ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

მეტეხის ხიდთან მდინარეში ისევ მანქანა გადავარდა – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

მეტეხის ხიდთან მდინარეში ისევ მანქანა გადავარდა.

მაშველებმა მტკვრიდან მანქანა უკვე ამოიყვანეს.

მათივე ცნობით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ცოცხალია და ის კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობის“ ფარგლებში, პროფესორ გიორგი ჭეიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - „ქართული თვითმყოფადობა“, ფარგლებში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა საჯარო ლექცია - „საქართველო IV-VI საუკუნეებში, ქრისტიანობასა და მაზდეანობას შორის“, გამართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნიივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორები, „Logos - ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრთან“ ერთად, არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი და ქრისტიანული კვლევების ლაბორატორია.საჯარო ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის ცენტრის თავმჯდომარე მეუფე დანიელი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის” მთავარი რედაქტორი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მამუკა გიორგაძე, სტუდენტები და მოწვეული პირები. როგორც სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს საპატრიაქროს ერთობლივი პროექტი - „ქართული თვითმყოფადობა“ ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის შემეცნება-გაანალიზებას ისახავს მიზნად.„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, ეს მორიგი შეხვედრაა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სასულიერო პირთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მონაწილეობით. პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, შეახსენებს ისტორიის იმ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს, რომელთაც განსაზღვრეს ეროვნული ფასეულობები. პროფესორი გიორგი ჭეიშვილი აუდიტორიის წინაშე წარსდგა მნიშვნელოვანი საჯარო ლექციით, რომელმაც მსმენელების დიდი ინტერესი გამოიწვია. საუკუნეების წინ, ისევე როგორც დღეს, საქართველოს მუდმივად უწევს არჩევანის გაკეთება უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ჩვენი დიდი წინაპრების გადაწყვეტილებებს შესწავლა, გაანალიზება, შეჯერება და თანამედროვეობისთვის მისაღები ფორმების მიცემა სჭირდება - უნივერსიტეტში გამართული მსჯელობა სწორედ ამის მაგალითია. ძალიან გვახარებს ჩვენი ახალგაზრდობის ასეთი აქტიურობა და დაინტერესება“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ.სტუ-ის ინფორმაციით, საჯარო ლექციის დასასრულს, პროფესორმა გიორგი ჭეიშვილმა აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა და დაინტერესებულ პირებს საქართველოში IV-VI საუკუნეებში განვითარებულ მოვლენებზე არაერთი დამატებითი ცნობა მიაწოდა.ინფორმაციისთვის, 2026 წელს საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, მეცნიერთა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით, შემუშავდა სამწლიანი კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა - „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც 2024 წლის მაისიდან ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, საზოგადოების ჩართულობით, გაანალიზოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრეს საქართველოს უნიკალური კულტურა და ფასეულობები. ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართით: logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

გია ბარამიძე – ბიბლიოთეკის ასაშენებლად მიხეილ სააკაშვილმა ღვიძლ ბებიას სახლი დაუნგრია, თვითონ კი, თბილისში სახლი არ აქვს, ერთი აქვს ყვარელში

ბიბლიოთეკის ასაშენებლად მიხეილ სააკაშვილმა ღვიძლ ბებიას სახლი დაუნგრია. თვითონ თბილისში სახლი არ აქვს, ერთი აქვს ყვარელში, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გია ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.როგორც ბარამიძემ აღნიშნა, სააკაშვილს სახლი ეღირსა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა.„ეს ნაძირლები, კრიმინალები ცდილობდნენ პრეზიდენტ სააკაშვილის სახელი გაესვარათ და ლაპარაკობდნენ, რომ მან ფული მოიპარა, სახლში წაიღო, საბანკო ანგარიშებზე მოახდინა აკუმულირება და რაღაც სხვა მიზნით გამოიყენა, ხან 7 მილიარდს იძახდნენ, ხან 9-ს, ხან 17-ს, რას არ მიედ-მოედებოდნენ. ბუნებრივია, რაც არ მომხდარა, რას აღმოაჩენდნენ. პრეზიდენტ სააკაშვილს მართლა პრეზიდენტობის დატოვების შემდეგ თითზე გადასახვევი არ გაუტანია და არ წაუღია. მან ისიც კი გააკეთა, რომ ბიბლიოთეკის ასაშენებლად ღვიძლ ბებიას სახლი დაუნგრია და თვითონ თბილისში სახლი არ აქვს, ერთი აქვს ყვარელში. სახლი ეღირსა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. იქ მუშაობდა და აქვს უკრაინაში სახლი. ეს არის და ეს. ეს ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

