მიხეილ სარჯველაძე – ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს, რათა ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ

Read Time:51 Second

სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები საკუთარ ხსნას და პროგრესს ამ ქვეყნის წარუმატებლობაში ხედავენ, არარსებულ დარღვევებს თხზავენ და იგონებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანი მიაყენონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძეს კომენტარი სთხოვეს ავსტრიის კანცლერის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.

სარჯველაძის თქმით, ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ.

„მთელი მსოფლიო ძალიან მაღალი დონის ავტორიტეტული წყაროებიდან ინფორმაციას იღებს იმის შესახებ, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს და არავითარ დარღვევას ადგილი არ აქვს. საფინანსო სექტორი სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაფასა, გუშინ ავსტრიის კანცლერმა გააკეთა განცხადება. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები საკუთარ ხსნას და პროგრესს ამ ქვეყნის წარუმატებლობაში ხედავენ, როცა ამ ქვეყანას ექნება პრობლემები, მათ შორის რეპუტაციული თვალსაზრისით. ამიტომ ისინი არარსებულ დარღვევებს თხზავენ და იგონებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანი მიაყენონ. ეს არის ამ ქვეყნის ინტერესების მტრობა მაშინ, როცა არავის მიზეზი არ აქვს, რომ ქვეყანას სანქციების გვერდით ავლა დააბრალოს. რა თქმა უნდა, ავსტრიის კანცლერის განცხადება იყო სილის გაწნა მათთვის, ვინც ტყუილ ამბებს იგონებს იმისთვის, რომ ხელისუფლების გასალანძღად სახელმწიფოს ლანძღვა გამოიყენონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა ბურჭულაძე: არ უნდა დავუშვათ, რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი მოვკლათ, ეს მერე შეიძლება ჩვევაში გადაგვივიდეს
Next post შალვა ხაჭაპურიძე სააკაშვილზა: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ ეს ადამიანი სასჯელს ვერ იხდის