიში, 68-ე წუთზე კი ლუკა მატკავამ ზუსტად დაარტყა საჯარიმო და ანგარიში 14:0 გახდა. 72-ე წუთზე აკაკის ტაბუცაძის ლამაზი ლელოს (მის 41-ე ლელო ნაკრებში) შემდეგ ანგარიში 22:0 გახდა. შეხვედრის გაწითლებულ დროში ტონგამ ლელო-გარდასახვით მშრალი ანგარიშით დამარცხებას დააღწია თავი რეიტინგში ქულებით ტონგაზე ბევრად წინ ყოფნის გამო, საქართველოს პოზიცია უცვლელი დარჩა.  

ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ განცხადებებს, რომ ხვალ, საპროტესტო აქციით, მე-11 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებას ხელს შეუშლიან. მისი თქმით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ ისინი ხელს შეუშლიან ქვეყნის გადარჩენასა და სამშვიდობოზე გაყვანას. „ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში - ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას, ხელს შეუშლიან იმ პროგრამის რეალიზაციას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას, უმრავლესობასა თუ ოპოზიციის მხარდამჭერებს წარვუდგინეთ სულ ახლახან და რაც გულისხმობს ქვეყნის გადარჩენას, სამშვიდობოზე გაყვანას, ამას შეუშლიან ხელს და უკვე აღარც მალავენ“, - აცხადებს ვოლსკი.

ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა – პატარა სანის ნათლიები ბერა და გიორგი ამილახვარი არიან – ფოტოები

„ქართული ოცნების” დეპუტატმა და ცნობილმა კალათბურთელმა, ვიქტორ სანიკიძემ შვილი მონათლა. ნათლობის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში მისი მეუღლე, მაია ბიწაძე ავრცელებს. როგორც ნათლობის კადრებში ჩანს პატარა სანი „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მონათლეს.

დეკანოზი შალვა კეკელია გვარამიაზე: დღეს იმ პოლიტიკოსს ქართველი კაცი მხარს უჭერს, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს, თავში ტყვია ასროლინა – ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ...

ღვთისმშობელზე გაგვიბედეს, იარაღი დააჭერინეს ხელში და ტყვიას ასროლინებდნენ. დღეს იმ პოლიტიკოსს, ხალხი, ქართველი კაცი მხარს უჭერს, იმ ტელევიზიას ვინც მართავდა, ვინც იარაღი დააჭერინა ღვთისმშობელს და თავში ტყვია ასროლინა და გაგვიშარჟეს ღვთისმშობელი. ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა და ამაყობს ამით, -  ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, განაცხადა. დეკანოზის თქმით, ვერავინ დააჯერებს, რომ ადამიანს, რომელმაც საკუთარ შვილს ქართული ენა არ ასწავლა, საქართველო და ქართველი ერი უყვარს.  მისივე განცხადებით, დღეს ეს ადამიანები გვევლინებიან ქვეყნის და ერის დამცველებად. "ვიდეო მანახეს, რომ მისმა შვილმა ქართული ენა არ იცის და ამით ამაყობს - დედაც ქართველი ჰყავს, მამაც ქართველი ჰყავს და საქართველოზე გვესაუბრება, ქართველობაზე საუბრობს. შვილებმა ენა არ იციან. ადამიანს როგორ უნდა გძულდეს შენი ერი და შენი ქვეყანა, რომ შენს შვილს შენი ენა არ ასწავლო. ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა, 400 წელი ენა შეინარჩუნეს, იცით რა დევნაში და რა წამებაში? ყველა ემიგრანტზე ვლაპარაკობ, შემირცხვენია ყველა ქართველი, ვინც საკუთარ შვილს ენას არ ასწავლის. შენ ღმერთს შენს ენაზე უნდა ესაუბრო. ამ ენის გამო, იცით რამდენი სისხლი დაიღვარა? მე ვერ დამაჯერებთ ადამიანს, რომელიც საკუთარ შვილს ქართულ ენას არ ასწავლის, იმას სამშობლო უყვარს. იმ შენმა შვილმა რა ენაზე უნდა მოისმინოს წირვა, ღვთისმსახურება რა ენაზე უნდა მოისმინოს? და დღეს, ეს ადამიანები არიან ქვეყნის და ერის დამცველები - ადამიანმა საკუთარ შვილს ენა არ ასწავლა, შენს ქვეყანას, შენს შვილებს მიხედავს და მოუვლის ის? საკუთარ შვილზე არ უნდა ენის სწავლება, ანუ, მისთვის ეს ენა არაფერს ნიშნავს. არ გიყვარს ეს ენა, არ გიყვარს ეს ქვეყანა. საჭიროებაა შენთვის ეს ქვეყანა და გამოსაყენებელია ეს ქვეყანა. მინდა, ამაზე დაფიქრდეთ ყველანი, ეს სარწმუნოება, ღირებულებები, ფასეულობები - ქრისტიანულ ფასეულობებზე დგას ეს ქვეყანა. ევროპა იმიტომაა კარგი, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე იდგა, მაგიტომ გვინდოდა სულ ევროპა, მაგიტომ გავრბოდით." -  განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

ბოლო სიახლეები