ხუთშაბათი, მაისი 28, 2026

მთავარი პროკურორი ნარკოპოლიტიკის შეცვლის მომხრეა

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების მომხრეა.

“სასჯელები განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსში და, რა თქმა უნდა, პროკურატურა ვერ გაცდება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სანქციებს. ჩვენ ვმოქმედებთ ამ კანონის ფარგლებში და ყველა სანქცია, რასაც სასამართლო იყენებს გამომდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსიდან. ჩემი პირადი აზრია, რონ არის გარკვეული სამართლებრივი საკითხები, რომელიც საჭიროებს დახვეწას, ეს ეხება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს, გარკვეულ ქმედებებს, სანქციებს და ამ მიმართულევით მიმდინარეობს ინტენსიური საკანონმდებლო მუშაობა. ამ პროცესში ჩართულია საქართველოს პროკურატურაც და ჩვენ ვფიწრობთ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმა საჭირო”, – განაცხადა შოთაძემ.

5 მარტს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარკო რუბიო – კუბა დიდ პრობლემებშია, რადგან, მათთვის სამწუხაროდ, ქვეყანას არაკომპეტენტური კომუნისტების ჯგუფი მართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით „კუბას პრობლემები აქვს“, რადგან ქვეყანას „არაკომპეტენტური კომუნისტები“ მართავენ.როგორც რუბიომ აღნიშნა, შეერთებული შტატებიდან 90 მილის დაშორებით „არშემდგარი“ სახელმწიფოს არსებობა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს აშშ კუბასთან მიმართებაში.„კუბა დიდ პრობლემებშია, რადგან, მათთვის სამწუხაროდ, ქვეყანას არაკომპეტენტური კომუნისტების ჯგუფი მართავს. კომუნისტობა ცუდია. არაკომპეტენტური კომუნისტობა კი ყველაზე უარესია. ქვეყანა პრაქტიკულად ხელში ჩაიგდო კომპანიამ სახელად GAESA, რომელიც ეკონომიკის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებს. ამ კომპანიის ფულიდან არაფერი მიდის კუბელი ხალხის დასახმარებლად. საერთოდ არაფერი. ამიტომ მათთან ამ თემაზე ვისაუბრებთ. ამ საკითხზე ვიმუშავებთ. ჩვენ გვინდა, რომ კუბელი ხალხისთვის კარგი შედეგი დადგეს და იმედი მაქვს, ასეც იქნება. ეს აუცილებელია, რადგან ქვეყანა ჩვენი სანაპიროდან მხოლოდ 90 მილით (144 კმ-ით) არის დაშორებული, და ჩვენი სანაპიროდან 90 მილში არშემდგარი სახელმწიფოს არსებობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 30 აგვისტოს, თბილისში, ბრალდებულმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ავტომობილი შეაჯახა ქვეითად მოძრავ ორ პირს, რის შემდეგაც ავტომობილიდან გადმოვიდა და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა მათ. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მეორე პირის გადარჩენა მოხერხდა.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ირანის ელჩი: უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წლების წინ სამი ფუნდამენტური პრინციპი გამოკვეთა: „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. დღეს, როდესაც მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ, ამ...

