პარასკევი, ივლისი 31, 2026

მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან კი, მეტ სერიოზულობას ვისურვებდი – ანა ბუჩუკური

მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან კი მეტ სერიოზულობას ვისურვებდი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ თურმე, დონალდ ტრამპის „დიფ სთეიტის“ წარმომადგენელი ყოფილა.

„დონალდ ტრამპი არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არჩეული პრეზიდენტი, განსხვავებით სამწუხაროდ იმ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს. რაც შეეხება მის გზავნილებს, ახლა დეტალებში არ შევალ, რადგან სხვა სახელმწიფოა, თუმცა საერთაშორისო გზავნილები რაც არის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ერთ მშვენიერ დღეს, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა. სხვათა შორის, მე გავახსენებ საზოგადოებას, რომ საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო ტრამპის წინა ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი. რესპუბლიკურ პარტიას ახასიათებს ბევრად უფრო ხისტი დამოკიდებულება, განსაკუთრებით განვითარებადი დემოკრატიის მიმართ.

მამუკა მდინარაძე იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღმოაჩენს რომ თურმე ტრამპი არის „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი. დაველოდოთ და ვნახოთ, ცოტა ხანში მამუკა მდინარაძის და მისნაირი არარაობების განცხადებებს ტრამპთან დაკავშირებით. ტრამპის ხელისუფლებას, მათ შორის პირველ ჯერზე, ნამდვილად საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის არ უღალატია, ამ მოღალატეებისგან განსხვავებით. ძალიან მალე მამუკა მდინარაძე იქნება იმ არარაობათაგან, რომლის პირითაც ივანიშვილი საზოგადოებას ამცნობს და აღმოჩენას გაუზიარებს, რომ თურმე ტრამპი დამარცხდა „დიფ სთეითთან““, – აღნიშნა ბუჩუკურმა.

ჟურნალისტმა ბუჩუკურს კითხვა დაუსვა ტრამპის განცხადებაზე: „აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – მამრობითი და მდედრობითი“, რაზეც ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ამ გზავნილს არ შეაფასებდა.

„სერიოზულად მეკითხებით ამას? – ამ გზავნილს არ ვაფასებ და რაც შეეხება კონკრეტულად „ოცნების“ წარმომადგენლების მსგავს გზავნილებს, საკუთარ სქესს მიხედონ და ამაზე მეტს უბრალოდ არ ვიტყვი, რადგან უბრალოდ უხერხულია, ვინ ლაპარაკობს ამ ყველაფერზე, ძალიან კარგად იცით რასაც ვგულისხმობ.

ჩვენი გუნდის პოზიცია ტრამპთან დაკავშირებით არ შეცვლილა. რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, მათ უნდა ჰკითხოთ. ზოგადად არათანმიმდევრულობა სამწუხაროდ პრობლემა არის როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარესაც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ეს ადამიანი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. რაც შეეხება სხვებს, ცოტა უფრო მეტ სერიოზულობას ვისურვებდი ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბიტურიენტების საყურადღებოდ! – გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაცია აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ბიოლოგიის გამოცდის პირველად შედეგებს აქვეყნებს.საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.ბიოლოგიის გამოცდის მაქსიმალური ქულაა 70,  მინიმალური გამსვლელი ქულა  კი - 18.

