სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეიძლება, ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან ადგილი ჰქონდეს საბოტაჟს კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით

საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ ოპოზიციურ სუბიექტებსა და სამოქალაქო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია ევროკავშირის მე-12 რეკომენდაცია შეეხებოდა სახალხო დამცველის არჩევის წესს. რეკომენდაციაში წერია: უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ამასთან დაკავშირებით ჩვენი დაპირება იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისათვის, შესაბამისად, ექნება მაღალი ლეგიტიმაცია.

კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევხვდით საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და მათი პოზიციების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, შევათანხმეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან და წინასწარვე შეგვიძლია გითხრათ შეფასების წესთან დაკავშირებით:

1. ნებისმიერ პირს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე,

2. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იქნებიან პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით.

3. ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრის საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ შვიდი კანდიდატურა. მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება.

აქვე საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით. კიდევ უფრო ნათელი, რომ იყოს საზოგადოებისთვის – თუ ასე ვთქვათ „პირს შეკრავენ“ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგენენ არცერთ კანდიდატურას, რომ პროცესი დაიბლოკოს და რეკომენდაციის პუნქტი არ შესრულდეს და ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიტოვებთ კანდიდატის წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში – კანდიდატის წარდგენის პროცესში არ ჩავერთვებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ხელბარგში მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით,  სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.მებაჟე ოფიცრების მიერ, აღნიშნული მედიკამენტების მაღალი სიზუსტის მქონე ნარკო-ანალიზატორით შემოწმების შედეგად 21 კაფსულა ლირიკა და 28 კაფსულა მეტამფეტამინი გამოვლინდა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს ნაკრები დღეს ბულგარეთს დაუპირისპირდება – პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს სოფიაში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ურთიერთშეხვედრებიბულგარეთის ნაკრებს საქართველო 1994 წლის შემდეგ ცხრაჯერ შეხვდა. თუ ისტორიის დასაწყისში უპირატესობა ბულგარელთა მხარეს იყო, ბოლო წლებში უკეთესი შედეგები საქართველოს აქვს.ჩვენმა გუნდმა მეტოქეს სამჯერ მოუგო, ფრედ ორი მატჩი ითამაშა, ოთხი კი – წააგო.დღეს გამარჯვების შემთხვევაში „ჯვაროსნები“ ბულგარელებთან საერთო ანგარიშს გაათანაბრებენ.კომენტარივილი სანიოლი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:„სატურნირო თვალსაზრისით ეს მატჩი, შესაძლოა, არაფერს წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანი ოფიციალური თამაშია და მოგება გვინდა, ამიტომ შემადგენლობაში ექსპერიმენტები არ იქნება. გვსურს, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრაში უკეთესად ვითამაშოთ. ფეხბურთი მსოფლიოში ასეთია, ხან სიხარული მოაქვს, ხანაც – იმედგაცრუება“.ალექსანდრ დიმიტროვი, ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი:„საქართველოს ძალიან კარგი და მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რომელთა წინააღმდეგაც მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შესარჩევი ეტაპი ღირსეულად დავასრულოთ“.სატურნირო მდგომარეობაჩვენს ჯგუფში ბოლო ტურის წინ ასეთი სიტუაციაა: პირველ ადგილზე, 15 ქულით ესპანეთია, თურქეთს 12 ქულა აქვს და მეორეზეა, საქართველო – მესამეზე (3 ქულა), ბულგარეთი – მეოთხეზე (0 ქულა). მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფის გამარჯვებული გადის, ხოლო მეორეადგილოსანი პლეი ოფს ითამაშებს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავზე – წინასწარი დასკვნების თანახმად, თუმცა ეს საბოლოო არ არის, თავდაპირველად კუდი ტყდება, შემდეგ ის სამ ნაწილად...