4 დაღუპული და 2 დაშავებული – ოდესის პორტის მიმართულებით რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა ისროლა

4 დაღუპული და 2 დაშავებული - ოდესის პორტის მიმართულებით რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა ისროლა. დაიწვა ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი. მსხვერპლია კრივი რიჰშიც.ბალისტიკურმა რაკეტამ გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. მედიის ინფორმაციით, კურსკში მყოფი უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიას ტოვებენ. რუსული ძალები ანგრევენ ხიდებს ქალაქ სუჯაშიც, რომ 10 000-მდე უკრაინელ სამხედროს ტერიტორიაზე გადმოსვლის გზა აღარ დარჩეს.

გია ვოლსკი – სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა იყო ძველი თუ ახალი „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მხრიდან, ახლა კი, ზემოდან მიღებული აქვთ ინსტრუქცია, რომ ზურაბიშვილი ლიდერად აღიარონ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ძველი თუ ახალი „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს მიღებული აქვთ ინსტრუქცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიდერად აღიარონ.მისივე თქმით, ზურაბიშვილმა ლიდერის პოზიცია კარგად შეიფერა და გამოაცხადა, რომ მისი ქოლგის ქვეშ შეგროვდება ყველა, ვინც ადრე მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა და რუსეთის აგენტს უწოდებდა. გია ვოლსკი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილით მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.„სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა იყო ძველი, თუ ახალი „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მხრიდან. მათგან ყველაზე რბილი იყო სააკაშვილის შეფასება, რომელმაც „წუნკალი დედაკაცი“ უწოდა. წარმოიდგინეთ, მასზე ასეთი რამ თქვეს და ახლა ზემოდან მიღებული აქვთ ინსტრუქცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ლიდერად აღიარონ. შეუქმნეს ქარტია, რომლის მიხედვითაც, არჩევნები უნდა ჩატარდეს ისე, რომ ამაში „ქართული ოცნება“ და არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ იღებდეს მონაწილეობას, გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებიც უცხოეთიდან ჩამოვიდოდნენ. ასეთი იდეა ჰქონდათ და ამ იდეას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ლიდერის პოზიცია კარგად შეიფერა და გამოაცხადა, რომ იგი ქოლგას გაშლის და ამ ქოლგის ქვეშ შეგროვდება ყველა, ვინც გუშინ მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა, რუსეთის აგენტს უწოდებდა, ისინიც, ვინც სხვა ადამიანები დაჩაგრეს და სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. მან ზურგი შეაქცია იმ ადამიანებს, რომლებმაც ის პრეზიდენტად მოიყვანეს, აირჩიეს. სალომე ზურაბიშვილით მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც მცდელობებია. ან ერთი რად ღირს, ვის ჯგუფშიც გაერთიანდა, ამ სისხლიანი და თაღლითი ადამიანების გუნდში, თავად რად ღირს, ან მისი სიტყვა? ეს არის ადამიანი, რომელიც თითქოს იბრძოდა, თითქოს მას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, გალანძღეს და დღეს თავისი ფუფალას ქოლგით გამოჭენებულია პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს რად ღირს საერთოდ? სააკაშვილი დღეს სულიერად უნდა იყოს გადანაცვლებული სალომე ზურაბიშვილში. ეს არის იდეა და ამას რამდენად შეასრულებენ, რასაკვირველია, დიდი კითხვის ქვეშაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკი – სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა კი არა, 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ...

