ნიკა მელია: ბუნებრივია, ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები, საუბრები მაქვს – ორივეს ივანიშვილის დამარცხება გვაინტერესებს

Read Time:48 Second

ჩემს სახელს და გვარსაც მეორე და მესამე სახის მნიშვნელობა ეძლევა ჩემთვის, იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ამ მოჯადოებული წრიდან გამოსაყვანი და ეს დახშული პოლიტიკური წრე უნდა გავხსნათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდება და ამას ბევრი ახალი, განსხვავებული, ნაცნობი საზოგადოებისთვის კარგად, მართალი ხალხი დააფუძნებს.  ეს არ იქნება ვინმეს პარტია, ეს იქნება პარტია, რომლის მიმართაც ჩემი სურვილი იქნება, ნდობა იქნება ძალიან მაღალი საზოგადოებაში. ეს პარტია უნდა იყოს ხალხის პარტია. მე არ ვარ და ნიკაც (გვარამია) საუბრობს, მომხრე იმის, რომ ვიღაცის სახელი ერქვას ამა თუ იმ პარტიას. ნიკასთან მაქვს ახლო ურთიერთობა, ბუნებრივია, ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები, საუბრები – ორივეს გვაინტერესებს ივანიშვილის დამარცხება. სახელს და გვარებს – ნიკა მელია იქნება იქ, ნიკა გვარამია, კობა ნაყოფია იქნება თუ სხვა და სხვა, მართალია, ინტერესი არსებობს მედიაში, მაგრამ მთავარია, რა საფუძველს ვუყრით ამ ყველაფერს. ჩემს სახელს და გვარსაც მეორე და მესამე სახის მნიშვნელობა ეძლევა ჩემთვის, იმიტომ, რომ სახელმწიფო არის ამ მოჯადოებული წრიდან გამოსაყვანი და ეს დახშული პოლიტიკური წრე უნდა გავხსნათ“, – ამბობს ნიკა მელია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაკურიანში, სათხილამურო ტრასაზე ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
Next post ალეკო ელისაშვილი: ობიექტურად ვთქვათ, დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე ჩვენ, ოპოზიცია