ხუთშაბათი, იანვარი 23, 2025

მიხეილ სარჯველაძე – ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს, რათა ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები საკუთარ ხსნას და პროგრესს ამ ქვეყნის წარუმატებლობაში ხედავენ, არარსებულ დარღვევებს თხზავენ და იგონებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანი მიაყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კომენტარი სთხოვეს ავსტრიის კანცლერის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.

სარჯველაძის თქმით, ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ.

„მთელი მსოფლიო ძალიან მაღალი დონის ავტორიტეტული წყაროებიდან ინფორმაციას იღებს იმის შესახებ, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და არავითარ დარღვევას ადგილი არ აქვს. საფინანსო სექტორი სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაფასა, გუშინ ავსტრიის კანცლერმა გააკეთა განცხადება. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები საკუთარ ხსნას და პროგრესს ამ ქვეყნის წარუმატებლობაში ხედავენ, როცა ამ ქვეყანას ექნება პრობლემები, მათ შორის რეპუტაციული თვალსაზრისით. ამიტომ ისინი არარსებულ დარღვევებს თხზავენ და იგონებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ეს არის ამ ქვეყნის ინტერესების მტრობა მაშინ, როცა არავის მიზეზი არ აქვს, რომ ქვეყანას სანქციების გვერდით ავლა დააბრალოს. რა თქმა უნდა, ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს იმისთვის, რომ ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

PHOTO: „მელანიას ვულოცავ ქორწინების 20 წლის იუბილეს“ – რა ფოტოს აქვეყნებს დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქორწინების 20 წლის იუბილეს მეუღლეს საჯარო პოსტით ულოცავს. „მელანიას ვულოცავ 20 წლის იუბილეს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

სლოვენიაში, ქვანახშირის საბადოში სამი მაღაროელი დაიღუპა

სლოვენიაში, ქვანახშირის საბადოში სამი მაღაროელი დაიღუპა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ველენიეში მაღაროს დატბორვის შედეგად მოხდა. საბადოს დირექტორის თქმით, დაღუპულთა ოჯახის წევრები ფინანსურ და ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ. ქალაქ ველენიეს მერის ინფორმაციით, 24 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ველენიეში ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2003 წელს მოხდა, როდესაც ორი მაღაროელი დაიღუპა.

შალვა პაპუაშვილი – აბსურდია, როცა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან,...

აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, რას ნიშნავს ეროვნული ინტერესები. „აქამდე, სამწუხაროდ, იყო მცდელობები ფარისევლური მზრუნველობის გამოჩენის, რაც სინამდვილეში გულისხმობდა სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევას. ერთია, როდესაც დიდი ქვეყნები არიან ამით დაკავებული, მაგრამ ესტონეთის ხელისუფლების დონემდე როდესაც დავიდა ეს ყველაფერი, რომ ბოლოს აღმოჩნდა, თურმე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს პრეტენზიები, ჩამოვიდეს და ქვეყანა თავის ჭკუაზე უნდა დაალაგოს, ეს ის ეტაპია, ზუსტად იმ ფსევდო ლიბერალურ ღირებულებებთან, სადაც მივიდა, საბოლო ჯამში, სამყაროს გარკვეული ნაწილი, რომ იმის იქით უკვე აბსურდი იყო. რა თქმა უნდა, აბსურდია, როდესაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და ფიქრობს, რომ მის ჭკუაზე უნდა დალაგდეს ქართველი ხალხის ცხოვრება. ასეთ აბსურდზე რომ მივიდნენ, მაშინ უკვე საბოლოოდ გამოჩნდა, რომ შეუძლებელია ასეთი სახით საუბარი ქვეყნებს შორის ნორმალური ურთიერთობის. აქედან გამომდინარე ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სუვერენიტეტი, რომელიც საქართველომ მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და სისხლით, ასე ადვილად არ დაუთმობს პოსტსაბჭოთა ლიდერებს. გუშინაც ვისმენდით ევროპარლამენტში, გორბაჩოვის თანამებრძოლი ადამიანები, ბალტიის ქვეყნებიდან რუსული აქცენტით ქართველებს გველაპარაკებიან, რას ნიშნავს რუსეთი, ეროვნული ინტერესები. ამას ქართველი ხალხი რომ არ მიიღებს და ირონიით უყურებს, მგონი, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მოძრაობა 8 საათით შეიზღუდება – გაფრთხილება მძღოლებს

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 23 იანვარს, 00:00-დან 08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი – დღემდე მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმა, რომელიმე ელჩს, უცხოელ აქტორს, „ენჯეოს“ ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ, რომ არ შეიძლება მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა

დღემდე მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმა, იმ ადამიანების შევარდნის კადრებიც ხომ ვნახეთ, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, რომელიმე ელჩს, უცხოელ აქტორს, „ენჯეოს“ ერთი სიტყვა მაინც უნდა ეთქვათ, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს სხვა არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არის ზეწოლა. „მთელი ეს პერიოდი, ერთი მომენტი რომ გავიხსენოთ, დღემდე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიდის თავდასხმა. ხომ ვნახეთ. იმ ადამიანების შევარდნის კადრებიც ხომ ვნახეთ, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ არიან. ვნახეთ რომელიმე ელჩი, რომელიმე უცხოელი აქტორი, რომელიმე „ენჯეო“, საერთოდ ვინმე, ვინც მედიის სფეროშია, რომ ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ საყვედურისა, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა. ეს ხომ სხვა არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ზეწოლაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ხომ ვნახეთ, პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, როგორ შეარჩიეს თავადვე, ვინ უნდა გახდეს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, ვინ უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ამა თუ იმ გადაცემის წამყვანი. 21-ე საუკუნეში სააკაშვილის რეჟიმგამოვლილ ქვეყანას კიდევ ერთხელ გვაყურებინებენ და ამაში გვარწმუნებენ, რომ ეს არის მოდერნიზაცია, ეს არის დემოკრატია“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

ბოლო სიახლეები