ომანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
ირანის მხრიდან დელეგაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, აშშ-ის მხრიდან კი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობენ.
ირანული მედიის თანახმად, ირანი მოლაპარაკებებს იწყებს მკაფიო გეგმითა და განსაზღვრული ჩარჩოთი, სადაც ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დათმობა თანდათანობითი და დაბალანსებული იქნება. ირანის მხრიდან მომლაპარაკებლების ძირითადი აქცენტი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზეა.
აშშ ირანისგან ითხოვს ურანის გადმდიდრების შეზღუდვას, ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეზღუდვას და რეგიონული დაქვემდებარებული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტას.

