ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025

მდინარაძე ალასანიას განცხადებაზე: მათ გულში და ტვინში აქვთ დაპირისპირება, ხალხის დახოცვა და საბედნიეროდ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ

„ისინი წლებია და შეიძლება ითქვას, ათწლეულებიც კია ყოფენ და ხლეჩენ საქართველოს. გაერთიანებული საქართველო ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მათ ვერ წარმოუდგენიათ და ამიტომ არის, ისინი საუბრობენ იმას, რაც გულში და ტვინში აქვთ და გულში და ტვინში მათ აქვთ გახლეჩა, დაპირისპირება, ხალხის დახოცვა და საბედნიეროდ მათ აღარავინ ანდობს ხელისუფლებას საამისოდ, რომ კიდევ მეტად გახლიჩონ და დააპირისპირონ საზოგადოება ერთმანეთთან“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი  განცხადებით, ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. მისივე თქმით, ერთადერთი გზა არის მშვიდობა და განვითარება, რომელიც შერიგებასთან და გაერთიანებასთან მიგვიყვანს. „ისინი ძალიან ხშირად დეზინფორმაციას უწოდებენ ხოლმე იმას, რომ ვიღაცები ომისკენ არ მოგვიწოდებდნენო, საერთოდ ასეთი ნარატივი არ არსებულაო, ვინ თქვაო ესო. ავიწყდებათ უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების პირდაპირი მოწოდებები, მათი პირდაპირი და ირიბი მოწოდებები, მაგრამ ამავე დროს თავად წამოსცდებათ ისეთი რაღაც, ან შეგნებულად აკეთებენ ამას, შეიძლება არც კი წამოსცდებათ, რომ ომისკენ მოწოდებები ისევ ახლად დგება ხოლმე განახლებულად დღის წესრიგში. ეს მათი ნარატივია. იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე, ან იმიტომ აკეთებენ ამას სპეციალურად, რომ ეს არის მათი ნარატივი. ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. ხან უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ხან ჩვენი თანამემამულეები ოღონდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ახლა თემურ ალასანიამ პირდაპირ თქვა, კრებსითად მოახერხა იმის თქმა, რაც უნდათ წელიწად ნახევარია. საქართველო ისეთ შეცდომებს თავისი დების და ძმების წინაშე რაც დაუშვა, აღარასდროს დაუშვებს იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს. მხოლოდ ტერიტორიებს კი არა, ერთმანეთს და ჩვენი მესიჯი ურყევი და ამ გზას ვერავინ გადაუვა, მკაფიო არის ის, რომ ჩვენი ხალხი ერთმანეთს დაიბრუნებს მშვიდობით, შერიგებით, პატიებით და არა სხვა ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გზა- მშვიდობა და განვითარება, რომელიც შერიგებასთან და გაერთიანებასთან მიგვიყვანს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ იციან, სააკაშვილი იქ გადავიდა, სადაც მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს, კარგ ხასიათსა და ჯანზე იყო, არა მხოლოდ საქართველოს მსოფლიო პოლიტიკას...

„ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კარგად იციან, რომ სააკაშვილი იქ გადავიდა, სადაც მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს, საჯაროდ ვხედავდით, კარგ ხასიათსა და ჯანზე იყო, არა მხოლოდ საქართველოს მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, გადაყვანის გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო.„ანი წითლიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთი საპყრობილიდან მეორე საპყრობილეში გადაყვანა მოხდა ანუ, არაფერი არ შეცლილაო. მათაც კარგად იციან, რომ სააკაშვილი იქ გადავიდა, სადაც მსჯავრდებული სასჯელს უნდა იხდიდეს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. საჯაროდ ვხედავდით, რომ კარგ ხასიათსა და ჯანზე იყო. მსოფლიო პოლიტიკას ალაგებდა და არა მხოლოდ საქართველოსას. ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არავისთვის არ იყო, მისივე პარტიის წევრებისთვისაც კი. ის იმ განაჩენით მიკუთვნებული მსჯავრის მოხდას გააგრძელებს, რაც სასამართლოს მიერ აქვს დაკისრებული. აქამდე რატომ არ გადაიყვანეს? ეს კითხვები საზოგადოებაშიც არსებობდა და ჩვენც გვქონდა. როგორც ჩანს, შესაბამისმა დაწესებულებამ, რომელიც კონსულტაციებს გადიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ასე მიიჩნიეს საჭიროდ. ასე ჩაითვალა საჭიროდ სამედიცინო სფეროს კონსულტაციების საფუძველზე და მოხდა ის, რაც წესით, აქამდეც უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ცოტნე ანანიძე: ხელისუფლებას ვინც უწუნებთ ეროვნული ინტერესების დაცვას, „ქართული ოცნების“ მიერ წლების წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო–სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენა მკაცრად შეზღუდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, „იგლ ჰილსის“ 6.5-მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას, სოციალურ ქსელში პასუხობს.მისი თქმით, ვინც ხელისუფლებას ეროვნული ინტერესების დაცვას უწუნებს, უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა მკაცრად შეეზღუდათ.„ინვესტიციასთან მიმართებით ხელისუფლებას ვინც უწუნებთ ეროვნული ინტერესების დაცვას, უნდა გახსოვდეთ „ქართული ოცნების“ მიერ წლების წინ მიღებულმა და დღეს მოქმედმა გადაწყვეტილებამ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო–სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენა მკაცრად შეზღუდა!“, - წერს ანანიძე Facebook-ზე.

გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას ბრალი ოფიციალურად დაუსწრებლად უკვე წარედგინა. პროკურატურამ დაცვის მხარეს გადასცა შესაბამისი მტკიცებულებებიც.ექსპრემიერს ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. მისთვის აღმკვეთის ღონისძიებაზე, ასევე დაუსწრებლად, სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ სისხლის-სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადება პროკურატურამ გუშინ გააკეთა. უწყების ინფორმაციით, საქმე 2019 წლის ივნისის მოვლენებსა და ჩორჩანას ეპიზოდს ეხება."ეს არის პირდაპირი ფორმით შეთითხნილი ბრალი, რომელიც ადასტურებს ერთადერთ გარემოებას - პოლიციის მინისტრს, რომლის უფლებამოსილება იყო საგუშაგოს განთავსება და, მათ შორის, ამ ტერიტორიაზე კონკრეტული პატრულირება, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კონკრეტული ფუნქცია - ამას ედავება ზუსტად იგივე ფორმით, რა ფორმითაც ამას აკეთებდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და, სამწუხაროდ, დღეს უკვე ქართული პროკურატურა. ეს არის ბრალდება, რომელიც პასუხგაუცემელი, რა თქმა უნდა, არ დარჩება," - განაცხადა გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს გივი წულეისკირსა და „სფერო ინვესტის“ დირექტორს გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს გივი წულეისკირს და „სფერო ინვესტის“ დირექტორს გიორგი მურუსიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.აღნიშნულით მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც გივი წულეისკირისა და გიორგი მურუსიძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.როგორც პროკურორმა ნინო კეპულაძემ სხდომაზე აღნიშნა, უკვე მიმალვაში იმყოფება ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მურუსიძე და მის მსგავსად, არსებობს გივი წულეისკირის მხრიდანაც მიმალვის საფრთხე, თუ მას პატიმრობა არ შეეფარდება.მოქალაქეების კუთვნილი 12 მილიონი ლარის თაღლითურად მითვისების საქმეზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო „სფერო ინვესტის“ დირექტორის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო.

დონალდ ტრამპმა მთავრობის ხელახლა გახსნის კანონპროექტს ხელი მოაწერა, რაც ნიშნავს, რომ ე.წ. შათდაუნი დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ე.წ. შათდაუნი ოფიციალურად დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 222 ხმით, 209-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის ექვსი დემოკრატი კონგრესმენი იყო. კანონპროექტი ჯერ სენატმა, შემდეგ კი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, რის შემდეგაც ის აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეცა.დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც 43-დღიანი „შათდაუნის“ დასასრულად იქცა, ასევე შეაჩერებს დონალდ ტრამპის მიერ დაწყებულ მასობრივ გათავისუფლებებს, გზას გაუხსნის ფედერალური თანამშრომლებისთვის ხელფასების რეგულარულ გაცემას, ათობით მილიონი ამერიკელისთვის საკვების შესაძენად დახმარების გაცემას და მთავრობა საქმიანობას დაუბრუნდება.

ბოლო სიახლეები