საქართველოში ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის „შავი ყუთის“ ანალიზსა და პირველადი დასკვნების გამოტანას, სულ მცირე, ორი თვე დასჭირდება, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, იასარ გიულერმა განაცხადა.იასარ გიულერის ცნობით, C-130-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის „შავ ყუთს“ თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის საწარმო ამოწმებს.„წინასწარი დასკვნების თანახმად, თუმცა ეს საბოლოო არ არის, თავდაპირველად კუდი ტყდება. შემდეგ ის სამ ნაწილად იშლება. ეს „შავ ყუთში“ იქნება ნაპოვნი“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოცივე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

დედის წერილი საფულეში: ”ზუსტად ვერ ვციტირებ სიტყვებს, მაგრამ ასეთი რამ ეწერა: ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად. თვითო ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს...

დედის წერილი საფულეში: ''ზუსტად ვერ ვციტირებ სიტყვებს, მაგრამ ასეთი რამ ეწერა: ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად. თვითო ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს კარიერაზე ფიქრობდა ბოლო მომენტამდე-ჩემს აღქმაში დედაჩემის ცუდად გახდომას ჩემს ამბავს ვუკავშირებ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ თითქმის ორ წლიანი დუმილი დაარღვია და სეტანტა სპორტსთან ინტერვიუში ყველა იმ დეტალზე ისაუბრა, რის გამოც სარაგბო კარიერის იძულებით დასრულება მოუწია. დოპინგ სკანდალზე, რომლის ეპიცენტრშიც ბუკა აღმოჩნდა ყველა საუბრობდა, თუმცა დეტალები ზუსტად არავინ იცოდა. 2024 წელს, ფიჯისთან მატჩამდე, ეროვნული ნაკრები კაპიტნის გარეშე დარჩა. დოპინგზე ხმები მალევე გავრცელდა, თუმცა დეტალებზე არც რაგბის კავშირი საუბრობდა და კაპიტანიც დუმდა. აღმოჩნდა, რომ მერაბი შარდის ნიმუშის გაცვლის გამო დასაჯეს. მისი ნიმუში კი ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე მორაგბემ გამოიყენა. მას მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. სეტანტასთან ინტერვიუში მერაბმა ბევრ თემაზე ისაუბრა, დოპინგის ამბები დეტალურად, თუმცა კონკრეტული გვარების ხსენების გარეშე მოყვა. ინტერვიუში ბუკა თავისი ახალი თავგადასავლის შესახებაც ყვება, 29 ნოემბერს იგი MMA-ს ოქტაგონზე გავა და თავის პირველ ორთაბრძოლას ორგანიზაციის “რკენა” ფაითქარდზე ჩაატარებს.  აღსანიშნავია, რომ მერაბი ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას. მისი მეტოქე პოლონელი პატრკ კონტნი იქნება. …დუმილი დოპინგ სკანდალზე და ნაკრების გარეშე დარჩენა: ''დოპინგ სკანდალის შემდეგ, არცერთ თამაშზე არ ვარ ნამყოფი. გულშემატკივრებისთვის არაფერი მითქვამს და უცბად რომ ტრიბუნაზე ვენახე მათ, უცნაური იქნებოდა. ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ვერ შევეგუე იმ ფაქტს, რომ ნაკრებში აღარ ვარ. 2027 წლის მსოფლიო თასზე თამაშს ვაპირებდი, მერე ერთი წელი დარჩენას და რაგბიდან წასვლას. რაღაც დაუდევრობის გამო, რომ ამ ამბებს მოვწყდი, თან ამის გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. რაგბიში ბევრ რამეზე პასუხისმგებელი ვიყავი და უცბად ყველაზე შორს მდგომი აღმოვჩნდი. ჩემი ისტორია ეგრე არ უნდა დამთავრებულიყო, ერთი სიტყვით ამას გულისწყვეტას დავარქმევ''. …დოპინგზე: ''გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ვიღაცების სახელებს ნამდვილად არ ვიტყვი. არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი. 2024 წლის ზაფხულში ფიჯისთან მატჩისთვის ვემზადებოდი. რაგბის კავშირის ხელმძღვანელები გიბარებენო, არადა ვარჯიშზე გავდიოდი. ავედი სასაუბროდ და მეუბნებიან, როგორ გადაგეკიდნენ მსოფლიო რაგბიდანო. ვიფიქრე, რომ ადრე ჩხუბის გამო მქონდა დისკვალიფიკაცია და იმავე თემაზე ჰქონდათ პრობლემა. საქართველოს შეაგინეს და ეგ არ ვაპატიე. მითხრეს, რომ დოპინგზე გადაგეკიდნენო. ცხოვრებაში დოპინგი არ მიმიღია, ჩილიმიც არ მომიწევია და დოპინგი რანაირად იქნებოდა. მეუბნებიან, რომ შარდის გაცვლას გედავებიანო. ეს მითხრეს და გამაჟრიალა. იმ მომენტში არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. მითხრეს, რომ უკვე დისკვალიფიკაცია მქონდა. საუბარი ცოტა გაიწელა, ყველას შეცდომა ეგონა, ბიჭებმაც ვერ გაიგეს, რატომ არ შეიძლებოდა ვყოფილიყავი მოედანზე. მერე ის ხალხიც დაიბარეს, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებდნენ და ისინიც გაუშვეს. გუნდელებს ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი რამე მოხდა. ყველას ეგონა, რომ ამ ამბავზე ვხუმრობდი. მაგ მომენტში მეგონა, რომ სიტუაცია დალაგდებოდა. ვიღაცამ ჩემი შარდი გამოიყენა, ამის გამო თუ დავისჯებოდი, არ მეგონა. ჩემი ნიმუში გამოიყენეს სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად. დამნაშავეთა სია იმ წრეში მთავრდება, სადაც მე და ის მორაგბეები ვართ, რომლებმაც ჩემი ნიმუში გამოიყენეს. ამ წრიდან მთხოვა ერთ-ერთმა ადამიანმა და იმასაც არ დაუშვია, რომ ამას რამე მოჰყვებოდა. ბრალი წაყენებული მაქვს, 6 წლიდან 2 წელზე ამას არავინ ჩამოწევს. ანტიდოპინგურმა სააგენტომ მომწერა, რომ განცხადება ჯერ არ გამეკეთებინა. ჩემი სახელი დიდი დარტყმის ქვეშ დავაყენე. დოპინგ სააგენტოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შარდის გაცვლა დიდი დანაშაულიაო. ყველაფერი მე შემაწმინდა, არადა, თავიანთი ჩატარებული შემოწმების დროს რომ დარღვევა იყო, ამაზე არაფერი უთქვამს. მაგ კაცზე ძალიან გაბრაზებული ვარ, სადაც შემხვდება, აუცილებლად დავუფიქსირებ ამ ამბავს. ეს ამბავი 2022 წელს მოხდა. სისულელეში რომ მოვყევი, გასაგებია. ხალხი იტყვის, რომ არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჩემს ადგილზე ნებისმიერი იმავეს იზამდა. ყველაფერთან ფრთხილად ვიყავი, ძალიან სუფთად ვცხოვრობდი და სწორად ამიტომ მთხოვეს ნიმუშის ჩაბარება. ჩემთვის სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა და რას ვეტყოდი, შარდს არ ჩავაბარებდი. სამწუხაროდ, ამ ამბავს ჩემთვის ბევრად ტრაგიკული გაგრძელება ჰქონდა, ვიდრე ამას წარმოიდგენენ. რაგბი ცხოვრების ტოლფასი იყო ჩემთვის''. …როგორ გააგრძელა ურთიერთობები: ''მხოლოდ ერთ ადამიანთან აღარ მაქვს ურთიერთობა, დანარჩენი ყველასთან მაქვს კონტაქტი. ორი ჩემი საუკეთესო ძმაა და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნერვიულობისგან კინაღამ მოკვდნენ. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ამ სისულელეში როგორ მოვყევი. ნეტავ რაგბის კავშირში ცოდნოდათ, ეს ამბავი ჩაკეტილ წრეში მოხდა და სხვების დასახმარებლად გავაკეთე ეს''. …როგორ გაიგეს, რომ მერაბის ნიმუში სხვამ ჩააბარა: ''ერთ-ერთი მორაგბის შარდის ფორმულა არ დაემთხვა ძველ ნიმუშს, მერე კი ვიღაცამ მისცა ინფორმაცია, რომ ჩემი შარდი იყო გამოყენებული. 