შაბათი, აგვისტო 15, 2026

მარიამ ქვრივიშვილი – სახელმწიფო მზად არის, კონტრაქტი გააფორმოს ყველა იმ სასტუმროსთან, რომელიც საკარანტინო სივრცის მოსაწყობად მინიმალურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საკარანტინო ზონების მოწყობის  ხუთთვიანი პერიოდი შეაჯამა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელებით ვირუსის პრევენციასთან ერთად ტურიზმის ინდუსტრიაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა შეინარჩუნა სამუშაო ადგილი.

„დღეს სიამაყით შემიძლია გითხრათ, რომ 10 მარტიდან დაახლოებით 50-ათასამდე ადამიანს ვუმასპინძლეთ საკარანტინო სივრცეებში. სხვადასხვა უწყებების დახმარებით შევეცადეთ მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა მოქალაქეებისთვის. დღევანდელი მონაცემებით, პროექტში ჩართული გვყავდა 144-მდე სასტუმრო. ეს ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში, მუდმივად დასაქმებული იყო 3300-ზე მეტი ადამიანი. სახელმწიფომ სასტუმროებთან ათი ათასამდე ოთახის გამოსაყენებლად კონტრაქტი გააფორმა, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის სასტუმროებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, რადგან პანდემიის მწვავე პერიოდში სასტუმრო ინდუსტრია რეალურად გაჩერებული იყო. აღსანიშნავია, რომ 144 სასტუმროდან, აბსოლუტური უმრავლესობა არის მცირე და საშუალო ზომის. დაახლოებით 70-მდე არის მცირე ზომის, რომელთა ოთახების რაოდენობა არ აღემატება 40 ოთახს. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც შიდატურიზმთან ერთად სასტუმროებს კვლავ სჭირდებათ ხელშეწყობა და დახმარება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარანტინის პროექტი თავისი შინაარსით ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას და პრევენციას ემსახურება, მაგრამ ამავდროულად ძალიან ამაყები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთად შევძელით, რომ ამ რაოდენობის სასტუმრო ჩართულიყო ამ პროექტში და ამდენი ადამიანი დასაქმებულიყო. ეს პროექტი გრძელდება, ჩვენ ვართ გამჭვირვალე ამ პროცესში და დღესაც ვაგრძელებთ ახალი კონტრაქტების გაფორმებას სასტუმროებთან.

მოვუწოდებ სასტუმროებს, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, განსაკუთრებით მათ ვისაც დახურული აქვს სასტუმრო, სახელმწიფო მზად არის თანამშრომლობისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ იმ მინიმალურ კრიტერიუმებს, რაც საჭიროა კარანტინის მოსაწყობად. ერთიანი თანამშრომლობით შევძლებთ დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი და სასტუმროებს საშუალებას მივცემთ რომ ჰქონდეთ შემოსავალი, რომ საქართველოში მეტი დასაქმებული იყოს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მედია – რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ხალხი ევაკუირებულია

რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ხალხი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუმინულ საკურორტო ქალაქ სატურნის სანაპიროზე ხალხის ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილზე სამხედრო დრონის ნამსხვრევები იქნა აღმოჩენილი. დრონის ნამსხვრევები მაშველებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც დაუყოვნებლივ დარეკეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები, ჟანდარმები და კონსტანტას ოლქის საგანგებო სიტუაციების ინსპექციის თანამშრომლები. შემოწმების დასრულებამდე ადგილიდან ტურისტების ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არაფერია ცნობილი დრონის ნამსხვრევების წარმოშობის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, შავი ზღვის ტალღებმა სანაპიროზე გამოიტანეს.

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გართულებულია საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინება. ასევე, საავტომობილო საცობია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები თბილისის და მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც მოქალაქეები ქუჩების დატბორვის შესახებ წერენ, მათ შორის წყნეთში. დედაქალაქში დაახლოებით ერთი საათია გადაუღებლად წვიმს.

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები – გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრი ვადაჭკორიას ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს ამ დიდი დანაკარგის გამო

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო – მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული.ბადრი ვადაჭკორიასთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ დიდი დანაკარგის გამო“, – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმარში.ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა

ცნობილი ფოტოგრაფი, ბადრი ვადაჭკორია 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.„უუფ, როგორ მეტკინა - ჩამწყდა გულის ძარღვი, იმედიანი კაცი, გულიანი, თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, დაუზარელი და ხალისიანი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა, ჩემი გურული ძამიკონა...“, - წერს სოციალურ ქსელში ნინო კვაჭანტირაძე.ქართველი ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი ბადრი ვადაჭკორია 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში დაიბადა.ჟურნალისტურ საქმიანობას 1971 წლიდან ეწევა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში და რამდენიმე გაზეთის სპეციალურ კორესპონდენტად. 1994-1998 წლებში დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობდა.ვადაჭკორია 25 ფოტოკრებულისა და 6 წიგნის ავტორია. მისი ნამუშევრები საქართველოსა და ქართველი ხალხის ცხოვრებას ასახავს.2003 წელს მას საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა, 2005 წელს კი „ოქროს ფრთის“ ლაურეატი გახდა. 2022 წელს ბადრი ვადაჭკორია თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000-მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. ანალიტიკოსი წერს, რომ პრემიერ-მინისტრი სწორ შეფასებას უკეთებს ტრაქტატის მნიშშვნელობას.ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიამ მრავალი საშინელი ქმედება განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა, ქვეყანას უფრო გაუჭირდებოდა სამხრეთის ქვეყნებისგან გადარჩენა-რელიგიისა და კულტურის შენარჩუნება.„გავუძლებდით კი რუსეთის ნაცვლად სამხრეთის სახელმწიფეობთან გაერთიანებას? გადარჩებოდა კი მაშინ ჩვენი კულტურა, რელიგია, ჩვენი გენოფონდი? რა თქმა უნდა, ვერა! ამ საკითხზე კამათიც კი დიდი პოლიტიკური უწიფრობაა“, - წერს ჩიბურდანიძე.ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ, ქართველების რაოდენობა 740 000-დან 2 მილიონამდე გაიზარდა და ამ რიცხვს გადააჭარბა კიდეც. ანალიტიკოსის სიტყვებით, ერეკლე მეფემ საქართველო გადაარჩინა „ფიზიკური წყვეტისგან“.„ვინც არ იცის საქართველოს დემოგრაფიული ისტორია, მისთვის მარტივია ფაქტებზე საუბარი, მით უმეტეს, პოლიტიკური სტიგმების ფონზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გეორგიევსკის ტრაქტატით საქართველო გადარჩა და ეს სწორედ რომ ასეა. ამას მოწმობს სტატისტიკური ციფრებიც. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, გეორგიევსკის ტრაქტატამდე საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 5 მილიონიდან 740 000- მდე იყო დასული გამუდმებული ომებისა და გავრცელებული პანდემიის შედეგად. ხოლო ტრაქტატის შემდეგ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 2 მილიონს გადააჭარბა (წყარო: ანზორ თოთაძე -“საქართველოს დემოგრაფიული მომაცემები”). ასეთი სწრაფი მატება ბუნებრივი მატების და არა მოსახლეობის შევსების კუთხით, საქართველოს იატორიას არ ახსოვს. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”. სწორედ ასე გაქრა უამრავი უძველესი ერი სამყაროდან. ვისთვისაც ეს ციფრები ძვირფასი არ არის, მისთვის არც ქვეყანაა ძვირფასი, არც ეროვნება, რელიგია და არც ჩვენი გენოფონდი. რა თქმა უნდა, არავის მოსწონს საქართველოს უახლეს ისტორიაში რუსეთის იმპერიის მიერ ჩადენილი საშინელი ქმედებები - გუბერნიად ქცეული ქვეყანა, კირით შეღებილი ეკლესიები, საქართველოდან გატანილი უამრავი საეკლესიო ქონება, ძვირფასეულობა და ბოლოს, სახელმწიფო ენის წართმევის მცდელობაც. ჩვენ ამას გავუძელით, მაგრამ გავუძლებდით კი რუსეთის ნაცვლად სამხრეთის სახელმწიფეობთან გაერთიანებას? გადარჩებოდა კი მაშინ ჩვენი კულტურა, რელიგია, ჩვენი გენოფონდი? რა თქმა უნდა, ვერა! ამ საკითხზე კამათიც კი დიდი პოლიტიკური უწიფრობაა. როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, არავის ახსენდება მისი პოზიტიური შედეგებიც. ან იციან, მაგრამ პოლიტიკური დაკვეთა არ აძლევთ ამის თქმის უფლებას. ვინმეს უფიქრია, როგორ შეიქმნა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი ეპოქა - თერგდალეულები? კლასიკოსები, პროფესიონალები, რომლებიც მაშინ ევროპას კვებავდნენ თავიანთი აზროვნებით. არ არის გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ მეცხრამეტე საუკუნის საქართველომ დიდად შეუწყო ხელი ევროპის, როგორც ფენომენის ჩამოაყალიბებას ხელოვნების, ეკონომიკის, არქიტექტურის, უფლებრივი დაცვისა თუ თანასწორობის საკითხებში. აღარაფერს ვსაუბრობთ ქრისტიანული სწავლების მიმართულებით. რომ არა სოციალისტური რევოლუცია, რომელიც ისევ დასავლეთის პირმშო იყო, საქართველოს ძლიერ იდენტურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას წინ ვერავინ გადაეღობებოდა. თუ ვინმემ დაგვადო ბროკილები, ეს საბჭოთა რევოლუცია იყო, რომლის სათავეც ევროპიდან მოდიოდა. როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ოპოზიცია რუსულ იარლიყს გვაწებებს, ეს მათი ნარატივია, რომელსაც მხოლოდ მათი მცირე მხარდამჭერები მიყვებიან. ამ სტიგმის არავის ეშინია. თუ გვინდა სწორად ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო, ჯერ წარსული უნდა გავაანალიზოთ და შემდეგ განვსაზღვროთ მისი მომავალი. გეორგიევსკის ტრაქტატმა და ერეკლე მეფის პატრიოტულმა, გონივრულმა გადაწყვეტილებამ საქართველო სრული დემოგრაფიული, ეთნიკური და რელიგიური განადგურებისგან გადაარჩინა. დიახ, ასევე ბევრჯერ ვიგემეთ რუსის ჩექმა, ჩაგვრა, ოკუპაცია, მაგრამ ამას მოვერიეთ და ბოლომდე გავიმარჯვებთ, მაგრამ იმ “სხვა გადაწყვეტილებით” მიღებულ შედეგს ვეღარავინ გამოასწორებდა“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ბოლო სიახლეები