შაბათი, ოქტომბერი 3, 2026

მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს არ მუშაობს – ირაკლი ღარიბაშვილი

მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია, მაგრამ ეს არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„მინდა გითხრათ, რომ მართლაც მეუხერხულება ამ საკითხებზე საუბარი – საზოგადოებამ, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ეს არის მიზანმიმართული კამპანია ჩემ წინააღმდეგ, რომ რამენაირად მოახდინონ ჩემი სახელისა და ზოგადად ჩემი ოჯახის დისკრედიტაცია. ეს არახალია. იცით, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირა თქვენმა ხელისუფლებამ და რომ არ მოგვეგო მაშინ, ამ კაცს მოკლავდნენ, მე ციხეში დამიჭერდნენ. იცით, პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღეებიდან რამხელა აღვირახსნილი კამპანია წარმოებს ჩემ წინააღმდეგ – ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა. ასევე იცით, რომ რაღაც პერიოდი აღარ ვიყავი პოლიტიკაში და მაშინაც გაგრძელდა ეს კამპანია. დავბრუნდი პოლიტიკაში, და გაგრძელდა, რა თქმა უნდა. აღარ ვარ პრემიერ-მინისტრი და აგრძელებთ ამ კამპანიას, მაგრამ ერთი რამ ვერ გაიგეთ თქვენ – რომ არ მუშაობს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი. ასე რომ, ყველაზე კითხვაზე არის გაცემული პასუხი. თუ დამატებით რაიმე კითხვები არსებობს, ამას ჩემი ოჯახის ადვოკატი გასცემს პასუხს და, რა თქმა უნდა, თქვენ მოგიწევთ პასუხის გაცემა სასამართლოში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნიკა ეგაძე ტურნირის „თრიალეთის თასი“ გამარჯვებულია

ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 93,80 ქულა, თავისუფალ პროგრამაში კი 168,85 დაიმსახურა; ორი პროგრამის ჯამში მან 262,65 ქულა მოაგროვა და ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

პატარა ევა ბუთიაშვილი სელინ დიონის ვიდეოში გამოჩნდა – მსოფლიო ვარსკვლავმა ქართველი გოგონას კადრები გააზიარა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრები პატარა ევა ბუთიაშვილი, რომლის ვიდეოებიც სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა ვირუსული, ამჯერად სელინ დიონის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.მსოფლიო ვარსკვლავმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სხვადასხვა სახალისო კადრთან ერთად ევას ცნობილი ვიდეოც მოხვდა. კადრებში პატარა გოგონა ბაბუასთან ერთად ცეკვავს და პოზირებს, სელინ დიონი კი მის მოძრაობებს აჰყვა და მასთან ერთად ცეკვავს.„ძალიან მიყვარხართ!“ - ისმის ვიდეოში ევას შეძახილი.სელინ დიონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ევას დედამაც გააზიარა საკუთარ Story-ში.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კახეთში მცხოვრები პატარა გოგონას ვიდეო უცხოელი ვარსკვლავის ყურადღებას იქცევს. ცოტა ხნის წინ, იგივე კადრები ცნობილმა თურქმა მსახიობმა დემეთ ოზდემირმაც გააზიარა.„ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ“, - დაწერა მსახიობმა ევას ვიდეოზე.პატარა ევა ბუთიაშვილი სოციალურ ქსელებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს - მის ვიდეოებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით ადამიანი ეხმაურება.

„ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში“ – ხვიჩა კვარაცხელია უნგრეთთან დაპირისპირებაზე

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის მესამე ტურში, ბუდაპეშტის "პუშკაშ არენაზე" უნგრეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველ ოქტომბერს ეროვნულმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ "პუშკაშ არენაზე" გამართა.შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ."სასიამოვნოა აქ დაბრუნება, იმიტომ, რომ კარგად მახსენდება ეს სტადიონი. რთულ გარემოს ველოდებით, ვიცით, რამდენად კარგი გულშემატკივრობა იციან უნგრეთში. ჯგუფში თითქმის თითოეულ გუნდს აქვს შანსი, რომ გავიდეს პირველ ადგილზე, მეორეზე. ვფიქრობ, ჩვენ მზად ვართ, იდეალური გარემოა გუნდში და ვეცდებით, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ მოედანზე და გავაკეთოთ ის, რაც გვინდა," - აღნიშნა კვარაცხელიამ.

ბათუმის აეროპორტში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,ბათუმის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 745 გრამი) აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 128 142 ლარი შეადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

გიორგი კახიანი – ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო, დაახლოებით ასეა ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ

ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო. დაახლოებით ასე არის ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც IRI-ს კვლევის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.მისივე თქმით, ოპოზიციის რეიტინგი თითქმის განულებულია მათი მავნებლური საქმიანობიდან გამომდინარე.„ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო. დაახლოებით ასე არის ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ, ამ ყველაფერს უმალავენ საზოგადოებას. ფაქტია, რომ კვლევა ჩატარებულია ცოტახნის წინ, ეს კვლევა ფაქტია ასახავს იმ მდგომარეობას, რაც არსებობს დღეს პოლიტიკურ ველზე.კვლევაში ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 14 წლიანი მმართველობა აქვს „ქართულ ოცნებას“, ბუნებრივია ხელისუფლებისადმი ნდობა შემცირდეს, მაგრამ პირიქით, ხდება, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ და კიდევ უფრო იზრდება. ამას მარტივი ახსნა აქვს, ამ ურთულეს პერიოდში ემხრობა და საზოგადოება მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ვხედავთ ოპოზიციის რეიტინგი თითქმის განულებულია, ესეც მათი მავნებელი საქმიანობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კახიანმა.

ბოლო სიახლეები