25 დეკემბერს მივიღე წერილი, რომ 6 წლიანი დისკვალიფიკაცია მქონდა. შეთავაზება იყო, რომ ჯაშუში ვყოფილიყავი ან მემხილებინა მორაგბეები. ეგეთი არც რაგბი მინდა და არც ცხოვრება. ისე დამენგრია ვინმესთვის ცხოვრება, როგორც მე დამენგრა''. …რა კვალი დატოვა ქართულ რაგბიში: ''ახლა უკვე არ ვიცი, ქართულ რაგბიში რა კვალი დავტოვე. ჩემი მემკვიდრეობა, რისთვისაც ამდენი წელი თავგამოდებით ვიშრომე, დამახინჯდა. ნეტავ რამე ტრავმა მომსვლოდა, ისეთი ტრავმა რომ ფეხზე ვეღარ გამეარა. ეგ მერჩივნა. ჩემს განვლილ გზას ეგეთი დასასრული არ ეკუთვნოდა. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე რაგბის მიმართ აბსოლუტური თავგანწირვით ვიყავი და ყველაფერი გავაკეთე. ბიჭებისგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი, მაინც მელოდებიან. ეს ამბავი ჯერ ვერ გადავაგორე. ოჯახში არაფერი მითქვამს, სანამ გაფართოებული შემადგენლობა არ გამოქვეყნდა. სახლში ვერ ავდიოდი, არ მქონდა იმის თავი, რომ სხვისთვის ამეხსნა და დამეწყნარებინა. ვითომ ეს ამბავი ისეთი დრამატულიც არ იყო, არადა 4-5 დღე თავიდან საჭმელიც არ მიჭამია. მშობლებმა კიდევ უფრო ინერვიულეს, დედაჩემს ჩემზე ზედმეტად გაფანატებული ჰქონდა. სახლში ავედი დედაჩემთან, ჩემი ფორმები და სურათები იყო კედელზე. ვუთხარი, ჩამოხსენით, ამის ყურება აღარ შემიძლია მეთქი და წამოვედი სახლიდან. 2 დღეში სახლში ისევ ავედი და დედაჩემს ყველაფერი ჩამოხსნილი ჰქონდა. გული მწყდება, რომ დედაჩემის ხელით გაკეთებული ეს კედელი აღარ არის. ყველაზე მეტად კი იმაზე მწყდება გული, რომ დედაჩემი აღარ არის. დედაჩემი ჩემი ფანატი იყო. ეს ამბავი ყველაზე მტკივნეულად დედაჩემმა მიიღო. ჩემს აღქმაში დედაჩემის ცუდად გახდომას ჩემს ამბავს ვუკავშირებ. დოპინგზე ვამბობდი, რომ უარესებიც ხდება და მთავარია, რომ ყველაფერი კარგად მყავდა. სამწუხაროდ, უარესიც მოხდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ რკენაში მივიღებდი მონაწილეობას და მიხარია, რომ ამ ამბის თქმა მოვასწარი''. …დედის წერილი საფულეში: ''ზუსტად ვერ ვციტირებ სიტყვებს, მაგრამ ასეთი რამ ეწერა: ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად. თვითო ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს კარიერაზე ფიქრობდა ბოლო მომენტამდე''. …რკენაში მოხვედრა: ''სეტანტადან დამირეკეს და ბრძოლა შემომთავაზეს. სახელიც მომეწონა, ორგანიზაცია მომეწონა და გადავწყვიტე თანხმობა მეთქვა. თან არ მინდოდა ჩემი ამბის მოყოლის შემდეგ, ეს ისტორია ასე დასრულებულიყო. შესაბამისად, რკენაში მონაწილეობა მაძლევს ჩემი შესაძლებლობის გამოჩენის საშუალებას. მერაბმა სამ მსოფლიო თასზე ითამაშა, ეროვნული ნაკრების მაისური 100-ზე მეტ შეხვედრაში მოირგო და 100-ზე მეტი ქულაც დააგროვა. სამწუხაროდ, მერაბს 2027 წელს ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე ვერ ვიხილავთ, თუმცა ახლა მას ახალ საქმეშიც ვუქომაგებ და წარმატებას ვუსურვებ. სადებიუტო ღონისძიებაში მთავარი ბრძოლაში მონაწილეობის მიღება მარტივი არაა, თუმცა ეს მერაბ შარიქაძეა, რაგბის ქომაგებისთვის ბუკა, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და ვფიქრობ, რომ ბრძოლა არც ოქტაგონში გაუჭირდება.