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა კი არა, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა, როცა რუსები დააკმაყოფილა და ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, როგორ შეიძლება, ქვეყანას ბოროტი ადამიანი განაგებდეს, რომელსაც ტყუილების გარდა ძალუძს, რომ მეორე ადამიანს ჯანმრთელობა წაართვას, ღირსება შეულახოს და სიცოცხლე წაართვას.„რას ჰქვია, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა არ ჩააბარა. არ ჩააბარა კი არა, ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია იმის გამო, რომ სააკაშვილმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა, საკუთარი ინტერესები ამჯობინა, როცა რუსები დააკმაყოფილა და ხელსაყრელი რეგიონები დაიპყრეს, ხოლო დასავლეთში რუსეთთან მებრძოლ გმირად გამოჩნდა, რომელსაც წითელი ხალიჩა დაიმსახურა, სასახლე აიშენა, პოლიტიკური მმართველობა სრულად გადააბარა და ადმინისტრაციული მმართველობა დაიტოვა – ვისაც უნდა აღაზევებდა, რა თანხაც უნდოდა, დახარჯავდა კოსმეტიკისთვის, ტანით დახატული სურათისთვის, კბილების მასაჟისთვის. უამრავი ისეთი თემები აქვს, რაც წარმოუდგენია, თანამედროვე მსოფლიოში არსებობდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, საქმე ცხრა მილიონში არ არის, საქმეა იმ გარყვინელებაშია, რასაც ქვეყნის ფეხქვეშ გაგდება, ადამიანების წამება და ხარჯები ქვია.„ეს ის ხარჯებია, რაც დათვლილია და რაც ვიცით. როგორ შეიძლება, პრეზიდენტს ბოტოქსებისთვის, დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის ასეთი ხარჯები გაეწია? უშველებელი ხარჯები ოჯახისთვის გასწია. ამ საქმეს „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს, თუმცა ეს პროპაგანდისტულია, რადგან მხოლოდ პიჯაკები არ არის, საათებიც არის, მოგზაურობაც, დროს ტარებაც და უშველებელი რესურსი, რაც დახურულია – გახდომაში, კოსმეტიკაში, ბოტოქსებში, საჩუქრებში, მზარეულებში. ეს ხარჯები დაკავშირებული არ ყოფილა იმასთან, რომ პრეზიდენტი იყოს ჯანმრთელი, ჯანსაღი, კარგად ჩაცმული. ეს იყო ფუფუნებასთან დაკავშირებული ხარჯები. არაერთი მაგალითია ევროპაში, ისრაელში, როცა ქვეყნის ლიდერები საბიუჯეტო თანხების ფლანგვაზე პასუხს აგებენ. ეს არის მართვა და იდეა, ტიპაჟი, როგორ მართავდა ქვეყანას. ის ლაპარაკობს, თითქოს, საქართველო გადაარჩინა და რუსეთს თბილისისკენ ჰქონდა სიარული გადაწყვეტილი და მათ წინ სააკაშვილი გადაუდგა, ღრუბელ-ღრუბელ იფრინა და რუსეთის არმიის აგრესია შეაკავა. ეს მოგონილია. როგორ შეიძლება, ქვეყანას ბოროტი ადამიანი განაგებდეს, რომელსაც ტყუილების გარდა ძალუძს, რომ მეორე ადამიანს ჯანმრთელობა წაართვას, ღირსება შეულახოს და სიცოცხლე წაართვას. მისი ბოროტების ეს ნაწილი იმ ხარჯებშიც არის გამოხატული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.განაჩენის გამოცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მედიას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი გააცნო, რომელშიც ნათქვამია, რომ „რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი. ნება დამპყრობლის პირდაპირ აღსრულდა და ეს არის მათი პასუხი იმაზე, რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის, რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო. მას შემდეგ, რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს, საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის. ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული. ვერ დაგვაშინებენ, ძალა ერთობაშია“.

ბოლო სიახლეები