ორშაბათი, ნოემბერი 24, 2025

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ტურიზმში რუსეთზე დამოკიდებულება მაღალი არაა – ინტერვიუ

საქართველომ აგვისტოში საერთაშორისო ტურიზმიდან 523 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ჯამურად, რვა თვეში კი – $2.1 მილიარდი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის სრულად აღდგა. აღსანიშნია, რომ რვა თვის მონაცემებში რუსეთიდან ტურისტების კონტრიბუცია 467.9 მლნ დოლარია, ბელარუსიდან – $189 მლნ, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი – $215 მლნ.

ტურიზმის აღდგენის დინამიკასა და მდგრადობაზე BMG ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს ესაუბრა.

– რამდენად მდგრადია ტურიზმის აღდგენა იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ვიზიტებში რუსეთი დომინანტია?

– ჩვენი ტურიზმის სტატისტიკა საკმაოდ დივერსიფიცირებული და რიცხვებს რომ ჩავხედოთ, ვერ ვნახავთ ვერცერთ ქვეყანას, რაზეც დიდწილად ვართ დამოკიდებული.

– თუმცა რუსეთი ლიდერია, როგორც რაოდენობრივ ჭრილში, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით…

– ვიზიტორების მიხედვით, დღევანდელ სტატისტიკაში რუსეთის წილი 23%-ია, რაც თავის მხრივ, არ გულისხმობს იმას, რომ დამოკიდებულება მაღალია, მაგრამ წილით მოწინავეა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბაზრებად ჩამოყალიბდა ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები; გამოვყოფდი საუდის არაბეთს; ასევე გერმანიას, საიდანაც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი აღდგენის დინამიკა გვაქვს ევროპული მიმართულებებიდან. ეს ყველაფერი კი, გამომდინარეობს იქიდან, რომ არსებობს სტრატეგია, პოლიტიკა, რომელიც გვაძლევს იმ შედეგებს, რაზეც ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, covid-პანდემიის შემდეგ აღდგენა სპეციფიკურია, რადგან ჩვენი სახმელეთო საზღვრები სრულფასოვნად არ ფუნქციონირებს; ასევე, მოგეხსენებათ, ავიაციას გლობალურად გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველო ტურიზმის აღდგენის დინამიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია. გარდა ამისა, საკმაოდ საინტერესო შედეგი გვაქვს ტურიზმის შემოსავლებში – ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს დადებითი და დამაკმაყოფილებელი ტურისტული ნაკადების აღდგენის დინამიკა ტურიზმში და მეორე მხრივ, ვხედავთ რომ შემოსავლებში გვაქვს ბევრად მაღალი აღდგენის დინამიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ შედარებით ნაკლები რაოდენობის ტურისტი ხარჯავს მეტს და ჩვენი ეკონომიკა იღებს უფრო მეტს.

– ან იქნებ იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი ტურიზმს ნაკლებად ჰგავს – ვგულისხმობ რუსი მიგრანტების ეფექტს. IDFI-ის უახლესი სტატისტიკური დაკვირვებით, რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ერთ თვეზე მეტ ხანს რჩება საქართველოში, რაც ტურიზმად ვერ ჩაითვლება..

– ფიზიკურად ვერ გამოვა ისე, რომ ერთ კონკრეტულ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი დიდი გავლენა და ასე შეცვალოს ტურისტული შემოსავლების სტრუქტურა; მეორე მხრივ, გვაქვს ანალიტიკა, რომელსაც ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში წარვუდგენთ ჩვენს დარგს. ასევე, ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ მასტერქარდთან, საიდანაც ვიღებთ ძალიან საინტერესო ანალიტიკას და იქ ძალიან კარგად ჩანს მარტივი რაღაც – ფაქტობრივად, გაზრდილია ღამის თევების რაოდენობა, გაზრდილია საშუალო დანახარჯი სტრატეგიული სამიზნე ქვეყნებიდან მეტ-ნაკლებად, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ხელთ არსებული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ვივარაუდოთ, რომ ტურიზმის შემოსავლებზე რომელიმე კონკრეტულ ერთ ქვეყანას აქვს ისეთი გავლენა, რომ ეს სტრუქტურა შეეცვალა, თუმცა გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ თითოეულ ტურისტულ ბაზარს თავისი ღირებულება აქვს.