დოპინგ სკანდალი და დასრულებული კარიერა -მერაბ შარიქაძემ 1.5 წლის შემდეგ დოპინგ სკანდალსა და 6-წლიან დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ თითქმის ორ წლიანი დუმილი დაარღვია და სეტანტა სპორტსთან ინტერვიუში ყველა იმ დეტალზე ისაუბრა, რის გამოც სარაგბო კარიერის იძულებით დასრულება მოუწია. დოპინგ სკანდალზე, რომლის ეპიცენტრშიც ბუკა აღმოჩნდა ყველა საუბრობდა, თუმცა დეტალები ზუსტად არავინ იცოდა. 2024 წელს, ფიჯისთან მატჩამდე, ეროვნული ნაკრები კაპიტნის გარეშე დარჩა. დოპინგზე ხმები მალევე გავრცელდა, თუმცა დეტალებზე არც რაგბის კავშირი საუბრობდა და კაპიტანიც დუმდა. აღმოჩნდა, რომ მერაბი შარდის ნიმუშის გაცვლის გამო დასაჯეს. მისი ნიმუში კი ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე მორაგბემ გამოიყენა. მას მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ 6-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა. სეტანტასთან ინტერვიუში მერაბმა ბევრ თემაზე ისაუბრა, დოპინგის ამბები დეტალურად, თუმცა კონკრეტული გვარების ხსენების გარეშე მოყვა. ინტერვიუში ბუკა თავისი ახალი თავგადასავლის შესახებაც ყვება, 29 ნოემბერს იგი MMA-ს ოქტაგონზე გავა და თავის პირველ ორთაბრძოლას ორგანიზაციის “რკენა” ფაითქარდზე ჩაატარებს.  აღსანიშნავია, რომ მერაბი ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას. მისი მეტოქე პოლონელი პატრკ კონტნი იქნება. …დუმილი დოპინგ სკანდალზე და ნაკრების გარეშე დარჩენა: ''დოპინგ სკანდალის შემდეგ, არცერთ თამაშზე არ ვარ ნამყოფი. გულშემატკივრებისთვის არაფერი მითქვამს და უცბად რომ ტრიბუნაზე ვენახე მათ, უცნაური იქნებოდა. ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ვერ შევეგუე იმ ფაქტს, რომ ნაკრებში აღარ ვარ. 2027 წლის მსოფლიო თასზე თამაშს ვაპირებდი, მერე ერთი წელი დარჩენას და რაგბიდან წასვლას. რაღაც დაუდევრობის გამო, რომ ამ ამბებს მოვწყდი, თან ამის გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. რაგბიში ბევრ რამეზე პასუხისმგებელი ვიყავი და უცბად ყველაზე შორს მდგომი აღმოვჩნდი. ჩემი ისტორია ეგრე არ უნდა დამთავრებულიყო, ერთი სიტყვით ამას გულისწყვეტას დავარქმევ''. …დოპინგზე: ''გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ვიღაცების სახელებს ნამდვილად არ ვიტყვი. არ იქნება ჩემი მხრიდან სწორი. 2024 წლის ზაფხულში ფიჯისთან მატჩისთვის ვემზადებოდი. რაგბის კავშირის ხელმძღვანელები გიბარებენო, არადა ვარჯიშზე გავდიოდი. ავედი სასაუბროდ და მეუბნებიან, როგორ გადაგეკიდნენ მსოფლიო რაგბიდანო. ვიფიქრე, რომ ადრე ჩხუბის გამო მქონდა დისკვალიფიკაცია და იმავე თემაზე ჰქონდათ პრობლემა. საქართველოს შეაგინეს და ეგ არ ვაპატიე. მითხრეს, რომ დოპინგზე გადაგეკიდნენო. ცხოვრებაში დოპინგი არ მიმიღია, ჩილიმიც არ მომიწევია და დოპინგი რანაირად იქნებოდა. მეუბნებიან, რომ შარდის გაცვლას გედავებიანო. ეს მითხრეს და გამაჟრიალა. იმ მომენტში არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. მითხრეს, რომ უკვე დისკვალიფიკაცია მქონდა. საუბარი ცოტა გაიწელა, ყველას შეცდომა ეგონა, ბიჭებმაც ვერ გაიგეს, რატომ არ შეიძლებოდა ვყოფილიყავი მოედანზე. მერე ის ხალხიც დაიბარეს, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებდნენ და ისინიც გაუშვეს. გუნდელებს ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი რამე მოხდა. ყველას ეგონა, რომ ამ ამბავზე ვხუმრობდი. მაგ მომენტში მეგონა, რომ სიტუაცია დალაგდებოდა. ვიღაცამ ჩემი შარდი გამოიყენა, ამის გამო თუ დავისჯებოდი, არ მეგონა. ჩემი ნიმუში გამოიყენეს სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად. დამნაშავეთა სია იმ წრეში მთავრდება, სადაც მე და ის მორაგბეები ვართ, რომლებმაც ჩემი ნიმუში გამოიყენეს. ამ წრიდან მთხოვა ერთ-ერთმა ადამიანმა და იმასაც არ დაუშვია, რომ ამას რამე მოჰყვებოდა. ბრალი წაყენებული მაქვს, 6 წლიდან 2 წელზე ამას არავინ ჩამოწევს. ანტიდოპინგურმა სააგენტომ მომწერა, რომ განცხადება ჯერ არ გამეკეთებინა. ჩემი სახელი დიდი დარტყმის ქვეშ დავაყენე. დოპინგ სააგენტოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შარდის გაცვლა დიდი დანაშაულიაო. ყველაფერი მე შემაწმინდა, არადა, თავიანთი ჩატარებული შემოწმების დროს რომ დარღვევა იყო, ამაზე არაფერი უთქვამს. მაგ კაცზე ძალიან გაბრაზებული ვარ, სადაც შემხვდება, აუცილებლად დავუფიქსირებ ამ ამბავს. ეს ამბავი 2022 წელს მოხდა. სისულელეში რომ მოვყევი, გასაგებია. ხალხი იტყვის, რომ არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჩემს ადგილზე ნებისმიერი იმავეს იზამდა. ყველაფერთან ფრთხილად ვიყავი, ძალიან სუფთად ვცხოვრობდი და სწორად ამიტომ მთხოვეს ნიმუშის ჩაბარება. ჩემთვის სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა და რას ვეტყოდი, შარდს არ ჩავაბარებდი. სამწუხაროდ, ამ ამბავს ჩემთვის ბევრად ტრაგიკული გაგრძელება ჰქონდა, ვიდრე ამას წარმოიდგენენ. რაგბი ცხოვრების ტოლფასი იყო ჩემთვის''. …როგორ გააგრძელა ურთიერთობები: ''მხოლოდ ერთ ადამიანთან აღარ მაქვს ურთიერთობა, დანარჩენი ყველასთან მაქვს კონტაქტი. ორი ჩემი საუკეთესო ძმაა და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ნერვიულობისგან კინაღამ მოკვდნენ. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ ამ სისულელეში როგორ მოვყევი. ნეტავ რაგბის კავშირში ცოდნოდათ, ეს ამბავი ჩაკეტილ წრეში მოხდა და სხვების დასახმარებლად გავაკეთე ეს''. …როგორ გაიგეს, რომ მერაბის ნიმუში სხვამ ჩააბარა: ''ერთ-ერთი მორაგბის შარდის ფორმულა არ დაემთხვა ძველ ნიმუშს, მერე კი ვიღაცამ მისცა ინფორმაცია, რომ ჩემი შარდი იყო გამოყენებული. 