ნებისმიერ თავდასხმას ნატოზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი – სტოლტენბერგი

Read Time:36 Second

სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატოს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატოზე გაკეთებულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი და აღნიშნა, რომ საუბარი იმაზე, რომ თავდაცვის ალიანსის წევრები ერთმანეთს არ იცავენ, ძირს უთხრის საერთო უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, მისი თქმით, ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცების სიცოცხლეს.

„ნებისმიერი ვარაუდი იმაზე რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის, ამერიკელ და ევროპელ სამხედროებს გაზრდილი რისკის ქვეშ აყენებს. ველი, რომ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, აშშ ნატოს ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ დარჩება“, – დასძენს ნატოს გენერალური მდივანი. 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გუგავა: პარლამენტში რომ 50 მულტიმილიონერი გვიზის, ეს სწორედ კორუფციის დამსახურებაა
Next post კაცს 13-ჯერ ესროლეს – დამატებითი დეტალები ავლაბარში მომხდარ მკვლელობაზე