რატომ უნდა დადგეს არჩევნები კითხვის ნიშნის ქვეშ?“, – ასე უპასუხა პაატა იმნაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რა რაოდენობამდე უნდა გაიზარდოს კოვიდინფიცირებულთა რიცხვი, რომ არჩევნების ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
„საარჩევნო პროტოკოლი შემუშავებულია. ნიღაბი და დისტანცია ყველაფერზე კარგი საშუალებაა. თუ ნიღაბს ვატარებთ და დისტანციას დავიცავთ, აჭარაშიც ყველაფერი სულ მალე მოწესრიგდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი დადგენილებით მიიღო.
საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 6192 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 120 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 38 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.