ხუთშაბათი, აპრილი 23, 2026

მარიამ კუბლაშვილი:ჩვენი მოთხოვნაა სწრაფად გვცნონ დაზარალებულებად

დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი საქმის სრულ მასალებზე წვდომას ითხოვს.

“ჩვენი მოთხოვნაა, სწრაფად გვცნონ დაზარალებულებად. აქამდე გვქონდა წვდომა მასალებზე, რაც სრულყოფილ შეფასებას არ იძლევა. იქ არის გასაიდუმლოებული ნაწილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – სპეცრაზმელის ჩვენება, სატელეფონო კავშირები, რა დროს დარეკეს, ვისგან დარეკეს, რა დროს იქნა გადაყყვანილი საავადმყოფოში, რამდენად დროულად იქნა გადაყვანილი. იგივე ხელყუმბარის ნაწილი, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ არის. ამ კუთხით გვაქვს კითხვები, ეჭვები გვაქვს და გვსურს მალე მივიღოთ პასუხები”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ახლა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორს ხვდებიან.

თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამოიცხავენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ბურჭულაძის ცოლის ძმის - ვასილ მხეიძისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული.დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვებით უნდა ისარგებლონ, რის შემდეგაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.ბრალდებული 4 პირიდან ვლადიმერ ღუდუშაური ერთადერთია, რომელსაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმდა. მას პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობით უფორმებს: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკვების აკრძალვა. აღნიშნულ შეთანხმებას სასამართლო ღუდუშაურს, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, დღესვე დაუმტკიცებს.ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მიწვევა მიიღო

რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევა მიიღეს.„არსებობს მოწვევა უმაღლეს დონეზე მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ თარიღთან უფრო ახლოს ვნახავთ. ღმერთმა იცის, რა მოხდება მანამდე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ პანკინმა.„დიდი ოცეულის“ სამიტი მიმდინარე წლის დეკემბერში მაიამიში გაიმართება.

პაველ ჰერჩინსკი – არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში

საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში განაცხადა, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა.მისი თქმით, ევროკავშირმა არჩევანი გააკეთა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.„ეს დიდი სიამაყისა და სიხარულის მომენტი იყო. მას შემდეგ, სამწუხაროდ, საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის გზას დაუბრუნდება.„ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის – „ნუ დაკარგავთ იმედს“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მიმდინარე კონფლიქტის დასრულებისთვის კონკრეტული ვადა არ არსებობს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მიმდინარე კონფლიქტის დასრულებისთვის კონკრეტული ვადა არ არსებობს. ტრამპი ასევე უარყოფს ვარაუდს, რომ მის გადაწყვეტილებებზე შუალედური არჩევნები ახდენს გავლენას.„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ არანაირი ზეწოლა ვადებთან დაკავშირებით არ არსებობს არც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც გაახანგრძლივა და არც სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე.ჟურნალისტის კითხვაზე, როდის შეიძლება, დასრულდეს ომი, ტრამპმა უპასუხა, რომ „დროის ჩარჩო არ არსებობს“ და პროცესის დასრულებაზე აჩქარება საჭირო არ არის.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მას ომის სწრაფად დასრულება შუალედური არჩევნების გამო სურს, სიმართლეს არ შეესაბამება.„ამბობენ, რომ მინდა, ეს ყველაფერი არჩევნების გამო მალე დასრულდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ამერიკელი ხალხისთვის კარგი შეთანხმების მიღწევა გვსურს“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტა გაახანგრძლივა.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.„23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები