ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, ტურიზმის ინდუსტრიის დადებითი ეფექტი თანაბრად გადანაწილდეს ქვეყნის ყველა რეგიონში, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს ტურიზმიდან ეკონომიკური სარგებელი

2024 წლის ორი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 5.6%-ით აჭარბებს 2023  წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებს. იანვარი-ივნისის პერიოდში  2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა – 2023 წელთან შედარებით ზრდა 10%-ია.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია აგრძელებს მდგრად განვითარებას და განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მთავრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკა ასახულია მეორე კვარტლის მონაცემებშიც – 2024 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება როგორც   საერთაშორისო მოგზაურების  (ზრდა 4.2%), ისე საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების კუთხით (ზრდა 9.2%).

„განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების კუთხით, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე განსაკუთრებით გამოკვეთილია გერმანია, საიდანაც დაახლოებით 30 პროცენტზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ლიდერობენ ყურის ქვეყნებიც და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთობლივად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას – აღნიშნული ქვეყნები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანი ტურისტების შემოყვანით, რაც დადებითად აისახება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის პარალელურად, საქართველოს მთავრობა ზრუნავს პირდაპირი ფრენების სტიმულირებაზე, რომ საქართველოს ჰქონდეს  მეტი პირდაპირი ავიარეისი  სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც ისახება ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაზე, ახალი ავიარეისების გახსნაზე, ფრენების მეტი სიხშირეების შესრულებაზე და ეს ყველაფერი გამოხატულია ციფრებში, მგზავრთნაკადის რეკორდულ მაჩვენებლებში  – მიმდინარე წლის  6 თვეში,  საქართველოს აეროპორტები  3 204 833 მგზავრს და 14 127 რეისს მოემსახურა,  2023 წლის იანვარ-ივნისთან მიმართებაში მგზავრთნაკადის ზრდა 30%-ს, ავიარეისების ზრდა კი  33% -ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის ორ კვარტალში 29%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე ხოლო რეისების ოდენობა 20%-თ არის გაზრდილი. მეორე კვარტლის მონაცემებით,  2024 წელს მგზავრთნაკადში 25%-იანი (1,426,499 მგზავრი), რეისების რაოდენობაში კი  31%-იანი  (6,075 რეისი) ზრდა ფიქსირდება.

„საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას, გვაქვს მრავალი მიმდინარე და დაგეგმილი მარკეტინგული კამპანია, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო არეალზე, მოვიზიდოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური და ვუზრუნველვყოთ ტურიზმის ინდუსტრიის დადებითი ეფექტის თანაბრად გადანაწილება ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში, დაბასა თუ სოფელზე იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს ტურიზმიდან ეკონომიკური სარგებელი“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასწავლო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასწავლო ცენტრის უფროსმა არჩილ ქავთარაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, მემორანდუმი მხარეებს შორის სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.დოკუმენტის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ პროფესიული და აკადემიური მიმართულებების განვითარებას, შესაბამისი სფეროს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობების გაფართოებას.თანამშრომლობის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების, ტრენინგების, სემინარებისა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება. მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ სამოქალაქო უსაფრთხოების, საგანგებო სიტუაციების მართვისა და შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადების მიმართულებით დაგროვილ გამოცდილებასა და პრაქტიკას.სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების მომზადებას და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს განვითარებას. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მემორანდუმის გაფორმება სამომავლო ერთობლივი საქმიანობისა და ახალი პროექტების განხორციელებისთვის თანამშრომლობის საფუძველს ქმნის. მისივე შეფასებით, უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, აკადემიური და სამეცნიერო რესურსი პრაქტიკულ საჭიროებებს დაუკავშიროს. ამ მიმართულებით, სააგენტოსთან თანამშრომლობა სტუდენტებისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტებისთვის ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების დამატებით შესაძლებლობებს შექმნის.„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში მიღებული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ასეთი თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას, ერთობლივი ძალისხმევით განვავითაროთ როგორც საგანმანათლებლო მიმართულებები, ისე პროფესიული უნარები და ხელი შევუწყოთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომების გაძლიერებას“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

ალეკო ელისაშვილი – საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას, იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები – არაერთმა...

მსჯავრდებული გიორგი დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ - იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს, - ასე ეხმაურება პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის განცხადებას, რომ მასზე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.როგორც ალეკო ელისაშვილი აღნიშნავს, თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, „ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას“.„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მსჯავრდებული დავითაძე არის ვაჟკაცი და გამბედავი ბიჭი და ყველა ღირსეული პატიმარი სოლიდარულია მის მიმართ.პენიტენციური დეპარტამენტი 2 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იტყუება და თავს იკატუნებს. საათების განმავლობაში მთელი საპატიმრო აპროტესტებდა დავითაძის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას. იყო ხმამაღალი პროტესტი, ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები. არაერთმა პატიმარმა მიიყენა თვითდაზიანება. ისეთი ხმაური იყო და ისეთი ძლიერი პროტესტი, რომ ციხის ადმინისტრაციამ დაიწყო პატიმრების გაყვანა. გაყვანები იყო ხმაურიანი და დაუდგენელია, როგორ ეპყრობოდნენ მაგ დროს პატიმრებს.აღსანიშნავია, რომ იმ ღამეს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალებას არ აძლევდნენ პატიმრებს.ციხეში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ამ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია გაირკვეს, სად არიან გადაყვანილი პატიმრები და რა მდგომარეობაში არიან ისინი ახლა. უტარდებათ თუ არა შესაბამისი დახმარება. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გასაჯაროვდეს.ვითარების განმუხტვა არ მოხდება დროული, სრულყოფილი და ეფექტური გამოძიების გარეშე. თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დირექტორმა და ყველა ბადრაგმა, ვინც იმ სადისტურ ინციდენტში რაიმე ფორმით იღებდა მონაწილეობას, და ყველა ამ პირმა პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით“, - წერს წერილში ალეკო ელისაშვილი.შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის შესახებ ინფორმაციაზე – თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა – ჩვენთვის არავითარი...

თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა, - ასე ეხმაურება “ინტერპრესნიუსთან” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე გავრცელებულ ინფორმაციას.როგორც იმნაძემ აღნიშნა, “სამწუხაროდ, ძალიან გაურკვეველია იქ რა მოხდა”.“თუ მართლა შავი ჭირი იყო, მოუვლიან ადგილზე, დღეს ეს პრობლემა აღარაა. იქაც არ გავრცელდება. ჩვენთვის არავითარი რისკი არაა”,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.ცნობისთვის, მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2 ოქტომბერს, რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტი, 28 წლის დარია შიპილოვა, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა. მისი დაინფიცირების ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შიპილოვას ჭირის პათოგენის შემცველი სინჯარა შემთხვევით გაუტყდა. რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური (“როსპოტრებნადზორი”) გავრცელებულ ცნობებს უარყოფს და აცხადებს, რომ შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა და მის ორგანიზმში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა. ასევე, უწყებაში აღნიშნეს, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.

მიხეილ სარჯველაძე – დიუშენის სინდრომის სამკურნალო ორი ახალი პრეპარატის, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის

„ვამოროლონთან“ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტი ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.მისივე თქმით, „ჯივინოსტატისა“ და „ვამოროლონის“ დანერგვა მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.„მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, რომ დასრულდა მოლაპარაკებები დიუშენის კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი მედიკამენტზე. მნიშვნელოვანი სიახლეა ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის. ორი ინოვაციური მედიკამენტი – „ჯივინოსტატი“ და „ვამოროლონი“. ადრე გაკეთდა განცხადება, რომ „ჯივინოსტატის“ შეძენა დასრულებული იყო და „ვამოროლონთან“ მოლაპარაკება ბოლომდე იყო მისაყვანი. საბედნიეროდ, ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. დარჩენილია მხოლოდ ხელმოწერილი ეგზემპლარების გაცვლა, რის შემდეგაც ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა, რათა მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს პაციენტებისთვის. ვისარგებლებ შესაძლებლობით და აუცილებლად ხაზს გავუსვამ პრემიერ-მინისტრის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებაში.დღეს ასევე ხაზი გაესვა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს, გენეტიკური დაავადება ცისტური ფიბროზის სამკურნალო პრეპარატი იქნა შეძენილი გასულ პერიოდში.  ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მათ ოჯახის წევრებისთვის. ესეც არის ერთ-ერთი ძალიან ვერაგი და მძიმე დაავადება, რომელსაც სჭირდება თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტის შეძენა.დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ლოგისტიკური საკითხების დარეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ ვინ განახორციელებს უშუალოდ მედიკამენტის მიწოდებას, რა პროცედურებით განხორციელდება. სჭირდებოდა ამას მთავრობის დადგენილების მეშვეობით დარეგულირება, რომლის საფუძველზეც შემდგომი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დეტალურად იქნება განსაზღვრული ყველა პროცედურა. მათ შორის, შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მომზადება, უშუალოდ მედიკამენტის დანიშვნის, მისი გამოყენების პრაქტიკაზე თვალყურის დევნება, მისი ეფექტიანობის გაზომვა და ა.შ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით შემდგომში მუშაობას, რათა მედიკამენტის გამოყენება მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს თითოეული პაციენტისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა 864 კაფსულა ფსიქოტროპული პრეპარატი, მათ შორის 54 კაფსულა “Pregabalin" 100 აბი ,,Poxakim“, 200 კაფსულა ,,Nopaintin“, 180 აბი ,,Clonazepam-Sobhan” და 330 კაფსულა ,,Gabax”.კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ბოლო სიახლეები