ოთხშაბათი, აპრილი 1, 2026

მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან კი, მეტ სერიოზულობას ვისურვებდი – ანა ბუჩუკური

მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან კი მეტ სერიოზულობას ვისურვებდი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ თურმე, დონალდ ტრამპის „დიფ სთეიტის“ წარმომადგენელი ყოფილა.

„დონალდ ტრამპი არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არჩეული პრეზიდენტი, განსხვავებით სამწუხაროდ იმ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს. რაც შეეხება მის გზავნილებს, ახლა დეტალებში არ შევალ, რადგან სხვა სახელმწიფოა, თუმცა საერთაშორისო გზავნილები რაც არის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ერთ მშვენიერ დღეს, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა. სხვათა შორის, მე გავახსენებ საზოგადოებას, რომ საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო ტრამპის წინა ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი. რესპუბლიკურ პარტიას ახასიათებს ბევრად უფრო ხისტი დამოკიდებულება, განსაკუთრებით განვითარებადი დემოკრატიის მიმართ.

მამუკა მდინარაძე იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღმოაჩენს რომ თურმე ტრამპი არის „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი. დაველოდოთ და ვნახოთ, ცოტა ხანში მამუკა მდინარაძის და მისნაირი არარაობების განცხადებებს ტრამპთან დაკავშირებით. ტრამპის ხელისუფლებას, მათ შორის პირველ ჯერზე, ნამდვილად საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის არ უღალატია, ამ მოღალატეებისგან განსხვავებით. ძალიან მალე მამუკა მდინარაძე იქნება იმ არარაობათაგან, რომლის პირითაც ივანიშვილი საზოგადოებას ამცნობს და აღმოჩენას გაუზიარებს, რომ თურმე ტრამპი დამარცხდა „დიფ სთეითთან““, – აღნიშნა ბუჩუკურმა.

ჟურნალისტმა ბუჩუკურს კითხვა დაუსვა ტრამპის განცხადებაზე: „აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – მამრობითი და მდედრობითი“, რაზეც ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ამ გზავნილს არ შეაფასებდა.

„სერიოზულად მეკითხებით ამას? – ამ გზავნილს არ ვაფასებ და რაც შეეხება კონკრეტულად „ოცნების“ წარმომადგენლების მსგავს გზავნილებს, საკუთარ სქესს მიხედონ და ამაზე მეტს უბრალოდ არ ვიტყვი, რადგან უბრალოდ უხერხულია, ვინ ლაპარაკობს ამ ყველაფერზე, ძალიან კარგად იცით რასაც ვგულისხმობ.

ჩვენი გუნდის პოზიცია ტრამპთან დაკავშირებით არ შეცვლილა. რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, მათ უნდა ჰკითხოთ. ზოგადად არათანმიმდევრულობა სამწუხაროდ პრობლემა არის როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარესაც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ეს ადამიანი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. რაც შეეხება სხვებს, ცოტა უფრო მეტ სერიოზულობას ვისურვებდი ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რათა დაუპირისპირდეს ირანულ საფრთხეს

ირანის რეჟიმი უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „ადრე თუ გვიან“ ირანის რეჟიმი დაეცემა.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი ახალ ალიანსებს ქმნის რეგიონის „მნიშვნელოვან ქვეყნებთან“, რათა დაუპირისპირდეს „ირანულ საფრთხეს“. ნეთანიაჰუს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.„იმედი მაქვს, რომ მალე, ისრაელის მოქალაქეებო, მეტს გეტყვით ამ მნიშვნელოვანი ალიანსების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა” ისრაელისთვის „სტრატეგიულ საფრთხეს“ აღარ წარმოადგენს.

კაია კალასი – ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის

ევროპელმა მინისტრებმა ევროპისთვის უნდა იმუშაონ და არა რუსეთისთვის, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერებს, რომლებიც მედიაში გავრცელდა.„მოკლედ ვიტყვი, რომ ევროპელმა მინისტრებმა უნდა იმუშაონ ევროპისთვის და არა რუსეთისთვის“, – განაცხადა კალასმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე, ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ. თავად სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა ჩაინიშნა

ამა წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით. მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები.

საქართველოში ირანის ელჩს ალი მოჯანს ფეისბუქ ანგარიში დაუბლოკეს

ირანის ელჩს ალი მოჯანს სოციალური მედია დაუბლოკეს.,,თქვენი აზრით, რა გახდა მიზეზი საქართველოში ირანის ელჩის ფეისბუქ ანგარიშის დაბლოკვისა — ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფოტოსურათი ან პუნქტი?-ამის შესახებ ირანის ელჩი პლათფორმა X-ზე წერს

ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ 2026 წლის 31 მარტის სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევაზე იმსჯელეს.ფრაქციამ, აღნიშნულ თანამდებობაზე, ერთხმად დაუჭირა მხარი უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის კანდიდატურას.სხდომის დაწყებისას, ფრაქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოში 10-წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობის, ღირსეული ხელმძღვანელობისა და რეგიონისთვის გაწეული ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს - დავით გაბაიძეს, ხოლო მომავალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვეს.ცოტნე ანანიძემ თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, უდიდესი პასუხისმგებლობაა ხალხის, ქვეყნის, რეგიონისა და თანაგუნდელების წინაშე.ფრაქცია „ქართული ოცნება“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

ბოლო სიახლეები