– თქვენ ახსენეთ გერმანია, საიდანაც მაღალია ტურისტული ნაკადების აღდგენის ტემპი, მაგრამ აღსანიშნია, რომ ჯამურ სურათს თუ შევხედავთ, TOP-15 ქვეყანას შორის, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანია და პოლონეთი გვხვდება, თან პოლონეთიდან ვიზიტების ნაკადი ჩამორჩება როგორც შარშანდელ, ისე 2019 წლის ანალოგიურ დონეს. რა არის მიზეზი?

– გერმანია და პოლონეთი ორივე ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა… გერმანიიდან ვიზიტორების ნაკადის აღდგენის ტემპი აიხსნება იმით, რომ შარშან წარმატებით დავხურეთ მოლაპარაკებები. შედეგად, სამი ახალი ავიაკომპანია გვყავს გერმანიიდან შვიდი პირდაპირი მიმართულებით; მართალია, გერმანიიდან ვიზიტორების 100%-იანი აღდგენა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ დამოკიდებულია გლობალურ ავიაციაში არსებულ ვითარებაზე, ვგულისხმობ ტრანზიტული სიხშირეების აღდგენას.

რაც შეეხება პოლონეთს, საიდანაც ვიზიტორების ნაკადი შემცირებულია (აგვისტოში), როგორც ვიცით, ამ ქვეყნიდან ნაკადები ქუთაისის აეროპორტიდან მოდიოდა ანუ პოლონეთიდან ტურისტების შემოყვანაში Wizz Air-ს ჰქონდა ძალიან დიდი წვლილი, ამიტომაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ის, რომ სწრაფად დაგვებრუნებინა პირველი და მეორე ბაზა. Wizz Air-ისთვის, საქართველო, ფაქტობრივად, ერთ-ერთი პირველი მიმართულება იყო, სადაც მათ გადაწყვიტეს ჩვენთან ერთად რისკების აღება და ორი ბაზის დაბრუნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თუ არსებობს გამონაკლისი, ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ორზე მეტი ნათლია შეიძლება იყოს?

სინოდის განჩინების მიხედვით, ნათლობის წესში ცვლილება შევიდა.რამდენი ნათლიის არჩევის უფლება გვაქვს ახალი წესის თანახმად – საკითხი დღესაც განხილვის თემაა.საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საკითხზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად,”რუსთავი 2″ დეკანოზ საბა ჭიკაიძეს დაუკავშირდა.–  რა ცვლილებებია ნათლობის წესში? მიუხედავად იმისა, რომ სინოდის განჩინება 2023 წელს შევიდა ძალაში, დღესაც, ინტერესს იწვევს აღნიშნული საკითხი. კერძოდ, ყველაზე ხშირად კითხვა ისმის იმაზე, თუ რამდენი ნათლია უნდა ჰყავდეს ადამიანს?– სინოდმა ერთ-ერთ საკითხად განიხილა ნათლობის საკითხი, რადგან ძალიან გაუკუღმართებული იყო ეს ყველაფერი, რადგან ჰყავდათ 7, 10, 12 ნათლია და ძალიან არასწორ ფორმებს იღებდა ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ დაბრუნებოდნენ ისევ ძველ ტრადიციებს, ძველი ტრადიციით კი, ნათლია უნდა ყოფილიყო ერთი ადამიანი, მაქსიმუმ კი ორი.ნათლია ეს არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს მოსანათლის მაგივრად. ეს ინსტიტუტი დადგინდა ბავშვობის ნათლობასთან ერთად, იმიტომ, რომ როდესაც ზრდასრული ინათლებოდა, ეს ადამიანი თვითონ იღებდა პასუხისმგებლობას, რასაც ქრისტიანობის მიღება ჰქვია. როდესაც პატარა ინათლება, იმის გამო, რომ ნათლობის მსახურება ითვალისწინებს აღქმების დადებას ღვთის წინაშე, რადგან პატარა ჯერ არ არის იმ ნაწილში, რომ რაღაც პასუხისმგებლობა აიღოს, გაჩნდა მირქმის ინსტიტუტი. მირქმა ძველი ქართული სიტყვაა და ჩახუტებას ნიშნავს, ეს იყო ადამიანი, რომელსაც ჩახუტებული ჰყავდა ბავშვი ნათლობის დროს, სწორედ ის აძლევდა ღმერთს მოსანათლის მაგივრად პირობას, რომ გაიზრდება ღირსეული ქრისტიანი, განეშორება ეშმაკისაგან და შეუდგება ქრისტეს – აღქმების არსი სწორედ ეს არის.ჩემს თაობაში, უმრავლესობას ერთი ნათლია ჰყავდა, მაქსიმუმ ორი. ამჯერადაც დაახლოებით იგივე წესზე გადავედით. როდესაც იყო ბევრი ნათლია, მერე უკვე პასუხიმგებლობა ერთმანეთზე გადაჰქონდათ ხოლმე, ამიტომ, ამ შემთხვევაში, სინოდმა გადაწყვიტა, დაბრუნებოდნენ ისევ ძველ ტრადიციებს და ყოფილიყო ერთი, ან მაქსიმუმ ორი ნათლია.– უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, მაგალითად, ერთი ნათლიის შემთხვევაში რა ხდება, ვინ უნდა იყოს ის, ვგულისხმობ, გოგო თუ ბიჭი.– თუ იქნება ერთი ნათლია, ეს აუცილებლად უნდა იყოს თავისივე (მოსანათლის) სქესის, ხოლო თუ ადამიანს სურს იყოს ორი ნათლია, გადაწყვიტეს ყოფილიყო გოგო და ბიჭი, როგორც მაგალითად სიმბოლურად სულიერი მშობლები.– თუ არსებობს გამონაკლისი, ან რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც ორზე მეტი ნათლია შეიძლება იყოს?– ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ხდება მესამე ნათლიის დაშვება – თუკი არსებობს მესამე, ან შემდეგი შვილი და ასევე, თუკი პატრიარქიც მოიხსენიება ნათლიებში. დანარჩენ შემთხვევაში, მესამე ნათლიის დამატება არ ხდება და ამასთან დაკავშირებით, არანაირი გამონაკლისი არ არსებობს.– ზრდასრულების შემთხვევაში რა ხდება, მათ, ვისაც უკვე თავად შეუძლია ნათლიის არჩევა?– ზრდასრულ ადამიანს, წესით, უნდა ჰყავდეს ერთი ნათლია.– რა ასაკიდან უნდა მოინათლოს ადამიანი? ვიცით, რომ წესით, დაბადებიდან მე-40 დღეს ხდება მონათვლა, თუმცა არსებობს მანამდე და შემდეგ მონათვლის შემთხვებიც.– ბავშვის მონათვლა შეიძლება დაბადებისთანავე, უბრალოდ, მე-40 დღე დადგენილია იმის გამო, რომ 40 დღისთვის უკვე დასრულებული აქვს დედას თავისი განწმენდის წესი და მასაც შეუძლია დაესწროს ნათლობას და წაიკითხოს ლოცვა. ერთადერთი ამის გამო არის დადგენილი მე-40 დღე, თორემ მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი და პირადად მეც, მომინათლავს მაგალითად ახალდაბადებული, იქვე საავადმყოფოში, რომელსაც რაღაც პრობლემა ჰქონია. ასე, რომ არ არის აუცილებელი იყოს მე-40 დღე.– ზოგიერთი ვერ ახერხებს მე-40 დღეს მონათვლას და ნათლობა დიდი ხნის შემდეგ ხდება, ამ ფაქტზე რას გვეტყოდით? – ცუდია, ვინც ვერ ახერხებს 40 დღის შემდეგაც მონათვლას ერთადერთი თვალსაზრისით, ეკლესია რატომ ჩქარობს მონათვლას და საერთოდ, რატომ დადგინდა პატარა, ჩვილობის ასაკში მონათვლა? – რადგანაც იყო ჩვილობაში გარდაცვალების შემთხვევები, იმის გამო, რომ მოუნათლავი არ გარდაცვლილიყო, დაადგინა ეკლესიამ, რომ თავიდანვე მოხდეს მისი ნათლობა. ასევე, ნათლობა უდიდესი საიდუმლოა, ამ დროს ორი საიდუმლო არის ხოლმე – ნათლისღების და მირონცხების, სულ 7 საიდუმლოა ეკლესიის და აქედან ორი – ნათლისღება და მირონცხება ერთდროულად ტარდება.. ამ დროს, ძალიან დიდი მადლი გადმოდის ადამიანზე და მე პირადად მქონია შემთხვევები, როდესაც  ბავშვი ყოფილა ავად, კრიტიკულ მდგომარეობაში, მომინათლია და ის გამოჯანმრთელებულა.ჯანმრთელობის და სულიერი თვალსაზრისითაც, ორივე მხრივ, გამართლებულია, რომ რაც შეიძლება დროულად მოინათლოს ადამიანი. არ არის სასურველი გაიწელოს ეს დრო. ეშმაკს არ სძინავს და ათასი რამ შეიძლება მოხდეს.

