დასანანია, როცა სახალხო დამცველის მოადგილე ასეთი ფორმით აკეთებს განცხადებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მგონია, რომ ცოტა მეტი თავშეკავება მართებს ადამიანს, როდესაც წარმოადგენს ისეთ მნიშვნელოვან უწყებას, როგორიცაა სახალხო დამცველის აპარატი“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
„შემაშფოთებელია ნებისმიერი ტიპის ძალადობა და მათ შორის ფიზიკური“, – ასე შეაფასა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ რამდენიმე დღის წინ ქარელში, „მთავარი არხის“ ოპერატორის დაშავების ფაქტი.