შაბათი, ოქტომბერი 3, 2026

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა მე არ დავიკარგები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლომდე დაბრუნდება. ამის შესახებ მან რუსულ გამოცემა „მედუზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, მას ნიდერლანდებში ბინადრობის მოწმობა აქვს და ის ხშირად მოგზაურობს ევროპის ქვეყნებში.

„მე ვმოგზაურობ ევროპაში – მუდამ გადავაადგილდები ბრიუსელს, მიუნხენს, ამსტერდამს ვარშავასა და ტერნეზენს შორის, ეს ჩემი ცოლის ქალაქია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ერთ ადგილზე მშვიდი ევროპული ცხოვრება მისთვის მოსაწყენია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინიდან გაძევების შემდეგ ის ვარშავაში მხოლოდ ერთი დღით გაჩერდა.

„როდესაც პოლონეთში ჩავედი, პოლონელებმა ფორმალურად მკითხეს: ხომ არ ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარას. ჩემი პასუხი იყო – არა. მე პოლონეთის ტერიტორიაზე 15 დღით დარჩენა შემეძლო, თუმცა მე ეგრევე გადავედი ჰოლანდიაში და იქ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მივიღე, რომელიც მე ევროკავშირში გადაადგილებისა და მუშაობის უფლებას მაძლევს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის განმარტებით, ვინაიდან მისი მეუღლე ჰოლანდიელია, მას ნიდერლანდებში ოფიციალური სტატუსის მიღება პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის გარეშე შეუძლია.

„მე არსად არ მინდა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა. მე აქ ვიმყოფები ლეგალურად, როგორც მოქალაქის ოჯახის წევრი. ჩამოსვლისთანავე, ნახევარ საათში მე ბინადრობის მოწმობა გადმომცეს. ეს მე მაძლევს უფლებას, მაგალითად, გავხსნა ანგარიში ბანკში, რადგან მე არც ერთი საბანკო ანგარიში არ დამრჩა. მე შემიძლია გადაადგილება, შემიძლია მქონდეს ლეგალური სამსახური. მაგალითად, უკვე მაქვს ლექციების წაკითხვისა და ფულის გამომუშავების შეთავაზებები“, -აღნიშნა სააკაშვილმა.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მას ქვეყანაში შესვლა სამი წლით აუკრძალა, თუმცა აცხადებს, რომ უკრაინაში წელსვე დაბრუნდება.

„მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკვე წელს დავბრუნდები უკრაინაში. არ ვფიქრობ, რომ ისინი დიდ ხანს გაძლებენ. ადამიანები, რომლებიც ასეთ ისტერიკაშია, დიდ ხანს გაძლება არ შეუძლიათ, უკრაინული ხასიათის, უკრაინელი ხალხის თავისუფლების სიყვარულის, ცვლილებებისკენ სწრაფვის გათვალისწინებით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ამას გარდა, ინტერვიუში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახი დროის ნახევარს – ნიდერლანდებში, ნახევარს კი საქართველოში ატარებს.

ჟურნალისტი პოლიტიკოსის შემოსავლითაც დაინტერესდა.

„მე მაქვს რამდენიმე ათასი დოლარი. ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა ნორმალური ჰოლანდიური შემოსავალი აქვს. საწყის ეტაპზე ეს სავსებით საკმარისი იქნება. შემდეგ კი მე არ დავიკარგები“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის პარტიის შემოსავალზე დამოკიდებული არ იქნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით

მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარია, ყველამ უნდა იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას.„რაც შეეხება სუვერენიტეტს, ერის ერთიანობას და გახლეჩვას, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაც სურს, ჩართული იყოს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებში, საკუთარი ქმედებები, მოქმედებები ააგოს სიმართლეზე. შეიძლება, არსებობდეს ცდუნება პოლიტიკური ინტერესების მქონე ადამიანებში, თქვან ტყუილი იმისათვის, რომ უკეთესად დააჯერონ საზოგადოება რაღაცაში, შეიძლება, ასეთი რამე სცადონ. მთავარი, რაც იწვევს გახლეჩვას ჩვენს საზოგადოებაში, არის უამრავი სიცრუე, რომელსაც ავრცელებს საქართველოში ე.წ. ოპოზიცია ბევრ თემასთან დაკავშირებით. უამრავი ტყუილი ვრცელდება და ეს უამრავი ტყუილი, სიცრუე, რასაც გამუდმებით თესავენ, სწორედ ეს არის ის, რაც იწვევს საზოგადოების გახლეჩვას. ეს არის მთლიანად გარედან თავსმოხვეული. ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი. მე ხშირად ვიხსენებ ხოლმე რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ათწუთიან ვიდეომიმართვას, რომელიც მან ჩაწერა მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რასაც ჰყვება სლოვაკეთთან დაკავშირებით, რას უკეთებენ სლოვაკეთს და სლოვაკურ საზოგადოებას გარე ძალები, როგორ ახვევენ თავს სიძულვილს და ა.შ, ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში.რაც შეეხება საზოგადოების გახლეჩვას, აქ მთავარია, ყველამ იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით, საზოგადოებას ელაპარაკოს სიმართლით და სცადოს არა სიძულვილის დათესვა, არამედ ისეთი ურთიერთობების წახალისება, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთიანობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ

TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ძალიან გაზრდილია ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, 2020 წლის შემდეგ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა შვიდჯერ არის გაზრდილი, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.„რაც შეეხება TRIPP-ის მარშრუტს, რაც არის ალტერნატიული მარშრუტი, ჩვენ კონკურენტად ამას არ განვიხილავთ. მათ შორის ერთი მარტივი მიზეზის გამო – არის ძალიან გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ TRIPP-ის მარშრუტს ან რაიმე სხვა მარშრუტს შეუძლია რაიმე არსებითი პრობლემა შეუქმნას ტრადიციულ მარშრუტებს, რომელიც გადის საქართველოზე. მათ შორის ეს ეხება ანაკლიას. ანაკლიის მიმართ დაინტერესება არის ძალიან დიდი და ეს დაინტერესებაც მეტყველებს თავისთავად იმაზე, რომ კონკურენტი ანაკლიის მარშრუტს და საქართველოს მარშრუტს არ ჰყავს.ზოგადად, 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთბრუნვა, რასაც სჭირდება ახალ-ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის ანაკლიის პორტის განვითარება, ეს არის, ფოთის პორტის პოტენციური გაფართოება, ეს არის საავიაციო ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო მგზავრების გადაყვანის კუთხით, არამედ ტვირთების გადაზიდვის კუთხითაც. ავტობანები, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები – ჩვენი გეგმის მიხედვით, 2031 წელს უკვე ყველა ავტობანი, ყველა ჩქაროსნული მაგისტრალი უნდა იყოს აშენებული. 2030-შიც შეიძლება ყველას აშენება, ერთი მონაკვეთი შეიძლება დარჩეს 2031 წლისთვის. ასევე რკინიგზის შემდგომ მოდერნიზაციაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რის საფუძველზეც გაიზრდება როგორც მატარებლების მოძრაობის ტემპი, ასევე ზოგადად ტვირთბრუნვა გაიზრდება რკინიგზის მეშვეობით“, – განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური გეგმები, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის შემდგომ ზრდას საქართველოს გავლით.„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ TRIPP-ი არ არის კონკურენტი ჩვენი მარშრუტისთვის. იქნება რეალურად შემავსებელი იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომელიც დღეს შუა დერეფანში ფიქსირდება. ჩვენ მთავარია, რომ ბოლომდე მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც გვაქვს დაკავშირებადობის კუთხით დღეს დასახული“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება

გარეჯის საკითხზე ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად მეგობრულ რეჟიმში დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ეს პრობლემა დაგვხვდა მემკვიდრეობით და დამძიმდა წინა ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას მეგობრული ურთიერთობები აქვს როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან.„რაც შეეხება გარეჯის საკითხს, ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად მეგობრულ რეჟიმში დემარკაცია-დელიმიტაციაზე, ეს პრობლემა დაგვხვდა მემკვიდრეობით და დამძიმდა წინა ხელისუფლების პირობებში ეს მდგომარეობა იმის გამო, რომ სათანადო რუკები რაც იყო, იმ რუკებით არ ხელმძღვანელობდნენ და გახსოვთ, ამ ყველაფერს რაც მოჰყვა. ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმში. ზუსტად ეს არის სუვერენული სახელმწიფოს პოზიცია და არა ის, რაც მოხდა თავის დროზე როდესაც 1938 წლის რუკები გადამალეს. ეს იყო ზუსტად არასუვერენული ხელისუფლების მოქმედება. რაც შეეხება სუვერენულ ხელისუფლებას, სუვერენული ხელისუფლება მოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკა ეგაძე ტურნირის „თრიალეთის თასი“ გამარჯვებულია

ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 93,80 ქულა, თავისუფალ პროგრამაში კი 168,85 დაიმსახურა; ორი პროგრამის ჯამში მან 262,65 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

პატარა ევა ბუთიაშვილი სელინ დიონის ვიდეოში გამოჩნდა – მსოფლიო ვარსკვლავმა ქართველი გოგონას კადრები გააზიარა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრები პატარა ევა ბუთიაშვილი, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა ვირუსული, ამჯერად სელინ დიონის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.მსოფლიო ვარსკვლავმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა სახალისო კადრთან ერთად ევას ცნობილი ვიდეოც მოხვდა. კადრებში პატარა გოგონა ბაბუასთან ერთად ცეკვავს და პოზირებს, სელინ დიონი კი მის მოძრაობებს აჰყვა და მასთან ერთად ცეკვავს.„ძალიან მიყვარხართ!“ - ისმის ვიდეოში ევას შეძახილი.სელინ დიონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ევას დედამაც გააზიარა საკუთარ Story-ში.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კახეთში მცხოვრები პატარა გოგონას ვიდეო უცხოელი ვარსკვლავის ყურადღებას იქცევს. ცოტა ხნის წინ, იგივე კადრები ცნობილმა თურქმა მსახიობმა დემეთ ოზდემირმაც გააზიარა.„ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“, - დაწერა მსახიობმა ევას ვიდეოზე.პატარა ევა ბუთიაშვილი სოციალურ ქსელებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს - მის ვიდეოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ეხმაურება.

ბოლო სიახლეები