პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სხდომას KIU-ს საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რექტორი ალექსანდრე თევზაძე და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი და წამყვანი მეცნიერები არიან.

„მივესალმები უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტს, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანს და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს. თქვენი მონაწილეობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ!
როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი არის საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტი. წელს უნივერსიტეტმა აკადემიური ცხოვრება დაიწყო, რაც ძალიან გვახარებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენი მიზანია, იგი რეგიონში განათლებისა და მეცნიერების ძალიან მნიშვნელოვან ჰაბად ვაქციოთ.

როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არის ბრწყინვალე საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, საქართველოს აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისათვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

განათლების მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის და ყოველი მათგანი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე იქნება დაფუძნებული. ამჟამად მოქმედი პროგრამები, რომლებიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ანალოგს წარმოადგენს, სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, როგორსაც მათი თანატოლები იღებენ საზღვარგარეთ.

მინისტრმა განსაკუთრებულად გამოყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის სამეცნიერო-კვლევითი მხარე და ისაუბრა ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ, რომელიც რამდენიმე წელიწადში უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ამჟამად სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს ორი ციკლოტრონის დამზადება და აწყობა. ეს პროექტიც მთლიანად დაფინანსებულია ფონდ „ქართუს“ მიერ.

მიხეილ ჩხენკელმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ ერთი ციკლოტრონი მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას ულტრათანამედროვე მეთოდებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ხოლო მეორე – სამეცნიერო-კვლევით პროცესს. ამგვარი მიდგომა ნათელს ხდის იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს წამყვანი მკვლევრები ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით უკვე მზად არიან ქართველ მეცნიერებთან ერთად ქუთაისში აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი პროცესი. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი გახდება მსოფლიო მნიშვნელობის აკადემიური და სამეცნიერო კერა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საბჭოს წევრებმა: საბჭოს თავმჯდომარემ სებასტიან შმიდტმა, დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის (HZDR) სამეცნიერო დირექტორმა (გერმანია), პროფ. რაიმონდ მირალბელმა, ქუირონსალუდის საუნივერსიტეტო კლინიკის პროტონული თერაპიის ცენტრის სამედიცინო მიმართულების დირექტორმა (ესპანეთი), პროფ. ბერნდ ნოიმაიერმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა (INM-5) (გერმანია), პროფესორ რობერტო ორეკიამ, ევროპის ონკოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორმა (იტალია), პროფ. ჯონი შაჰმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირობიოლოგიისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა (INM-4) (გერმანია), პროფ. ახიმ შტალმა, RWTH აახენის უნივერსიტეტის პროფესორმა (გერმანია), პროფ. ჰანს შტროერმა, იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა (გერმანია) და ზენშო იოშიდამ, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა (იაპონია).

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Berliner Zeitung: კორუფციის შოკი ბრიუსელში – ყოფილი ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების პარალელურად, კაია კალასზე ზეწოლა იზრდება

