პარასკევი, ივლისი 4, 2025

მიხეილ სააკაშვილი – ამდენი წელი უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ამბობენ, ვინ და სად მოვკალი, გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი

ტყუილია, რომ ექიმებზე და კონსილიუმზე ვამბობ უარს, ჩვენ უკვე სამი კვირაა, ველოდებით ევროკავშირის კონსილიუმს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ჩემთან არ უშვებს,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში.

„კლინიკის ენდოკრინოლოგს ჩვეულებრივად ვემუშავები და მას ჩემთან პრეტენზიები არ აქვს“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

როგორც ის აცხადებს, ეჭვი არავის ეპარება, რომ სამართლიანობას ვერ იპოვის.

„ამდენი წელი მათ უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი. გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი. სწორედ ამიტომ მიწოდებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმარს. ამ ბანდის შიზოფრენიამ უკვე უმაღლეს წერტილს მიაღწია და, მგონი, არავის ეპარება ეჭვი, რომ მე ვერ ვიპოვი სამართლიანობას.

ერთადერთი, ვინც ჩემს დროს ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს ასობით, იყვნენ ის რუსი ინტერვენტები, რომელთაც 2008 წელს გადმოკვეთეს ჩვენი საზღვარი. სწორედ ამათ ხოცვაზე საუბრობს ბოლომდე რუსი პრემიერი. სწორედ განადგურებული მომხვდურების ჭირისუფალ მთავრობასთან გვაქვს საქმე.

ამათ დაიწყეს ჩემი აბსურდული ბრალდებებით მათი მმართველობა და ამთავრებენ იგივეთი“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი ახალი პარტიის შესახებ გამოკითხვას ატარებს – „დამოუკიდებლობის დღე იდეალური დროა იმის გასაგებად, გსურთ თუ არა დამოუკიდებლობა ორპარტიული სისტემისგან“

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, მილიარდერმა ილონ მასკი აშშ-ში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში გამოკითხვას ატარებს.„დამოუკიდებლობის დღე იდეალური დროა იმის გასაგებად, გსურთ თუ არა დამოუკიდებლობა ორპარტიული (ზოგი იტყვის ერთპარტიული) სისტემისგან! უნდა შევქმნათ თუ არა „ამერიკის პარტია?“, – წერს სოციალურ ქსელში ილონ მასკი.გამოკითხვაში ამ დროისთვის 346 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მასკის კითხვაზე ხმის მიცემა 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. 

გიორგი ბუტიკაშვილი – პოლიტიკოსები პრინციპული პოლიტიკის გამო ციხეში წავიდნენ, ამ პარლამენტს და ე.წ. კომისიას არ აღიარებდნენ, რატომ ჰგონიათ, რომ ამ პარლამენტის არჩეულ პრეზიდენტს აღიარებენ

პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, პრინციპული პოლიტიკა ჰქონოდათ და ციხეში წავიდნენ, რადგან ამ პარლამენტს და ე.წ. კომისიას არ აღიარებდნენ, რატომ ჰგონიათ, რომ ამ პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს აღიარებენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი სანთლით დაეძებს ლეგიტიმურად აღიარონ როგორც პრეზიდენტი, რადგან არავინ აღიარებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.„ყაველაშვილი დადის და სანთლით დაეძებს ლეგიტიმურად აღიარონ როგორც პრეზიდენტი, არავინ არ აღიარებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არჩევნების თემა ლეგიტიმაციის მოპოვებისთვის რაღაცა საკითხად აქცია, რომელსაც ცხადია არავინ არ აღიარებს. პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, პრინციპული პოლიტიკა ჰქონოდათ და ციხეში წავიდნენ, რადგან პარლამენტს არ აღიარებდნენ და არ აღიარებდნენ იმ ე.წ. კომისიას, რატომ ჰგონია, რომ ამ პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს აღიარებენ. სასაცილოს ნუ იხდის თავს. ჯერ ისედაც სასაცილო ადამიანია, ნუ აცინებს ხალხს, ივანიშვილის რეჟიმის ბუტაფორია თუ არის, ბუტაფორიად ბოლომდე დარჩეს“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებილი გამოსცემს შეწყალების აქტს.

მარიამ ქვრივიშვილი – პრემიერმა კერძო სექტორს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმები, ვიმსჯელეთ საერთო სამუშაო პროცესებზე, რომ ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის წარმოამდგენლებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემდგომი გეგმები, მათ შორის, დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.ქვრივიშვილის შეფასებით, შეხვედრა ნაყოფიერი იყო, იმსჯელეს საერთო სამუშაო პროცესზეც.„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან სექტორებს. პრემიერ-მინისტრმა მათ გააცნო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შემდგომი გეგმები, ხედვები, ისევე, როგორც მსხვილი ინფრასტრუქტურული გეგმური პროექტები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ და ექნებათ ჩვენი ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების გზაზე.ამავდროულად, ჩვენ ვიმსჯელეთ საერთო სამუშაო პროცესებზე, რომ ჩვენ ვიქნებით და ვართ ღია კერძო სექტორთან თანამშრომლობის, კომუნიკაციის კუთხით. დარწმუნებული ვართ, საერთო ძალისხმევით, ერთობლივად შევძლებთ, ახალ პროექტებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებილი გამოსცემს შეწყალების აქტს.ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტ ყაველაშვილის განცხადებაში.„ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე“, – აღნიშნულია ყაველაშვილის განცხადებაში.

მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო

მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელიც ჭიათურაში მე-16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას „მაღაროელი“ ავრცელებს.მათივე ცნობით, მირზა ლოლაძემ მეორე დღეა მშრალი შიმშილობა დაიწყო.ცნობისთვის, მირზა ლოლაძესთან ერთად, მშრალ შიმშილობაზეა ტარიელ მაქაცაძეც, რომელიც ასევე, 16 დღეა შიმშილობს. ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა. გარდა ამისა, მაღაროელები ღირსეულ შრომის პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ.

ბოლო სიახლეები