„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მას რამდენიმე ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი ოპოზიციიდან ელენე ხოშტარიაა. ვიცე-მერობის კანდიდატს კი, ნიკა მელიას თქმით, „გირჩი- მეტი თავისუფლება” წარმოადგენს.
თბილისში არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციის კანდიდატებს „ევროპული საქართველოც“ უჭერს მხარს, ამის შესახებ გიგა ბოკერიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა მელია თბილისის მერობის არჩევნებში მეორედ მონაწილეობს. 2014 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ნარმანიასთან ბრძოლაში ხმების 27%-ით, მეორე ტურში დამარცხდა.