25 დეკემბერს მივიღე წერილი, რომ 6 წლიანი დისკვალიფიკაცია მქონდა. შეთავაზება იყო, რომ ჯაშუში ვყოფილიყავი ან მემხილებინა მორაგბეები. ეგეთი არც რაგბი მინდა და არც ცხოვრება. ისე დამენგრია ვინმესთვის ცხოვრება, როგორც მე დამენგრა''. …რა კვალი დატოვა ქართულ რაგბიში: ''ახლა უკვე არ ვიცი, ქართულ რაგბიში რა კვალი დავტოვე. ჩემი მემკვიდრეობა, რისთვისაც ამდენი წელი თავგამოდებით ვიშრომე, დამახინჯდა. ნეტავ რამე ტრავმა მომსვლოდა, ისეთი ტრავმა რომ ფეხზე ვეღარ გამეარა. ეგ მერჩივნა. ჩემს განვლილ გზას ეგეთი დასასრული არ ეკუთვნოდა. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე რაგბის მიმართ აბსოლუტური თავგანწირვით ვიყავი და ყველაფერი გავაკეთე. ბიჭებისგან უდიდესი სიყვარული ვიგრძენი, მაინც მელოდებიან. ეს ამბავი ჯერ ვერ გადავაგორე. ოჯახში არაფერი მითქვამს, სანამ გაფართოებული შემადგენლობა არ გამოქვეყნდა. სახლში ვერ ავდიოდი, არ მქონდა იმის თავი, რომ სხვისთვის ამეხსნა და დამეწყნარებინა. ვითომ ეს ამბავი ისეთი დრამატულიც არ იყო, არადა 4-5 დღე თავიდან საჭმელიც არ მიჭამია. მშობლებმა კიდევ უფრო ინერვიულეს, დედაჩემს ჩემზე ზედმეტად გაფანატებული ჰქონდა. სახლში ავედი დედაჩემთან, ჩემი ფორმები და სურათები იყო კედელზე. ვუთხარი, ჩამოხსენით, ამის ყურება აღარ შემიძლია მეთქი და წამოვედი სახლიდან. 2 დღეში სახლში ისევ ავედი და დედაჩემს ყველაფერი ჩამოხსნილი ჰქონდა. გული მწყდება, რომ დედაჩემის ხელით გაკეთებული ეს კედელი აღარ არის. ყველაზე მეტად კი იმაზე მწყდება გული, რომ დედაჩემი აღარ არის. დედაჩემი ჩემი ფანატი იყო. ეს ამბავი ყველაზე მტკივნეულად დედაჩემმა მიიღო. ჩემს აღქმაში დედაჩემის ცუდად გახდომას ჩემს ამბავს ვუკავშირებ. დოპინგზე ვამბობდი, რომ უარესებიც ხდება და მთავარია, რომ ყველაფერი კარგად მყავდა. სამწუხაროდ, უარესიც მოხდა. დედაჩემს ვუთხარი, რომ რკენაში მივიღებდი მონაწილეობას და მიხარია, რომ ამ ამბის თქმა მოვასწარი''. …დედის წერილი საფულეში: ''ზუსტად ვერ ვციტირებ სიტყვებს, მაგრამ ასეთი რამ ეწერა: ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად. თვითო ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს კარიერაზე ფიქრობდა ბოლო მომენტამდე''. …რკენაში მოხვედრა: ''სეტანტადან დამირეკეს და ბრძოლა შემომთავაზეს. სახელიც მომეწონა, ორგანიზაცია მომეწონა და გადავწყვიტე თანხმობა მეთქვა. თან არ მინდოდა ჩემი ამბის მოყოლის შემდეგ, ეს ისტორია ასე დასრულებულიყო. შესაბამისად, რკენაში მონაწილეობა მაძლევს ჩემი შესაძლებლობის გამოჩენის საშუალებას. მერაბმა სამ მსოფლიო თასზე ითამაშა, ეროვნული ნაკრების მაისური 100-ზე მეტ შეხვედრაში მოირგო და 100-ზე მეტი ქულაც დააგროვა. სამწუხაროდ, მერაბს 2027 წელს ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე ვერ ვიხილავთ, თუმცა ახლა მას ახალ საქმეშიც ვუქომაგებ და წარმატებას ვუსურვებ. სადებიუტო ღონისძიებაში მთავარი ბრძოლაში მონაწილეობის მიღება მარტივი არაა, თუმცა ეს მერაბ შარიქაძეა, რაგბის ქომაგებისთვის ბუკა, რომელიც მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და ვფიქრობ, რომ ბრძოლა არც ოქტაგონში გაუჭირდება.

ბოლო სიახლეები