„წუხელ სანტი ბასლას მამა დაუხატია“ – ლაშა ბასლანძის ოჯახის ახლობელი პოსტს აქვეყნებს

27 ოქტომბერს, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა.ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელში ლაშას ხშირად იხსენებენ და წერენ, როგორ ენატრებათ.„წუხელ სანტი ბასლას მამა დაუხატია, მიყვარხარ ბაბუუ“, – წერს აკაკი ბასლანძე და სანტის ნახატს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.   

გზების დეპარტამენტი – ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი, თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ, ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ერთი პირი გადაყვანილია...

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი, თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები, მოჰყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ, - ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში. ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას. საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Bloomberg: ევროპა კუთხეშია მომწყვდეული

Bloomberg-ის ცნობით, უკრაინისთვის ევროპული გეგმა შესაძლოა, გადაიწეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემზღუდველი პუნქტის გარეშე. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ევროპული შეფერხების ტაქტიკა აღარ მუშაობს და ზელენსკი სტარმერთან, მერცთან და მაკრონთან ერთად, „მალე მიხვდება, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს ტრამპი უკრაინისთვის ყოველგვარი მხარდაჭერის შეწყვეტას“.გამოცემის წყარო ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ძირითადმა ფიგურებმა გეგმის შესახებ ბოლომდე არ იცოდნენ - დოკუმენტი მკაცრად კონფიდენციალურ ფორმატში შეადგინეს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა და რუსეთის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა, „პრაქტიკულად, ამერიკული აპარატის გვერდის ავლით“.სამხრეთ აფრიკაში გამართულ G20-ის სამიტზე ევროპელებმა პირველად საჯაროდ აღიარეს, რომ „აშშ გვთავაზობს გეგმას, რომელიც რუსეთისთვის სასარგებლოა: რუსეთის ტერიტორიის აღიარება, უკრაინის ნატოდან გასვლა, ფრონტის ხაზის გაყინვა და კიევის, როგორც რეგიონული პროტექტორატის როლის ფაქტობრივი გადაცემა სრულფასოვანი არმიის გარეშე“. ბრიუსელი მოუმზადებელი იყო ვაშინგტონის მიერ დადგენილი ტემპისთვის: პირობების მიღების ბოლო ვადა მომავალ ხუთშაბათს იწურება.„ეს პროექტი მხოლოდ საწყისი წერტილია, რომელიც თითოეული პუნქტის მნიშვნელოვან დახვეწასა და განმარტებას მოითხოვს“, - განაცხადეს ევროპელმა ლიდერებმა, - „ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში გავაგრძელოთ მჭიდრო კოორდინაცია უკრაინასთან და შეერთებულ შტატებთან ევროპის ფუნდამენტური ინტერესების დასაცავად“.ამერიკული დოკუმენტი მოუწოდებს უკრაინული ჯარების გაყვანას დონბასის ნაწილიდან და ასევე, შექმნას დემილიტარიზებული ზონა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის რეგიონად აღიარა. ყირიმი, დონეცკი და ლუგანსკი რუსეთის რეგიონებად არის აღიარებული; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საბრძოლო ხაზები გაყინულია, შეტევის პერსპექტივის გარეშე. არსებითად, ეს არის იმის დასრულება, რაზეც მოსკოვი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა.გამცემა აღნიშნავს, რომ პირველად დიდი ხნის შემდეგ, ზელენსკიმ ერისადმი მიმართვაში ისაუბრა არა ლოზუნგებით, არამედ თითქმის დანებდა და ნათლად მოამზადა საზოგადოება დათმობებისთვის.„ახლა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია“, - თქვა მან. „უკრაინა შესაძლოა ამ წლების განმავლობაში ყველაზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ეროვნული ღირსების შენარჩუნებასა და მთავარი პარტნიორის დაკარგვას შორის, რომელიც სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან გვიჭერდა მხარს“.სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ვაშინგტონმა გეგმა დახურულ კარს მიღმა მოამზადა, რაც ევროპელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.Bloomberg წერს: „აშშ-ის სააგენტოების მთავარმა წარმომადგენლებმა დოკუმენტის შესახებ მხოლოდ ბოლოს შეიტყვეს, ფაქტობრივად, როცა ის მზად იყო. პროექტი შეიმუშავა სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა რუსეთის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან ერთად, ტრადიციული კოორდინაციის მექანიზმების გვერდის ავლით“.ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა, რომელიც ევროკავშირში ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ადამიანთაგანად ითვლება, ვისაც შეუძლია ევროპული წინააღმდეგობები ტრამპს გადასცეს, მკაცრად ისაუბრა.„ეს სამშვიდობო გეგმა, გულწრფელად რომ ვთქვათ, არასრულია და შინაგანად წინააღმდეგობრივი“, - თქვა მან. „წინადადებას ძალიან ბევრი სისუსტე აქვს. ამჟამინდელი სახით, ის ნამდვილად არ დამტკიცდება. ჩვენ არც კი ვიყავით ინფორმირებული განვითარების შესახებ და ეს თავისთავად სერიოზულ კითხვებს ბადებს“.ევროპა გახლეჩილია სახის შენარჩუნების აუცილებლობასა და იმ რეალობას შორის, რომ უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მის გარეშე მიიღება. ვაშინგტონი დემონსტრაციულად ცვლის თავის ფოკუსს: კიევის უპირობო მხარდაჭერის ერა დასრულდა და მომავალი მოგვარების კონტურები სულ უფრო უახლოვდება რუსეთის ხედვას კონფლიქტის შესახებ.

ფოთში ავარიის დროს დაღუპული ბიჭის საცოლე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ფოთში ავარიის დროს დაღუპული 22 წლის თემო პაჭკორიას საცოლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:„ჩემო სიცოცხლე ეს რა გამიკეთე??რატო დამტოვე მარტო  სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ჩემო ანგელოზო“შეგახსენებთ, რომ ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ევეაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა.

ბოლო სიახლეები

დღეს გიორგობაა