სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატოს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოზე გაკეთებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და აღნიშნა, რომ საუბარი იმაზე, რომ თავდაცვის ალიანსის წევრები ერთმანეთს არ იცავენ, ძირს უთხრის საერთო უსაფრთხოებას.
გარდა ამისა, მისი თქმით, ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცების სიცოცხლეს.
„ნებისმიერი ვარაუდი იმაზე რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის, ამერიკელ და ევროპელ სამხედროებს გაზრდილი რისკის ქვეშ აყენებს. ველი, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, აშშ ნატოს ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ დარჩება“, – დასძენს ნატოს გენერალური მდივანი.