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში კორუფციული სკანდალი ფართოვდება. ყოფილი ხელმძღვანელი პირების დაპატიმრების პარალელურად, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასზე ზეწოლა იზრდება, - წერს გერმანული გამოცემა Berliner Zeitung."ბრიუსელში დაძაბულობაა. ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურში (EEAS) მანიპულირებული ტენდერების გარშემო კორუფციული სკანდალი ევროპულ კვარტალში სულ უფრო მეტად ფართოვდება. მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მაღალი თანამდებობის ყოფილი პირი დააკავეს, როგორიცაა ფედერიკა მოგერინი, ყურადღების ცენტრში ახლა კიდევ ერთი პიროვნებაა: კაია კალასი, ევროკავშირის ამჟამინდელი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში." - აღნიშნულია სტატიაში.გამოცემის ცნობით, გამოძიება კალასის ევროკავშირის მთავარ დიპლომატად დანიშვნამდე პერიოდის შესახებ ტარდება, მაგრამ ეს არ ათავისუფლებს მას მისი როლის ირგვლივ არსებული კრიტიკული კითხვებისგან, რომლებიც ბოლო დღეებში გაჩნდა."EEAS, რომელსაც კალასი დაახლოებით ერთი წელია ხელმძღვანელობს, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სააგენტოდ ითვლება. ახლა კი, როდესაც ევროკავშირის რამდენიმე ინსტიტუტში ფასადები ინგრევა, კრიზისის მართვა მისი მხრიდანაც, სულ უფრო დეტალური განხილვის საგანი ხდება." - წერს Berliner Zeitungკაია კალასი მიიჩნევს, რომ მოგერინისა და სხვა მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდებებმა, არ უნდა იმოქმედოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს „კარგ მუშაობაზე“. თუმცა, როგორც Berliner Zeitung-სთვის გახდა ცნობილი, ზოგიერთი თანამშრომელი კალასის მემორანდუმს კრიტიკულად უყურებს. ზოგადი განწყობაა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს სურს კორუფციის საქმისგან რაც შეიძლება მალე დისტანცირება. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, კალასის „სრული გამჭვირვალობის“ შესახებ დახურულ კარს მიღმა გაცემულ დაპირებას სკეპტიციზმით შეხვდნენ. რამდენიმე თანამშრომელი აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ შიდა კონტროლის სტრუქტურების შესახებ თითქმის არანაირი დეტალი არ გამოქვეყნებულა. ისინი მიუთითებენ, თუ როგორ მოხდა სავარაუდო მანიპულაციები და რატომ არ იქნა ყურადღება მიქცეული ბოლო წლებში გამაფრთხილებელ ნიშნებზე.კრიტიკულად განიხილება კალასის მიერ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის მინიშნებაც. კითხვა, თუ რატომ გახდა ასეთი ზომები აუცილებელი მხოლოდ მისი მანდატის ფარგლებში და იყო თუ არა სააგენტო სტრუქტურულად კორუფციისადმი მიდრეკილი მანამდე, პასუხგაუცემელი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ კაია კალასი ამჟამად პოლიტიკური ზიანის შეზღუდვას ცდილობს, ევროპარლამენტში მემარჯვენე კონსერვატიული ჯგუფები, ამჟამინდელ კორუფციულ სკანდალს ბრიუსელის ხელმძღვანელობის მისამართით მწვავე კრიტიკის გასავრცელებლად იყენებენ. საუბარია იმაზეც, რომ ევროკომისიის მხრიდან ჯერჯერობით მხარდაჭერა გამოხატული არ ყოფილა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ. "ბოლო თვეების განმავლობაში, კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კალასს შორის უკვე მიმდინარეობდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომელშიც საბოლოოდ ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიმარჯვა," - ვკითულობთ სტატიაში, სადაც ასევე საუბარია კალასის კრიტიკოსების მტკიცებაზე, რომ სკანდალი ფუნდამენტურ კითხვებს ბადებს ევროკავშირის ინსტიტუტებში შიდა კონტროლის მექანიზმებთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ოპოზიციონერი ევროპარლამენტარები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ სანდოობას და ზოგადად, საზოგადოების ნდობას. ეს ყველაფერი კი ხდება "ისედაც მგრძნობიარე დროს, როდესაც ევროკავშირი ძალიან სუსტ გეოპოლიტიკურ პოზიციაშია.„Berliner Zeitung-ის სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ კაია კალასი, რომელიც წარსულში კანონის უზენაესობისა და გამჭვირვალობის დამცველად წარმოაჩენდა თავს, გამოძიებების გამო, რა თქმა უნდა, გაძლიერებული კონტროლის ქვეშაა. გამოცემის ცნობით, ისიც ხშირად აღინიშნება, რომ საგარეო საქმეთა სამსახურში სტრუქტურული სისუსტეები, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა.

დიზაინერ ზალიკო ბერგერის ცხოვრებაში სიახლეა

ყველას ვურჩევ, არასდროს გასინჯონ. ფხიზელი ცხოვრება ყოფილა კარგი… ნარკოტიკმა ისეთ დონეზე მიმიყვანა, რომ ვერაფრით ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას… - ამის შესახებ დიზაინერი ზალიკო ბერგერი საუბრობს და ბალიზე რამდენიმე თვიანი ცხოვრების მიზეზს განმარტავს.ვრცლად ↓

გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს

ბიზნესმენი, გელა ბარკალაია დააყაჩაღეს.ფაქტთან დაკავშირებით, გელა ბარკალაია მიმართვას ავრცელებს და სამართალდამცველებს დროული რეაგირებისთვის მადლობას უხდის.მისი თქმით, საგურამოში მდებარე სახლის დაყაჩაღებისას მძიმედ დაშავდა ადამიანი, რომელიც მის სახლს აქცევდა ყურადღებას.დაშავებულის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. თუმცა კლინიკაში რჩება.რაც შეეხება ყაჩაღობაში ბრალდებულებს, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვლადიმერ პუტინი – დასავლეთმა ომი უკრაინის წაქეზებით და გადატრიალების მოწყობით გააჩაღა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ინტერესები, თავისი ხალხი, ტრადიციული ღირებულებები

დასავლეთმა ომი უკრაინის წაქეზებით და გადატრიალების მოწყობით გააჩაღა, რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თავისი ინტერესები, დაიცვას იქ მცხოვრები თავისი ხალხი, დაიცვას ტრადიციული ღირებულებები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის დროს, India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ მაშინ დაასრულებს, როდესაც ოპერაციის დასაწყისში დასახულ მიზანს მიაღწევს.„ჩვენ არ ვიყავით ისინი, ვინც ეს ომი დაიწყო.  2014 წელს დასავლეთმა წააქეზა უკრაინა და მხარი დაუჭირა მოვლენებს, გადატრიალების ორგანიზებით. ამას მოჰყვა პროცესი, რომელმაც გამოიწვია ყირიმში მოვლენები. ახლა კი ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია არ არის ომის დასაწყისი, არამედ მცდელობაა, დაასრულოს ის, რაც დასავლეთმა უკრაინის ნაციონალისტების გამოყენებით გააჩაღა. ჩვენ დავასრულებთ მას, როდესაც მივაღწევთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დასახულ მიზნებს, როდესაც გავათავისუფლებთ ამ ტერიტორიებს. სულ ეს არის“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა ვოლოდიმირ ზელენსკიზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მისი წინამორბედების შეცდომებს აგრძელებს და რადიკალური ნაციონალისტების ინტერესებს ხალხის ინტერესებზე წინ აყენებს.„როდესაც ეს ჯენტლმენი ხელისუფლებაში მოვიდა, მან განაცხადა, რომ ნებისმიერ ფასად მიისწრაფოდა მშვიდობისკენ, ყველა შესაძლო საშუალების გამოყენებით, საკუთარზე უარის თქმითაც კი.  მაგრამ ახლა ჩვენ საკითხებს სხვაგვარად ვუყურებთ. ის იგივე მაგალითს მიჰყვება, რასაც მისი წინამორბედები, ვიწრო ნაციონალისტური ჯგუფის, განსაკუთრებით რადიკალური ნაციონალისტების ინტერესებს ხალხის ინტერესებზე წინ აყენებს. მე უკვე ვთქვი, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.India Today-სთან ინტერვიუში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულ კომპანიებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა სურთ.„აშშ-ის მსხვილმა კომპანიებმა წერილი მოგვწერეს და თხოვნით მოგვმართეს, რომ არ დაგვავიწყდეს ისინი. ისინი ელოდებიან ყველა პრობლემის მოგვარებას და მზად იქნებიან, რომ ჩვენთან დაბრუნდნენ. არსებობს მრავალი სფერო, სადაც რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა ორივე მხარეს წაადგება. კომპანიებმა გამოთქვეს თანამშრომლობის განახლების ნათელი სურვილი და შესაბამის პოლიტიკურ სიგნალს ელოდებიან“, – განაცხადა პუტინმა.ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება გულწრფელად სურს.„ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტ ტრამპს ომის დასრულების გულწრფელი სურვილი აქვს. შეერთებულ შტატებსა და პრეზიდენტ ტრამპს მართლაც აქვთ საკუთარი გაგება, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ომი რაც შეიძლება მალე. ის ყოველთვის ამბობს, და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გულწრფელია, რომ მას სურს ადამიანური დანაკარგების მინიმიზაცია“, – განაცხადა პუტინმა.ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორდღიანი ვიზიტით ინდოეთში ჩავიდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ხვდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პუტინის პირველი ვიზიტია ინდოეთში.

თოვლის და ლიპყინულის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.„საავტომობილო გზის კმ1-კმ33  (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები