ნიკა მელია ენმ-ს ახალ მენეჯმენტზე: ნაცვლად იმისა, რომ მიშას უთხრან, გამაგრდი, უნდა გიშველოთ, იქით ეძახიან გვიშველე, მოდი ჩაგვიდექი სათავეშიო
ახალი მენეჯმენტის პირობებში კონსოლიდაციის შანსი დაკარგულია და ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უთხრან – მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან, მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით და გვიშველეო, ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდიო – ამის შესახებ ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღესდღეობით არის ის ძალა, რომლის გარშემოდაც შესაძლებელი იქნებოდა და იყო კონსოლიდაცია. სამწუხაროდ, ეს შანსი არის დაკარგული ახალი მენეჯმენტის პირობებში და ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უთხრან – მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთ, ახლა მიშას ეძახიან გვიშველეო, მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდით, გვიშველეო და მოდი ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდიო და მოდი ჩაგვიდექი სათავეშიო – წარმოგიდგენიათ?! როგორ გგონიათ, პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილის ინტერესი არის ის, რომ ამ პარტიულ ხელისუფლებას 2-3 დამატებითი მანდატი მოუტანოს, რომ შევიდეს მერე ზაზა გოროზია და თავისი ბიზნესი განავითაროს მთელი 4 წლის განმავლობაში?! თუ ჯამური გამარჯვება არის ოპოზიციის, ხელისუფლების ცვლილება და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ხორცის შესხმა. ვფიქრობ რომ ირონიულიც არის და უდიდესი კადნიერების შემცვლელია, ის გზავნილი, რასაც რამდენიმე ადამიანი აფრქვევს. ვყოფ ამ ადამიანებს პარტიისგან. მიშას საშველად მოვიდნენ, ჩვენ არ ვშველოდით და ახლა იქით ეძახიან, რომ დაგვეხმარეო“- განაცხადა ნიკა მელიამ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...