ოთხშაბათი, სექტემბერი 17, 2025

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა, რათა ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, აეროპორტები კი მეტ მგზავრს მოემსახუროს

საქართველოს ავიაბაზარზე ორი საერთაშორისო ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო მიმოსვლის ფრენის ნებართვა ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia – სა და თურქულ ავიაკომპანია AJET – ზე გასცა.

ორივე ავიაკომპანია დაბალბიუჯეტურია და რეგულარულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰქონდეს მეტი პირდაპირი მიმოსვლა მნიშვნელოვან და სტრატეგიულ მიმართულებებთან, რათა მდგრადად გაიზარდოს ტურიზმის ინდუსტრია, ქვეყანაში მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები მეტ მგზავრს მოემსახუროს.

„ჩვენი თანმიმდევრული და სწორი პოლიტიკის შედეგად და დადებითად გადაწყვეტილი მოლაპარაკების კვალდაკვალ მუდმივად გვაქვს სიახლეები – ყოველთვე ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინდუსტრიაში შემოგვყავს ახალი ავიაკომპანიები ახალი პირდაპირი მიმართულებებით. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მივიღეთ მეტი ახალი მიმართულებები, რაც გააძლიერებს ჩვენი ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიას,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ავიაკომპანია Transavia ამსტერდამი – თბილისი – ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისებს 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თურქული ავიაკომპანია AJET სტამბული – თბილისი – სტამბულის საჰაერო ხაზზე ფრენებს 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტზე დაველოდოთ გამოძიებას, აღიარებითი ჩვენებები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინიდან საქართველოში დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ტრანსპორტირების ფაქტი, რომელშიც, გამოძიების ინფორმაციით, მეზობელი სახელმწიფოს სპეცსამსახურები ფიგურირებენ, ძალიან მძიმე ფაქტია და მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს.როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანაში როგორმე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება და სისხლისღვრა.„ძალიან მძიმე ფაქტია. აღიარებითი ჩვენებები, რაც მოპოვებულია, კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ მტერი არ ისვენებს, ყველანაირი მცდელობა აქვთ, ქვეყანაში როგორმე მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, სისხლისღვრა, რევოლუცია და ხალხის დაპირისპირება. მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, თითოეულ თანამშრომელს ამ პრევენციული ღონისძიებებისთვის. როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, ამიტომ დაველოდოთ. რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე ფაქტი, როდესაც ამ ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე – ოპოზიციას არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი კიდევ ერთ განაჩენს გამოუტანს მათ, პოლიტიკაში არ არის ისეთი პარტიების ადგილი, რომლებიც...

ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის განცხადება, როცა თეთრზე ამტკიცებენ, რომ შავია, დაფუძნებულია ტყუილზე და თავად ევროკავშირს აზიანებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.კალაძე გამოეხმაურა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების მიერ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს, რომლებშიც მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.კახა კალაძის შეფასებით, ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციებია.„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, სიბინძურე, რასაც ამ ბიუროკრატებისგან ვხედავთ. მათი განცხადებები დაფუძნებულია ტყუილზე და აზიანებს თავად მათ, ევროკავშირს. როგორ შეიძლება, ადამიანმა მტკიცებით ფორმაში თეთრზე თქვას შავიაო. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის და საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს. ყველა ხედავს, რომ ქვეყანაში არსებული ძალადობრივი ჯგუფების შექმნაში წლების განმავლობაში უამრავი თანხა დაიხარჯა. ეს ყველაფერი გარედან ფინანსდება. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, როგორც ქვეყნის შიგნით ზოგიერთი დიპლომატის სახით, ასევე გარედან. ყველაფერი ცუდი, რაც ქვეყანაში ხდება – სიძულვილი, ძალადობა, საზოგადოების დაპირისპირების მცდელობა, დაფინანსებულია გარე ძალებისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შანსებს რაც შეეხება, თბილისის მერის თქმით, ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან, რის გამოც ქვეყნის პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის.„ხედავთ, ოპოზიციას რა მხარდაჭერა აქვს და რა მდგომარეობაში არიან. მათ მოსახლეობისგან არანაირი მხარდაჭერა, რესურსი არ აქვთ, რომ გაიმარჯვონ. 4 ოქტომბერს ისინი ყველა საარჩევნო ოლქში აუცილებლად დამარცხდებიან. ქართველი ხალხი კიდევ ერთ განაჩენს გამოუტანს მათ. ისინი აგენტები არიან და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყნის პოლიტიკაში არ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი – ჩემი და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო

ჩემი და პოლიტიკური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო, – ამის შესახებ დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ცქიტიშვილი ამბობს, აღნიშნულის მიზეზი არის ფუნდამენტური განსხვავება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.„მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ ჩემი და პოლიტიკური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ გზები გაიყო (პარტიას ოფიციალურად ვერ დავტოვებ, რადგანაც ფორმალურად წევრი არ ვყოფილვარ). მიზეზი არის არა უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობა არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე, არამედ ფუნდამენტური განსხვავება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით.4 ოქტომბრის არჩევნები ჩემთვის არ და ვერ იქნება ტაქტიკური, ეტაპობროვი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ინსტიტუციური დემოკრატიული ბრძოლის მხარდამჭერი ვარ. არსებულ ვითარებაში ასეთი ფორმით და დინამიკით არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოემსახურება ქვეყნის დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებას.რამდენჯერმე საჯაროდ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არჩევნებში მონაწილეობას აზრი ექნებოდა მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა კოორდინირებული მოქმედების შემთხვევაში, უსამართლო პოლიტიკურ ბრძოლაში რეჟიმის დამარცხების თუნდაც მცირე შანსით.სამწუხაროდ, დღეს არსებული პოლიტიკური ძალების ფრაგმენტაცია ყველაზე არახელსაყრელი გზა არის საზოგადოების პროტესტის მხარდასაჭერად და რეჟიმის დასამარცხებლად.მინდა, მჯეროდეს, რომ რომელიმე გზა მაინც მოიტანს შედეგს, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 5 ოქტომბერს, შესაძლოა, დადგეს უკვე განსხვავებული რეალობა და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“, – წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.

შსს – 30-მდე აქტივისტი სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რაც სავარაუდოდ, პნევმატური პისტოლეტია – დაკავებულია...

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს 2009 წელს დაბადებული პირი, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონსტრირებას ახდენდა. შსს ბესიკის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ 30-მდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. შსს-ს თანახმად, აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი. უწყების ცნობით, დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი. ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში შესაძლოა, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში, შესაძლოა, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს.ამის შესახებ მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რუბიოს ჟურნალისტმა ჰკითხა, კიდევ რამდენ დროს მისცემს ტრამპი პუტინს იქამდე, ვიდრე იმ სანქციებს დაუწესებს, რომლითაც იმუქრება.„ვიცით, რა ტიპის სანქციების გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს და გარკვეულ ეტაპზე პრეზიდენტმა, შეიძლება, მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება იქნება. ის ხელოვნურ ვადას არ დაასახელებს. მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სანქციები ევროპამაც დააწესოს. ევროპაში არიან ქვეყნები, რომლებიც კვლავ ყიდულობენ რუსულ პროდუქტებს, მათ შორის რუსულ ნავთობს. პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ თავად დააწესონ ის სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ“, – თქვა რუბიომ.სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მათ სურთ, წაახალისონ ევროპა, რეალურად გააკეთონ ის, რასაც ამერიკისგან ითხოვენ.

ბოლო სიახლეები