მეცნიერებმა დიაბეტის კიდევ ხუტი ტიპი აღმოაჩინეს

Read Time:1 Minute, 8 Second

დიაბეტს შესახლოა არსებული ორის გარდა, კიდევ ხუთი სახეობა ჰქონდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ შვედი და ფინელი მეცნიერები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა დიაბეტთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავებაში დაეხმარებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დიაბეტს სისხლში გლუკოზის დონის ბალანსის დარღვევა იწვეს. არსებობს ორი სახის დიაბეტი: ტიპი 1 და ტიპი 2, თუმცა შვედი და ფინელი მეცნიერები მესამე სახის დიაბეტის არსებობაზეც მიუთითებენ, რომელიც არც თუ ისე მარტივი სამკურნალოა.

მეცნიერებმა დიაბეტით დაავადებული 14 775 ადამიანის ორგანიზმი შეისწავლეს და მათი სისხლის დეტალური ანალიზი ჩაატარეს. კვლევის რეზულტატებმა სპეციალისტებს მისცეს იმის ფიქრის საბაბი, რომ დაავადება კიდევ ხუთ სხვადასხვა ტიპს მოიცავს.

I ჯგუფი – მძიმე აუტოიმუნური დიაბეტი. არსებითად შეესაბამება დიაბეტის პირველ ტიპს. მეცნიერების აზრით, ეს დაავადება იწყება ახალგაზრდობაში, ის ცუდ მეტაბოლურ პროცესებს უკავშირდება, რაც ინსულინის წარმოების დარღვევით არის განპირობებული.

II ჯგუფი – ინსულინის მძიმე დეფიციტი. დიაბეტის ეს ტიპიც არსებული, ცნობილი პირველი ჯგუფის დაავადებას ჰგავს. ესეც ახალგაზრდობაში იწყება. პაციენტებში აღინიშნება ინსულინის გამომუშავების დაბალი დონე, თუმცა ამ შემთხვევაში წონის მატება არ იწყება. მეცნიერების თქმით, ამ ტიპის დიაბეტის დროს იმუნური სისტემა არაფერ შუაშია.

III ჯგუფი – მწვავე ინსულინის რეზისტენტული დიაბეტი, რომელიც ხასიათდება სიმსუქნისა და მძიმე ინსულინის რეზისტენტობით.

IV ჯგუფი – სიმსუქნის გამომწვევი დიაბეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში პაცინეტების უმრავლესობაში მეტაბოლიზმი უფრო დაბალანსებულია, ვიდრე დიაბეტის მესამე ჯგუფით დაავადებულთა შემთხვევაში.

V ჯგუფი – მსუბუქი ასაკობრივი დიაბეტი, რომლითაც უფრო ასაკოვანი ადამიანები არიან დაავადებულნი. მათი სიმპტომები შედარებით მსუბუქ ფორმებში გამოიხატება.

სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეთერმეტე ადამიანი მსოფლიოში დიაბეტით არის დაავადებული. დიაბეტს შეუძლია გამოიწვიოს ინსულტი, ინფარქტი, თირკლმის ფუნქციის მოშლა, სიბრმავე და ფეხის ამპუტაცია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა ფაქტორები უშლის ბავშვს ხელს, გახდეს ლიდერი
Next post ლანჩხუთი-აცანის გზაზე მეწყერი ჩამოწვა