სამშაბათი, ივლისი 28, 2026

მთავარი პროკურორი ნარკოპოლიტიკის შეცვლის მომხრეა

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების მომხრეა.

“სასჯელები განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსში და, რა თქმა უნდა, პროკურატურა ვერ გაცდება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სანქციებს. ჩვენ ვმოქმედებთ ამ კანონის ფარგლებში და ყველა სანქცია, რასაც სასამართლო იყენებს გამომდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსიდან. ჩემი პირადი აზრია, რონ არის გარკვეული სამართლებრივი საკითხები, რომელიც საჭიროებს დახვეწას, ეს ეხება ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს, გარკვეულ ქმედებებს, სანქციებს და ამ მიმართულევით მიმდინარეობს ინტენსიური საკანონმდებლო მუშაობა. ამ პროცესში ჩართულია საქართველოს პროკურატურაც და ჩვენ ვფიწრობთ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმა საჭირო”, – განაცხადა შოთაძემ.

5 მარტს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი გასული წლის 27 დეკემბერს დაუჭირა. თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ცნობილია, რომ უმრავლესობის ნაწილი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

2017 წლის 26 ივლისს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია იგეგმება. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ლინდსი გრემს ომი უყვარდა, ხუმრობით ვამბობ, თუმცა ამაში სასაცილო არაფერია, მას არასდროს უნახავს ომი, რომელიც არ მოსწონებია

ლინდსი გრემს ომი უყვარდა. ხუმრობით ვამბობ, თუმცა ამაში სასაცილო არაფერია, მაგრამ მას არასდროს უნახავს ომი, რომელიც არ მოსწონებია. ის ამ საკითხით ძალიან იყო გატაცებული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა.მისივე თქმით, ეს „კარგი მიზეზების“ გამო ხდებოდა.ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ბოლო პერიოდში გრემი ირანთან შეთანხმების მომხრე იყო და აღნიშნავდა, რომ შეთანხმების დადებისთვის კარგი დრო იყო.„ლინდსის შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესოა – ირანის საკითხზე ის, როგორც იტყვიან, ყოველთვის ძალიან მკაცრი პოზიციის იყო,  მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პოზიცია შეიცვალა. ფიქრობდა, რომ შეთანხმების მიღწევა თუ შესაძლებელია, ამ შემთხვევაში გარიგების დადება უკეთესია, ვიდრე ქვეყნის დარჩენილი ნაწილის უბრალოდ განადგურება“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ლინდსი გრემს უფრო „მებრძოლი“ და ხისტი პოზიცია ჰქონდა და ის მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა.ამასთან, ტრამპმა გრემს უწოდა „დიდი პოლიტიკოსი“, რომელსაც „ადამიანების გაერთიანება შეეძლო“.„ჩვენი ურთიერთობა ცოტა რთულად დაიწყო, მაგრამ შემდეგ ის სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. საბოლოოდ, ეს მართლაც შესანიშნავ მეგობრობაში გადაიზარდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.მისივე თქმით, პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გრემი მას ჯარის გაძლიერებაში ეხმარებოდა.

ირანში ორი მომიტინგე საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

ირანში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ წელს მასშტაბურ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობაში, - ინფორმაციას CNN-ი ადამიანის უფლებათა დამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, აბოლფაზლ სეფაჰი ბაჯანი და ამირჰოსეინ საფარი ჰოსეინაბადი სიკვდილით გამთენიისას, ალი ხანის მოედანზე დასაჯეს.ორივე მამაკაცი იმ 14 ადამიანს შორის იყო, რომლებსაც სიკვდილით დასჯა დემონსტრაციებთან დაკავშირებულ საქმეზე მიესაჯათ.ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეებს ბრალი დასდო „უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენებაში, საზოგადოებრივი ქონების დაზიანებასა და მოკლულთა ცხედრების დაწვაში“.

