ოთხშაბათი, მარტი 11, 2026

ნიკა მელია ენმ-ს ახალ მენეჯმენტზე: ნაცვლად იმისა, რომ მიშას უთხრან, გამაგრდი, უნდა გიშველოთ, იქით ეძახიან გვიშველე, მოდი ჩაგვიდექი სათავეშიო

ახალი მენეჯმენტის პირობებში კონსოლიდაციის შანსი დაკარგულია და ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უთხრან – მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან, მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით და  გვიშველეო, ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდიო – ამის შესახებ ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღესდღეობით არის ის ძალა, რომლის გარშემოდაც შესაძლებელი იქნებოდა და იყო კონსოლიდაცია. სამწუხაროდ, ეს შანსი არის დაკარგული ახალი მენეჯმენტის პირობებში და ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უთხრან – მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან გვიშველეო, მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით, გვიშველეო და მოდი ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდიო და მოდი ჩაგვიდექი სათავეშიო – წარმოგიდგენიათ?! როგორ გგონიათ, პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილის ინტერესი არის ის, რომ ამ პარტიულ ხელისუფლებას 2-3 დამატებითი მანდატი მოუტანოს, რომ შევიდეს მერე ზაზა გოროზია და თავისი ბიზნესი განავითაროს მთელი 4 წლის განმავლობაში?! თუ ჯამური გამარჯვება არის ოპოზიციის, ხელისუფლების ცვლილება და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ხორცის შესხმა. ვფიქრობ რომ ირონიულიც არის და უდიდესი კადნიერების შემცვლელია, ის გზავნილი, რასაც რამდენიმე ადამიანი აფრქვევს. ვყოფ ამ ადამიანებს პარტიისგან. მიშას საშველად მოვიდნენ, ჩვენ არ ვშველოდით და ახლა იქით ეძახიან, რომ დაგვეხმარეო“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნავთობის კრიზისი: არის თუ არა მსოფლიო უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე 1973 წელს იყო?

