კვირა, მარტი 1, 2026

მეცნიერებმა დიაბეტის კიდევ ხუტი ტიპი აღმოაჩინეს

დიაბეტს შესახლოა არსებული ორის გარდა, კიდევ ხუთი სახეობა ჰქონდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვედი და ფინელი მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა დიაბეტთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავებაში დაეხმარებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დიაბეტს სისხლში გლუკოზის დონის ბალანსის დარღვევა იწვეს. არსებობს ორი სახის დიაბეტი: ტიპი 1 და ტიპი 2, თუმცა შვედი და ფინელი მეცნიერები მესამე სახის დიაბეტის არსებობაზეც მიუთითებენ, რომელიც არც თუ ისე მარტივი სამკურნალოა.

მეცნიერებმა დიაბეტით დაავადებული 14 775 ადამიანის ორგანიზმი შეისწავლეს და მათი სისხლის დეტალური ანალიზი ჩაატარეს. კვლევის რეზულტატებმა სპეციალისტებს მისცეს იმის ფიქრის საბაბი, რომ დაავადება კიდევ ხუთ სხვადასხვა ტიპს მოიცავს.

I ჯგუფი – მძიმე აუტოიმუნური დიაბეტი. არსებითად შეესაბამება დიაბეტის პირველ ტიპს. მეცნიერების აზრით, ეს დაავადება იწყება ახალგაზრდობაში, ის ცუდ მეტაბოლურ პროცესებს უკავშირდება, რაც ინსულინის წარმოების დარღვევით არის განპირობებული.

II ჯგუფი – ინსულინის მძიმე დეფიციტი. დიაბეტის ეს ტიპიც არსებული, ცნობილი პირველი ჯგუფის დაავადებას ჰგავს. ესეც ახალგაზრდობაში იწყება. პაციენტებში აღინიშნება ინსულინის გამომუშავების დაბალი დონე, თუმცა ამ შემთხვევაში წონის მატება არ იწყება. მეცნიერების თქმით, ამ ტიპის დიაბეტის დროს იმუნური სისტემა არაფერ შუაშია.

III ჯგუფი – მწვავე ინსულინის რეზისტენტული დიაბეტი, რომელიც ხასიათდება სიმსუქნისა და მძიმე ინსულინის რეზისტენტობით.

IV ჯგუფი – სიმსუქნის გამომწვევი დიაბეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში პაცინეტების უმრავლესობაში მეტაბოლიზმი უფრო დაბალანსებულია, ვიდრე დიაბეტის მესამე ჯგუფით დაავადებულთა შემთხვევაში.

V ჯგუფი – მსუბუქი ასაკობრივი დიაბეტი, რომლითაც უფრო ასაკოვანი ადამიანები არიან დაავადებულნი. მათი სიმპტომები შედარებით მსუბუქ ფორმებში გამოიხატება.

სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეთერმეტე ადამიანი მსოფლიოში დიაბეტით არის დაავადებული. დიაბეტს შეუძლია გამოიწვიოს ინსულტი, ინფარქტი, თირკლმის ფუნქციის მოშლა, სიბრმავე და ფეხის ამპუტაცია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ისრაელის ქალაქ ბეით შემეშში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნას რვა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 28 პირი

ისრაელის ქალაქ ბეით შემეშში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ Times of Israel ავრცელებს ინფორმაციას.მედიის ცნობით, რაკეტა საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა, რამაც საზოგადოებრივი თავშესაფარი და მიმდებარე სახლები მნიშვნელოვნად დააზიანა.გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – დონალდ ტრამპმა ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობით ძალიან საშიში წითელი ხაზი გადაკვეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობით „ძალიან საშიში წითელი ხაზი“ გადაკვეთა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხატიბზადემ „სიენენის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, ხამენეის მკვლელობაზე რეაგირებას მსოფლიოს მრავალი შიიტი მოახდენს.„რა თქმა უნდა, რელიგიური ასპექტიდან გამომდინარე, ის დიდი რელიგიური ლიდერი იყო, ამიტომ რეგიონში და მთელ მსოფლიოში ბევრი შიიტი ამაზე რეაგირებას მოახდენს და ეს ძალიან აშკარაა, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან საშიში წითელი ხაზი გადაკვეთა“, – განაცხადა საიდ ხატიბზადემ.„ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვუპასუხოთ“, – აღნიშნავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.ამასთან, მისივე თქმით, ირანს კომუნიკაცია ჰქონდა სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან, რათა მათ დაეხურათ აშშ-ის ბაზები, რომლებსაც თეირანი საფრთხედ მიიჩნევს.„ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვქონდა: ან დაეხურათ ის ამერიკული ბაზები, რომლებიც მუდმივად ემუქრებიან ირანს და მუდმივად ირანის შეურაცხყოფისთვის იყენებენ, ან უბრალოდ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ ვუპასუხოთ“, – განაცხადა საიდ ხატიბზადემ.მისივე განცხადებით, „ირანს ამერიკის მიწამდე მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ სხვა გზა არ აქვს გარდა იმისა, რომ აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ბაზას შეუტიოს“.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ-სა და ისრაელის ქმედებები საერთაშორისო სამართალს და ურთიერთობების ძირითად ნორმებს არღვევს – ვგმობთ სუვერენული ლიდერის აშკარა მკვლელობას და რეჟიმის...

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, აშშ-ისრაელის თავდასხმა ირანზე მიუღებელია და სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყდეს.მისი თქმით, ჩინეთი გმობს „სუვერენული ლიდერის აშკარა მკვლელობას და რეჟიმის შეცვლის წაქეზებას“.ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, პეკინი ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ „ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება შესაძლოა სახიფათო უფსკრულში აღმოჩნდეს“.საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის და ისრაელის ქმედებები „არღვევს საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმებს“. მისი თქმით, ჩინეთის პოზიციაა სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდება.

ილჰამ ალიევმა ირანელ კოლეგას, მასუდ ფეზეშქიანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირანელ კოლეგას მასუდ ფეზეშქიანს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ღრმად დამწუხრებული ვართ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა სეიდ ალი ხამენეის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ამ მძიმე დანაკარგთან დაკავშირებით, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას თქვენს, გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობარი ირანელი ხალხის მიმართ და მოთმინებასა და გამძლეობას გისურვებთ.აიათოლა სეიდ ალი ხამენეი მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ირანის სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრებაში, განსაკუთრებული ადგილი ეკავა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ და რელიგიურ ცხოვრებაში. მისი სიკვდილი დიდი დანაკარგია ირანისთვის. ამ რთულ დღეს, მეგობარ და მოძმე ირანელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია ალიევის წერილში.

ანტონიუ გუტერეში – ვწუხვარ, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება

ვწუხვარ, რომ დიპლომატიის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.„ამერიკისა და ისრაელის მხრიდან თავდასხმები აშშ-სა და ირანს შორის ომანის შუამავლობით გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ განხორციელდა. მზადება მიმდინარეობდა მომავალ კვირას ვენაში დაგეგმილი ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის, რასაც პოლიტიკური მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მოჰყვებოდა. ძალიან ვწუხვარ, რომ დიპლომატიის ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება. მოგიწოდებთ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დეესკალაციისკენ. ალტერნატივა არის პოტენციურად უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, რაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“, – განაცხადა გუტერეშმა.

ბოლო სიახლეები