ფასები განახლდა – კვარაცხელია ძვირად ღირებულთა პირველ ათეულშია

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ Transfermarkt-მა ფეხბურთელების ფასები განაახლა. საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება, რომელსაც მუნდიალზე მონაწილეობა არ მიუღია, ისევ 140 მილიონი ევროა.პირველი ათეული ასე გამოიყურება1-2. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) - 220 მლნ1-2. ლამინ იამალი (ბარსელონა) – 220 მლნ3. კილიან მბაპე (რეალი) – 200 მლნ4. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 170 მლნ5. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 160 მლნ6. პედრი (ბარსელონა) – 150 მლნ7-10. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) – 140 მლნ7−10. ვინისიუსი (რეალი) – 140 მლნ7−10. ვიტინია (პსჟ) – 140 მლნ7−10. ჟოაო ნევეში (პსჟ) – 140 მლნ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტრადიციულად, სამეცნიერო და აკადემიურმა წრეებმა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე აღნიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, 27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და სამეცნიერო მოვლენის მომსწრენი გახდნენ - ღია კოსმოსში სანაოსნოდ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორი გაუშვეს. ამით ქართული საინჟინრო მეცნიერების ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორის გენერალური კონსტრუქტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილია. პროექტი განხორციელდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გასაშლელი რეფლექტორის შექმნაზე, ელგუჯა მეძმარიაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, სტუ-ის მეცნიერთა და ინჟინერთა ჯგუფი მუშაობდა. როგორც უნივერსიტეტში აღნიშნავენ, ეს არ არის მხოლოდ წარსული წარმატება - ეს საყრდენი წერტილია მომავლის საინჟინრო გამოწვევების გადასაჭრელად.დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორის გენერალურ კონსტრუქტორს, მასთან ერთად უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ღირსშესანიშნავი თარიღი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მიულოცა.როგორც რექტორმა აღნიშნა, კოსმოსური ტექნოლოგიები გლობალურად განიხილება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება, რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, მასალათმცოდნეობას, ინოვაციას, ავტომატიკას, კიბერუსაფრთხოებასა და მონაცემთა დამუშავებას. იმ ფაქტმა, რომ საქართველო უკვე 27 წელია, რაც კოსმოსურ ქვეყნებს შორისაა, საფუძველი შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსპექტივისთვის, როგორიცაა: ინოვაციური კვლევითი ცენტრების განვითარება, საინჟინრო განათლების ახალი სტანდარტის დანერგვა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ტექნოლოგიური ინტეგრაცია და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო მისიის შემადგენელი ნაწილია. დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა მეცნიერთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 27 წლის წინ გააკეთეს ხმამაღალი განცხადება იმის შესახებ, რომ შეეძლოთ სივრცითი ტექნოლოგიების მიმართულებით ახალი კვლევები ჩაეტარებინათ და შესაბამისი ცოდნა მომავალი თაობებისთვის გადაეცათ. მსოფლიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებამ აჩვენა, რომ ეროვნული განათლება და მეცნიერება ასევე უნდა იყოს ორიენტირებული სისტემურ ინჟინერიაზე, მექატრონიკაზე, კოსმოსურ ტექნოლოგიებზე და რომ გლობალური ინიციატივები, მათ შორის სატელიტური კომუნიკაციები და რადიოასტრონომია, საქართველოსთვის ქმნის შესაძლებლობას, ჩაერთოს საერთაშორისო პროექტებში. რექტორის თქმით, ამ უდიდესმა მიღწევამ აჩვენა, რომ საქართველოში შესაძლებელია განვითარდეს ახალი ტექნოლოგიური ბიზნესი, რომელიც მოიცავს კოსმოსურ სისტემებს, მიკროსატელიტებს და მონაცემთა ანალიტიკას. სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაწყებული მასშტაბური ექსპერიმენტის - „დიდგაბარიტიანი გასაშლელი რეფლექტორის“ ისტორია დღესაც წარმატებით გრძელდება. აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი, ინჟინრებთან და მეცნიერ-მკვლევრებთან ერთად, სტუ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, კოსმოსურ ნაგებობებსა და სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციებზე მუშაობას წარმატებით აგრძელებს.

შს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

შს მომსახურების სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 12 ივლისს, ქალაქ თელავში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ან დაკარგული სანომრე ნიშნის აღდგენა უფასოდ არის შესაძლებელი.მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული შეღავათით სარგებლობას და სანომრე ნიშნების აღდგენას გეგმავენ, შეუძლიათ 2026 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით მიმართონ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულს“,  - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები