ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025

ნიკა მელია: ბუნებრივია, ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები, საუბრები მაქვს – ორივეს ივანიშვილის დამარცხება გვაინტერესებს

ჩემს სახელს და გვარსაც მეორე და მესამე სახის მნიშვნელობა ეძლევა ჩემთვის, იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ამ მოჯადოებული წრიდან გამოსაყვანი და ეს დახშული პოლიტიკური წრე უნდა გავხსნათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდება და ამას ბევრი ახალი, განსხვავებული, ნაცნობი საზოგადოებისთვის კარგად, მართალი ხალხი დააფუძნებს.  ეს არ იქნება ვინმეს პარტია, ეს იქნება პარტია, რომლის მიმართაც ჩემი სურვილი იქნება, ნდობა იქნება ძალიან მაღალი საზოგადოებაში. ეს პარტია უნდა იყოს ხალხის პარტია. მე არ ვარ და ნიკაც (გვარამია) საუბრობს, მომხრე იმის, რომ ვიღაცის სახელი ერქვას ამა თუ იმ პარტიას. ნიკასთან მაქვს ახლო ურთიერთობა, ბუნებრივია, ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები, საუბრები – ორივეს გვაინტერესებს ივანიშვილის დამარცხება. სახელს და გვარებს – ნიკა მელია იქნება იქ, ნიკა გვარამია, კობა ნაყოფია იქნება თუ სხვა და სხვა, მართალია, ინტერესი არსებობს მედიაში, მაგრამ მთავარია, რა საფუძველს ვუყრით ამ ყველაფერს. ჩემს სახელს და გვარსაც მეორე და მესამე სახის მნიშვნელობა ეძლევა ჩემთვის, იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ამ მოჯადოებული წრიდან გამოსაყვანი და ეს დახშული პოლიტიკური წრე უნდა გავხსნათ“, – ამბობს ნიკა მელია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი უკრაინაში ომზე – ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ, ზოგჯერ მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ კი უკეთესია, გაჩერდე, მისცე უფლება,...

ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ, ზოგჯერ, მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ კი უკეთესია, გაჩერდე და მისცე უფლება, ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის შესახებ დასმულ კითხვას.ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ სანქციები შეიძლება შეეხოს, როგორც უკრაინას, ისე რუსეთს. მისი თქმით, ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება.გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან გამართული შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ ჰკითხეს. საპასუხოდ ტრამპს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმება თუ არ შედგება, ორივე ქვეყნის მიმართ ძალიან მკაცრი იქნება.„ჩემს გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ იმ მომენტს, რომ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. სიმართლე ვთქვათ, ეს შეიძლება ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, რადგან იცით, რომ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. იქნება ეს რუსეთი თუ ვინმე სხვა, ძალიან მკაცრები ვიქნებით“, – აღნიშნა ტრამპმა.ამასთან, ტრამპმა ისაუბრა პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარზე და აღნიშნა, რომ ეს ვითარება ჰგავს ბავშვებს, რომლებიც სკვერში ჩხუბობენ.„ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ. მათ სძულთ ერთმანეთი და სკვერში ჩხუბობენ, შენ კი ცდილობ მათ გაშველებას. ზოგჯერ, მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ უკეთესია გაჩერდე და მისცე უფლება ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო. გუშინ პუტინს ვუთხარი, პრეზიდენტო, შესაძლოა მოგიწიოთ ომის გაგრძელება და ბევრი ტანჯვა, რადგან ორივე მხარე იტანჯება, ვიდრე მათ გააშველებთ, ვიდრე გაშველება შესაძლებელი გახდება. გარკვეული ფორმით დამატებითი ბრძოლა გაგრძელდება. მან დაარტყა და იმათაც ძალიან ძლიერად დაარტყეს, ღრმად შეაღწიეს რუსეთში. პუტინმა ძალიან ნათლად მითხრა, აქედან გამომდინარე სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა დარტყმისა და ეს, სავარაუდოდ, ლამაზი არ იქნება. მე ვუთხარი, რომ ეს არ მომწონს ეს. ვუთხარი: „არ ქნა ეს. არ უნდა ქნა ეს. უნდა შეაჩერო ეს“. თუმცა, კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი სიძულვილია რუსეთსა და უკრაინას შორის. მე შევაჩერე ომი ინდოეთსა და პაკისტანს შორის და სურვილი მაქვს, რომ იგივე გავაკეთო რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. რაღაც მომენტში ეს მოხდება. მე მჯერა ამის. თუ არ მოხდება, ან დავინახავ, რომ ვიღაც ამ გზიდან გადაუხვევს, თუ რუსეთი გადაუხვევს, თქვენ გაოცდებით, როგორი მკაცრები ვიქნებით“, – განაცხადა ტრამპმა.

CNN-აშშ-ში წითელას აფეთქება: ინფიცირების 1,100-ზე მეტი შემთხვევა და გაფრთხილება მოგზაურებისთვის

აშშ-ში წითელას აფეთქება: ინფიცირების 1,100-ზე მეტი შემთხვევა და გაფრთხილება მოგზაურებისთვის- ამის შესახებ CNN-წერს 2025 წელს აშშ-ში დაფიქსირდა წითელას 1,100-ზე მეტი შემთხვევა, რაც 2000 წლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვირუსი გავრცელდა საზოგადოებრივ ადგილებში – კლინიკებში, აეროპორტებში, კონცერტებზე და ტრანსპორტში. ეპიდაფეთქების ძირითადი წყარო დასავლეთ ტეხასია, თუმცა ზაფხულის მოგზაურობის სეზონმა ვირუსის სხვა შტატებში გავრცელების რისკი გააღრმავა. CDC მოუწოდებს საერთაშორისო მოგზაურებს ვაქცინაციის გადამოწმებისკენ, მათ შორის ბავშვებისთვის დამატებითი დოზის მიღებასაც ურჩევს. ვაქცინა უსაფრთხოა და 97%-ით იცავს ინფექციისგან. აუცილებელია ყურადღება მიექცეს პირად იმუნურ სტატუსს, გატარდეს ჰიგიენის ზომები და საჭიროების შემთხვევაში მიმართოთ ექიმს.

4 წლის წინ, ამ დღეს გაგიცანი და ყველაზე ბედნიერი ვიყავი; მთელი ცხოვრება მემახსოვრება, როგორ თბილად მიმიღე და ჩამიხუტე…” – სოსო ჯაჭვლიანის რძალი ემოციურ პოსტს...

მსახიობი, სოსო ჯაჭვლიანი დღეს 67 წლის გახდებოდა.მსახიობის რძალი, კატო გიორგაძე სოსო ჯაჭვლიანს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„იმიერში გილოცავ. დაგვაკლდი ყველას და ყველაფერს ….. მადლობა ყველაფრისთვის... რამდენად ძლიერი და დიდი ადამიანი უნდა იყო ასე შეეტყოს შენი არ ყოფნა გარემოს. ამაყი ვართ და ვიქნებით შენი სახელის ხსენებით მუდამ“,- წერს სოსოს რძალი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ფარერის კუნძულები დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეკრებაზე პირველი შეხვედრა ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.ფაქტებისაქართველოს ნაკრებისთვის ეს ფარერებთან გამართული მესამე მატჩი იყო – ჩვენმა გუნდმა სამივე მოიგო. ფარერების კარში მეათე გოლი ლუკა ლოჩოშვილის ანგარიშზეა. საქართველოს ნაკრებში 79-ე მატჩი გამართა მეკარე გიორგი ლორიამ. მან ამ შეხვედრით სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფარერებთან მატჩში საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ ახალგაზრდებს: ნიკა გაგნიძეს, საბა ხარებაშვილსა და დავით კერესელიძეს. ეს „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრების მე-80 მატჩი იყო.მატჩის დასაწყისში სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა  გუნდის მეკარეს, გიორგი ლორიას, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა, საგანგებო ჯილდო გადასცა.შეხვედრა „ჯვაროსნების“ უპირატესობით დაიწყო. პირველი მომენტი საბა ლობჟანიძეს ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მე-9 წუთზე გიორგი გულიაშვილის მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილმა მცველს დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.საქართველოს ნაკრებს კიდევ რამდენიმე შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩვენმა შემტევმა ფეხბურთელებმა მომენტებით ვერ ისარგებლეს.36-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე პოულ კალსბერგი აღმოჩნდა, მაგრამ გიორგი ლორიამ საიმედოდ ითამაშა.სტუმრებმა კიდევ ერთი მომენტი 50-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ დანიელ იოჰანსენის დარტყმული ბურთი გიორგი ლორიამ მოიგერია.მე-80 წუთზე ვილი სანიოლმა მოედანზე საბა ხარებაშვილი შეუშვა, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია – 16 წლის, 9 თვისა და 2 დღის.მატჩის ბოლო წუთები უფრო აქტიურად ფარერის კუნძულების ნაკრებმა ჩაატარა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 1:0 მოიგო.საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 8 ივნისს გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კაბო ვერდეს დაუპირისპირდება.

დონალდ ტრამპი – ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონ მასკით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაკვირვებული და იმედგაცრუებულია საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ილონ მასკის კომენტარებით. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად რეპორტიორებთან საუბრისას განაცხადა.„ილონს და მე გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა. არ ვიცი, გვექნება თუ არა კიდევ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.ტრამპის განმარტებით, ილონ მასკს კანონპროექტთან დაკავშირებით პრობლემა მაშინ გაუჩნდა, როდესაც გაიგო, რომ ხელისუფლება ელექტრომობილების მანდატის შემცირებას გეგმავდა.„მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა სამუშაო აქ მყოფთაგან უკეთესად იცოდა. თქვენზე უკეთ. მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა. მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა. ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს ყველა სახის მანქანა, ელეტრომანქანები, თუმცა გვინდა, რომ გვქონდეს ბენზინის ძრავებიც და სხვაც. გვინდა, რომ გვქონდეს ჰიბრიდული მანქანები. ჩვენ გვსურს, რომ ყველაფრის გაყიდვა შეგვეძლოს. და როდესაც კონგრესმა ამის შეკვეცა მოისურვა, ის ცოტა განსხვავებული გახდა და მე შემიძლია, გავიგო ეს, თუმცა მან იცოდა ამ კანონპროექტის ყველა ასპექტი. მან ის თითქმის ყველაზე უკეთ უცოდა და ამასთან არასდროს ჰქონია პრობლემა, ვიდრე არ წავიდა და თუ ნახეთ, განცხადებები, რომლებიც მან ჩემზე გააკეთა, რომლებსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან ადვილად მოიპოვებთ, ისინი სულ ახალია. მან თქვა კარგი რაღაცები ჩემზე. პირადად ჩემზე მას ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემდეგ იქნება. თუმცა, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ილონს ბევრით დავეხმარე“, – თქვა ტრამპმა.საპასუხოდ, ილონ მასკმა ამ განცხადებას სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ მისთვის კანონპროექტი არასდროს უჩვენებიათ. მასკის შეფასებით, კანონპროექტი ხარჯების ფლანგვას გულისმხობს.„ცივილიზაციის მთელი ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა კანონმდებლობა, რომელიც დიდიცაა და მშვენიერიც. ყველამ იცის ეს! შენ იღებ ან დიდ და უშნო კანონპროექტს ან თხელს და მშვენიერს“, – დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კანონპროექტზე, რომელსაც ტრამპმა „დიდი და მშვენიერი“ უწოდა.ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გასულ კვირას დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.ცნობისთვის, კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროსა და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას. ის ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის ოთხ ტრილიონ დოლარამდე გაზრდას.ამჟამად კანონპროექტი სენატშია წარდგენილი.

ბოლო სიახლეები