ნავთობის კრიზისი: არის თუ არა მსოფლიო უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე 1973 წელს იყო? ირანზე ისრაელ-აშშ-ის პირველი თავდასხმებიდან ათი დღის შემდეგ, ნავთობის ფასები ოდნავ დასტაბილურდა. არადა, სამხედრო ოპერაციის პირველ დღეებში, მან ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის გამო ფასების ხელახალი მკვეთრი ზრდის რისკი კვლავ არსებობს, ვითარება 1973 წლის ნავთობის შოკისგან მაინც ძალიან განსხვავდება. სააგენტო „ფრანს პრესი“ განმარტავს, თუ რაში მდგომარეობს ეს განსხვავება. ბლოკადა ემბარგოს წინააღმდეგ ამჟამინდელი კრიზისის მექანიზმი 1973 წლის დროინდელი მოვლენებისგან რადიკალურად განსხვავდება. მაშინ შოკს პოლიტიკური შეფერილობა ჰქონდა - იომ-ქიფურის ომის დროს, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) წევრი არაბული ქვეყნების ემბარგო პრო-ისრაელური დასავლური სახელმწიფოების წინააღმდეგ იყო მიმართული. 2026 წლის შოკი კი უფრო ლოჯისტიკურია და განპირობებულია ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის სამხედრო ბლოკადით, რომელიც საკვანძო სატრანზიტო წერტილია - ეს სრუტე გლობალური ნავთობპროდუქტების დაახლოებით 20-მა პროცენტმა უნდა გაიაროს. დღეს ნავთობის მწარმოებლები რესურსის მიწოდებაზე კი არ ამბობენ უარს, არამედ მათი პროდუქცია ფიზიკურადაა დაბლოკილი. „საუდის არაბეთს, ერაყს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითს აქვთ შესაძლებლობა, ბაზრის სტაბილიზაციისთვის მიწოდება გაზარდონ, მაგრამ მათ ხელს უშლის ის ფაქტი, რომ ყველა მათგანი ჰორმუზზეა დამოკიდებული“, - განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ ფრანგული ანალიტიკური ცენტრის, IRIS-ის ენერგეტიკის ექსპერტმა, ფრანსის პერენმა.ეს შეფერხება ახლო აღმოსავლეთში მოპოვებული ნედლი ნავთობის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტების ნაკლებობის შედეგია. ენერგეტიკის სფეროს კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy-ს ანალიტიკოსი, ჟორჟე ლეონი ამბობს, რომ სპარსეთის ყურის ამ გიგანტებმა, ადგილობრივი საცავების სიმძლავრის ნაკლებობის გამო, ნავთობის წარმოების შემცირება უკვე დაიწყეს. „მიმდინარე კრიზისი შესაძლოა დიდ ენერგეტიკულ კრიზისად იქცეს, თუ ის დროში გახანგრძლივდა“, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“. ექსპერტების აზრით, სწორედ ეს ბუნებრივი განსხვავება - მიზანმიმართული დიპლომატიური განხეთქილების ნაცვლად, ფიზიკური ბარიერის არსებობა - პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ფასების ისეთ მკვეთრ ნახტომს, როგორიც 1973 წელს მოხდა, როდესაც სამ თვეში ფასები ოთხჯერ გაიზარდა. საარჩევნო წნეხი აშშ-ში ირანის მუქარა, რომ სანამ ომი გრძელდება, აშშ-ისა და ისრაელის მოკავშირეებისთვის ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის ექსპორტს დაბლოკავს, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების შენარჩუნებას ისახავს მიზნად, რაც ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ამერიკის შეერთებულ შტატებზე ზეწოლას ზრდის. პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნებისმიერ ფასად შეეცდება, თავიდან აიცილოს ნავთობის ფასების ხანგრძლივი ზრდა, რაც, შესაძლოა, ამ არჩევნებში მისი აქილევსის ქუსლი გახდეს. ორშაბათს, ტრამპმა ფასების ზრდა იმის მტკიცების ხარჯზე შეაჩერა, რომ ომი შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე დასრულდეს. მას შემდეგ, რაც ინდოეთს რუსული ნავთობის დროებით იმპორტის ნება მისცა, მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ზოგიერთ სანქციას გააუქმებს. სტრატეგიული მარაგები ნავთობის პირველი დიდი შოკისგან განსხვავებით, რისთვისაც დასავლეთის ქვეყნები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრებს ახლა უკვე შეუძლიათ უზარმაზარ სტრატეგიულ მარაგებს დაეყრდნონ, რომლებიც სამი თვის იმპორტის ეკვივალენტურია. ამ უსაფრთხოების ქსელს მართავს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) - ინსტიტუტი, რომელიც 1973 წლის კრიზისის შემდეგ სწორედ მსგავსი საგანგებო სიტუაციების დარეგულირებისთვის შეიქმნა. ირანული ბლოკადის კომპენსირების მიზნით, აგრეთვე ფასებით სპეკულაციის შესაჩერებლად და მიწოდების დეფიციტის შესავსებად, IEA-მ, შესაძლოა, მალე ბაზარზე ამ მარაგების ნაწილი გამოიტანოს. „ეს არის დამცავი სარქველი, რომელიც ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება“, - გვაფრთხილებს პერენი. „მწვანე ენერგიაზე“ გადასვლის შიში ძალთა ბალანსიც რადიკალურად შეიცვალა. მაშინ, როცა 1973 წელს ოპეკმა ქაოსით ისარგებლა და ნავთობზე რეკორდული ფასები დააწესა, დღეს ექსპორტიორი ქვეყნები შიშობენ, რომ ფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი, შესაძლოა, „მწვანე ენერგიაზე“ გადასვლის ყველაზე ძლიერ არგუმენტად იქცეს. გამოწვევა მით უფრო რთულია, რადგან ნავთობზე დამოკიდებულება მსოფლიოში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. „ჩვენ ჯერ კიდევ გვიჭირს ნავთობის, როგორც მეფის, ჩანაცვლება“, - განაცხადა პერენმა და გაიხსენა ამ პროდუქტის შეუცვლელი როლი ტრანსპორტის სფეროსა და ნავთობქიმიაში. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ენერგეტიკულ მიქსში ნედლი ნავთობის წილი შემცირდა, საერთო მოხმარება მაინც რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს.„თუ კონფლიქტი კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება, ადვილად შეიძლება, ფასები 140 დოლარამდე გაიზარდოს, რაც გლობალურ ეკონომიკას შეასუსტებს“, - ვარაუდობს ჟორჟე ლეონი.

ნიკოლ ფაშინიანი – ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა – ჩვენი თხოვნაა, ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული...

სომხეთში ბევრი სვამს კითხვას: როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი? ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია: ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე , - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„ამიტომ, ჩვენი ამოცანაა გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და პირველ რიგში ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.მისი თქმით, ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა.„საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.

ირანის პარლამენტის სპიკერი უარყოფს, რომ ირანის სარაკეტო შესაძლებლობები განადგურებულია და აცხადებს, რომ მათ ახლა შეუძლიათ, „უფრო ნაკლები რაკეტით ნებისმიერ სამიზნეს დაარტყან“

ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ყალიბაფმა უარყო, რომ ირანის სარაკეტო შესაძლებლობები განადგურებულია.როგორც ყალიბაფმა განაცხადა, ომის დაწყებიდან ირანის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმები მიზნად ისახავდა მტრის თავდაცვის სისტემების განეიტრალებას. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მათ ახლა შეუძლიათ, „უფრო ნაკლები რაკეტით ნებისმიერ სამიზნეს დაარტყან“.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის რაკეტების და სხვა იარაღის „უმეტესობა“ განადგურებულია.