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბმა „მილანმა“ გაავრცელა.„წარმოუდგენლად მძიმეა ისეთი ადამიანის დაკარგვის შესახებ ამბის გაცხადება, რომელიც „მილანის“ გულსა და სულს განასახიერებდა. ამ უმძიმეს წუთებშიც კი, ძლიერები უნდა ვიყოთ.ფრანკო მისი ბოლო საჯარო გამოსვლიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში დავკარგეთ – როდესაც ის გადაჭედილ „სან სიროზე“, მილანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა – მსოფლიო მასშტაბის მოვლენაზე, რომლის დაუვიწყრად ქცევაშიც მან თავისი წვლილი შეიტანა.ფრანკოს ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ ერთიანი ვართ, რადგან ვიცით, რომ ის გზას გაგვინათებს და „როსონერის“ რიგებში ჩვენი სავალის მანძილზე მუდამ წინ წაგვიძღვება. სამუდამოდ. იმიტომ, რომ ბარეზი მარადიულია“, – წერს საფეხბურთო კლუბი „მილანი“.ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრანკო ბარეზი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა. 2025 წლის აგვისტოში მას ფილტვის კვანძის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ რეგულარულად გადიოდა იმუნოთერაპიის კურსს.ბარეზი „მილანის“ ღირსებას 20 წლის განმავლობაში იცავდა – მას კარიერის მანძილზე სხვა გუნდში არ უთამაშია. რაც შეეხება ნაკრებს, იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში 81 შეხვედრა ჩაატარა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო იტალიელმა ფეხბურთელმა ექვსჯერ მოიგო სერია A, ხოლო სამჯერ ჩემპიონთა თასს დაეუფლა.

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს, „ხადორობა 2026“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები სოფელ მატანისა და პანკისის ხეობის სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს.სოფელ ხადორში სტუმრობისას პარლამენტის წევრები ხადორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვას დაესწრნენ.შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, „ხადორობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრო და ადგილობრივი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები დაათვალიერა.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ემი დიაზთან შეხვედრა გამართა.როგორც მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.მისივე ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.ცნობისთვის, დღეს საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას ემი ვ. დიაზი შეასრულებს.

ლევან ბეჟაშვილი – ადეკვატურობიდან გამომდინარე, მოინახება ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება, რათა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს –...

ციფრული ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, სრულყოფილი იყოს კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ადეკვატურობის და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მოინახება ის ფორმები, სადაც ავატარი იქნება თუ სხვა ციფრული ტექნოლოგია, გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საზოგადოებასთან ნორმალური კომუნიკაცია შეძლოს. ამ თემიდან სკანდალი არ გამოვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც უკვე მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი.რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომას, ბეჟაშვილის თქმით, არც დღევანდელ სხდომაზე და არც მომავალ ყრილობაზე ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიაში შესვლის საკითხი არ განიხილება.„ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურა მხარდაჭერილია პარტიის წევრების უმრავლესობაში. იმავდროულად, ამ ეტაპზე, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე, მომავალ ყრილობაზე არ განიხილება ნანუკას პარტიაში შემოსვლის საკითხი. ჩვენ კონსულტაციებისთვის ავიღეთ 6-თვიანი პერიოდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ ის, ვინც პოლიტიკაში შემოსვლას ფიქრობს, ჩამოყალიბდეს სტრატეგიული მიმართულებით, შეკრას საკუთარი გუნდი, მხოლოდ ამის შემდეგ, მოხდება პარტიაში ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ახალი ადამიანების შემოსვლა.სჯობს, თინა ბოკუჩავას ჰკითხოთ, რატომ არ ესწრება პოლიტსაბჭოს. იმედია, მომავალ ყრილობას დაესწრება. ზოგადად, პარტიაში პროცესები კონსტრუქციულად მიმდინარეობს, რთული პერიოდია, ეს გარდამავალი პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რათა საბოლოო სტრუქტურული რეორგანიზაცია მოვახდინოთ“,- აღნიშნა ბეჟაშვილმა.შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკვე მზადდება მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარი.„საუბრობს, როგორც მიშა, მიხვრა-მოხვრა აქვს როგორც მიშას... ასე რომ, ჩამკეტეთ რამდენიც გინდათ”,- განაცხადა სააკაშვილმა.რაც შეეხება პოლიტსაბჭოს სხდომას, შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ ესწრება.დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის ლიდერები და წევრები „ნაციონალური მოძრაობის" ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელებენ, ასევე განისაზღვრება ყრილობის ჩატარების თარიღი. პარტიის ლიდერების ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომის დღის წესრიგში ასევე იქნება დელეგატების მოწვევის წესი და ა.შ.

ბოლო სიახლეები