საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება და მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
„მივესალმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მოვუწოდებ მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებების განახლებისკენ. გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენი რეგიონისთვის ერთადაერთი მისაღები მომავალია“ – წერს ზურაბიშვილი.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.
სომხეთი და აზერბაიჯანი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.