„დღეს, თბილისის ჯუმა მეჩეთში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მსურდა, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის — მუსლიმური ქვეყნის — ელჩს, გამეზიარებინა ერთი მნიშვნელოვანი აზრი: ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას''-წერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი მოჯანი  და ფოტეობს გვიზიარებს.,,დღეს, თბილისის ჯუმა მეჩეთში, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მსურდა, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის — მუსლიმური ქვეყნის — ელჩს, გამეზიარებინა ერთი მნიშვნელოვანი აზრი: ჩვენი და თქვენი ხედვა სამყაროს ფილოსოფიასა და ადამიანის ადგილსა და როლზე ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წლების წინ სამი ფუნდამენტური პრინციპი გამოკვეთა: „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. დღეს, როდესაც მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ, ამ სიტყვებს ჩვენთვის კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა ენიჭება. ისლამურ ტრადიციაში, ყურბან-ბაირამამდე ერთი დღით ადრე, მუსლიმები იკრიბებიან ადგილზე, რომელსაც „არაფატი“ ჰქვია — სიტყვა, რომელიც შემეცნებასა და საკუთარი თავის შეცნობას უკავშირდება. შიიტური ისლამის პირველ იმამს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი: „ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, ის ღმერთსაც შეიცნობს.“ სწორედ აქ უახლოვდება ერთმანეთს ისლამური აზროვნება და მართლმადიდებლური ქრისტიანული მსოფლმხედველობა — იქ, სადაც ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, ღმერთის, სამშობლოსა და საზოგადოების შეცნობაზე. ამ თვალსაზრისით, მჯერა, რომ ისლამი და მართლმადიდებლობა სხვა მრავალ ტრადიციაზე მეტად არიან ერთმანეთთან ახლოს ადამიანის და ღმერთის ღრმა ურთიერთობის გაგებაში — ურთიერთობისა, რომელიც ეფუძნება რწმენას, პასუხისმგებლობას, ზნეობასა და ადამიანურ ღირსებას. ასევე გულწრფელი მადლობა გადავუხადე საქართველოს პრეზიდენტს მუსლიმური თემის მეჩეთში სტუმრობისა და ისლამურ სამყაროსთან დიალოგისთვის. დღევანდელ მსოფლიოში ამ ნაბიჯს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე უბრალოდ ოფიციალურ ვიზიტს — ეს არის ურთიერთპატივისცემის, თანაცხოვრებისა და ცივილიზაციათა დიალოგის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ურთიერთობა ისლამურ და მართლმადიდებლურ სამყაროს შორის მხოლოდ თეოლოგიური დისკუსიებითა და სასულიერო წრეებით არ შემოიფარგლოს, არამედ გადაიქცეს ცოცხალ კავშირად ხალხებს, ოჯახებსა და პიროვნებებს შორის — რადგან მშვიდობიანი მომავალი სწორედ ადამიანების მიერ ერთმანეთის შეცნობით შენდება-''წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

„ევროაქტივი“ – უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი „კლასტერის“ გახსნის შესახებ წინადადებას ევროკომისია 16 ივნისს წარადგენს

ევროკომისია 16 ივნისს წარადგენს წინადადებას უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი „კლასტერის“ გახსნის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, კომისია აღნიშნულ წინადადებას ბრიუსელში, გენერალურ საქმეთა საბჭოში ევროპელი მინისტრების შეხვედრაზე წარადგენს. ამავე ცნობით, ეს განრიგი საშუალებას მისცემს ევროკავშირის ლიდერებს, რომ ორი დღის შემდეგ ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში დაამტკიცონ ეს ნაბიჯი.როგორც გამოცემა წერს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ზუსტი პირობები ჯერ შეთანხმებული არ არის.ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ექვს ე.წ. კლასტერად იყოფა. მოლაპარაკებების თითოეული „კლასტერის“ გახსნას კი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. პირველი „კლასტერი“ მოლაპარაკებების დასაწყისში იხსნება, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე ბოლოს იხურება.როგორც გამოცემა იუწყება, დანარჩენი „კლასტერები“ უკრაინისა და მოლდოვისთვის, სავარაუდოდ, ივლისში გაიხსნება.

დონალდ ტრამპი – სანქციების შემსუბუქება არ მოხდება, ირანი მაღალგამდიდრებულ ურანს დათმობს, თუმცა არა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ

ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთავრობის კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მცდელობის მიუხედავად, ირანი ჯერ ვერ ახერხებს შეთანხმების დადებას და ამით ვაშინგტონი უკმაყოფილოა.„ჯერჯერობით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ჩვენ ამით კმაყოფილები არ ვართ, მაგრამ მაინც ვიქნებით კმაყოფილი ან უბრალოდ სამუშაოს დასრულება მოგვიწევს“, – განაცხადა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის მომლაპარაკებელ გუნდს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ აშშ-ისთვის სასურველი შეთანხმება დადოს.ტრამპის თქმით, ირანი სანქციების შემსუბუქებას ვერ მიიღებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგს დათმობს.„სანქციების შემსუბუქება არ მოხდება. ისინი თავიანთ მაღალგამდიდრებულ ურანს დათმობენ, თუმცა არა სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბოლო სიახლეები