შალვა პაპუაშვილი – მთავარი ღირებულებაა მოსახლეობის უსაფრთხოება, ამოცანები კი, კეთილდღეობის ზრდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ერთადერთი საზომია, რითაც ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, მისი ფასი დღითიდღე იზრდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობამ ვიზუალურადაც დაინახა – კონფლიქტისა და ომის დაწყების შემდეგ, როგორ გადმოერთო საჰაერო ნავიგაცია და ფრენები იმ შუა დერეფანზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო.„ეს პროცესი არ არის ახალი. განსაკუთრებით, ეს პროცესი 2022 წლის შემდეგ უფრო ნათელი გახდა და აქედანაც იყო გამოწვეული ჩვენი ფრთხილი პოზიცია. ჩვენი მთავარი ღირებულება არის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება და ის მთავარი ამოცანები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს – კეთილდღეობის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ერთადერთი საზომი, რითაც ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვზომავთ. სხვა დანარჩენი საზომები – ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, რომელიმე ბალტიის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ეს არის მეჩვიდმეტეხარისხოვანი იმ მთავარ ამოცანებთან, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოება, როდესაც უშუალოდ ასეთი კონფლიქტებია.კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. მისი ფასი დღითიდღე იზრდება. ეს ჩვენ ვიზუალურადაც დავინახეთ – კონფლიქტისა და ომის დაწყების შემდეგ, როგორ გადმოერთო საჰაერო ნავიგაცია და ფრენები იმ შუა დერეფანზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველო. ასე რომ, ეს არის გააზრებული პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იტალიამ კარავაჯოს შედევრი 30 მილიონ ევროდ შეიძინა

იტალიის კულტურის სამინისტროს განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რაც კი იტალიის სახელმწიფოს ხელოვნების ერთ ნიმუშში ოდესმე გადაუხდია.დაახლოებით 1598 წელს შექმნილ ტილოზე გამოსახულია მონსინიორი მაფეო ბარბერინი - გავლენიანი სასულიერო პირი, რომელიც მოგვიანებით რომის პაპი ურბან VIII გახდა.ნამუშევარი ფლორენციაში კერძო კოლექციას ეკუთვნოდა და 1963 წელს დადგინდა, რომ მისი ავტორი კარავაჯო იყო. ფართო საზოგადოებისთვის ის პირველად 2024 წელს, რომში, ბარბერინის სასახლეში გამოიფინა, ამიერიდან კი მუზეუმის მუდმივი კოლექციის ნაწილი გახდება.„დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ კარავაჯოს არაჩვეულებრივი შედევრი შევიძინეთ“, - ნათქვამია იტალიის კულტურის მინისტრის, ალესანდრო ჯულის განცხადებაში.ეს ინიციატივა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ერთი თვის წინ იტალიის კულტურის სამინისტრომ ანტონელო და მესინას ნამუშევარი Ecce Homo („აჰა, კაცი“) შეიძინა, რომლის საჯარო გაყიდვაც ნიუ იორკის აუქციონზე იგეგმებოდა.კარავაჯო, რომლის ნამდვილი სახელია მიქელანჯელო მერიზი, კიაროსკუროს (სინათლისა და ჩრდილების კონტრასტის) ტექნიკის ოსტატი იყო, რისი მეშვეობითაც თავის პორტრეტებს ახალ სიცოცხლეს სძენდა. ის 1610 წელს, მღელვარე ცხოვრების შემდეგ, თითქმის 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.მომავალი რომის პაპის, ურბან VIII-ის ნახატი კარავაჯოს იმ მცირერიცხოვან პორტრეტებს შორისაა, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, რადგან ბევრი სხვა ნამუშევარი დაიკარგა ან განადგურდა. კარავაჯოს მხოლოდ 60-მდე ნახატია ცნობილი, რომელთა უმეტესობას საფუძვლად რელიგიური სიუჟეტი უდევს.ბარბერინის პორტრეტზე გამოსახულია სასულიერო პირი, რომელიც მარჯვენა ხელის დახვეწილი ჟესტით, სავარაუდოდ, მითითებებს იძლევა.იტალიის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ უახლოეს თვეებში ახალ შესყიდვებს გეგმავს, რათა „ხელოვნების შედევრები, რომლებიც შეიძლება კერძო ბაზარზე მოხვდეს“, საზოგადოების ფართო ფენებისა და ხელოვნების მოყვარულთათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

ბოლო სიახლეები