მიხეილ სააკაშვილი – ამდენი წელი უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ამბობენ, ვინ და სად მოვკალი, გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი

Read Time:45 Second

ტყუილია, რომ ექიმებზე და კონსილიუმზე ვამბობ უარს, ჩვენ უკვე სამი კვირაა, ველოდებით ევროკავშირის კონსილიუმს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ჩემთან არ უშვებს,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში.

„კლინიკის ენდოკრინოლოგს ჩვეულებრივად ვემუშავები და მას ჩემთან პრეტენზიები არ აქვს“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

როგორც ის აცხადებს, ეჭვი არავის ეპარება, რომ სამართლიანობას ვერ იპოვის.

„ამდენი წელი მათ უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი. გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი. სწორედ ამიტომ მიწოდებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმარს. ამ ბანდის შიზოფრენიამ უკვე უმაღლეს წერტილს მიაღწია და, მგონი, არავის ეპარება ეჭვი, რომ მე ვერ ვიპოვი სამართლიანობას.

ერთადერთი, ვინც ჩემს დროს ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს ასობით, იყვნენ ის რუსი ინტერვენტები, რომელთაც 2008 წელს გადმოკვეთეს ჩვენი საზღვარი. სწორედ ამათ ხოცვაზე საუბრობს ბოლომდე რუსი პრემიერი. სწორედ განადგურებული მომხვდურების ჭირისუფალ მთავრობასთან გვაქვს საქმე.

ამათ დაიწყეს ჩემი აბსურდული ბრალდებებით მათი მმართველობა და ამთავრებენ იგივეთი“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
Next post დილამშვიდობისაო❤️მე პატარა ლუკა ჭოხო ვარ… გუშინ გავქრისტიანდი, კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა-ნატო გელაშვილი