პარასკევი, ივლისი 4, 2025

მამუკა მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი გზა დესტაბილიზაციაა, რაშიც დემოკრატიული არჩევნები არ ჯდება, ამიტომაც ამბობენ, რომ ცვლილებებს მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად ხმას არ აძლევენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი გზა დესტაბილიზაციაა, რაშიც დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები არ ჯდება, ამიტომაც ამბობენ, რომ ცვლილებებს მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად ხმას არ აძლევენ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ განაცხადა.​​

„მოხდა ისე, რომ „ევროპული საქართველოს“ გარდა ცვლილებებს მხარი დაუჭირა 116-მა დეპუტატმა. „ევროპული საქართველოს“ ხმებიც დაემატა და საერთო ჯამში, მივიღეთ 136 ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მხარდაჭერის გარეშეც მარტივად, ჩვეულებრივად გადიოდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. რაც შეეხება ჯერჯერობით მთავარი ოპოზიციური ძალის საოცარ განცხადებას და პიარულ თავხედობას, რომლის მიხედვითაც ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ, მაგრამ ხმას არ აძლევენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პიარული „ნოუჰაუ“, რომლის მიხედვითაც საზოგადოებაზე, მათ როგორც ჩანს, ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხვდა, რომ ისინი ვერც ერთი კონფიგურაციით ვერ მიდიან ახლოსაც კი ისეთ შედეგებთან, რომელსაც აანონსებენ. აქედან გამომდინარე, მათი ერთადერთი გზა დესტაბილიზაციაა და დესტაბილიზაციაში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები არ ჯდება. ამიტომაც ამბობენ, რომ ცვლილებებს მხარს უჭერენ, მაგრამ რეალურად ხმას არ აძლევენ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.  დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.მარშის სახელწოდებით - USA, Make Georgia Great Again - მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.როგორც შეკრებაზე აღინიშნა, 30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია და სურთ, რომ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 219-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ერთი მაღაროელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა, არსებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. 16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს საქართველოს საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო 15 ივლისს კიდევ ერთხელ იმსჯელებს საქართველოს საკითხზე.ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში.დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპელი მინისტრები საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებებს გაცვლიან.ცნობისთვის, ივნისში გამართული ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშიროს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს საკითხი, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, სხდომის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია, მათ შორის იმსჯელეს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრების თემაზე და ისაუბრეს „მზარდ რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებაზე, თუმცა, შეთანხმება არ იყო მიღწეული.”კალასმა მაშინ განაცხადა, რომ ევროპული საბჭო საქართველოს თემას ივლისში დაუბრუნდებოდა.

ილონ მასკი ახალი პარტიის შესახებ გამოკითხვას ატარებს – „დამოუკიდებლობის დღე იდეალური დროა იმის გასაგებად, გსურთ თუ არა დამოუკიდებლობა ორპარტიული სისტემისგან“

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, მილიარდერმა ილონ მასკი აშშ-ში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის აუცილებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ში გამოკითხვას ატარებს.„დამოუკიდებლობის დღე იდეალური დროა იმის გასაგებად, გსურთ თუ არა დამოუკიდებლობა ორპარტიული (ზოგი იტყვის ერთპარტიული) სისტემისგან! უნდა შევქმნათ თუ არა „ამერიკის პარტია?“, – წერს სოციალურ ქსელში ილონ მასკი.გამოკითხვაში ამ დროისთვის 346 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მასკის კითხვაზე ხმის მიცემა 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. 

გიორგი ბუტიკაშვილი – პოლიტიკოსები პრინციპული პოლიტიკის გამო ციხეში წავიდნენ, ამ პარლამენტს და ე.წ. კომისიას არ აღიარებდნენ, რატომ ჰგონიათ, რომ ამ პარლამენტის არჩეულ პრეზიდენტს აღიარებენ

პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, პრინციპული პოლიტიკა ჰქონოდათ და ციხეში წავიდნენ, რადგან ამ პარლამენტს და ე.წ. კომისიას არ აღიარებდნენ, რატომ ჰგონიათ, რომ ამ პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს აღიარებენ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი სანთლით დაეძებს ლეგიტიმურად აღიარონ როგორც პრეზიდენტი, რადგან არავინ აღიარებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.„ყაველაშვილი დადის და სანთლით დაეძებს ლეგიტიმურად აღიარონ როგორც პრეზიდენტი, არავინ არ აღიარებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. არჩევნების თემა ლეგიტიმაციის მოპოვებისთვის რაღაცა საკითხად აქცია, რომელსაც ცხადია არავინ არ აღიარებს. პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, პრინციპული პოლიტიკა ჰქონოდათ და ციხეში წავიდნენ, რადგან პარლამენტს არ აღიარებდნენ და არ აღიარებდნენ იმ ე.წ. კომისიას, რატომ ჰგონია, რომ ამ პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს აღიარებენ. სასაცილოს ნუ იხდის თავს. ჯერ ისედაც სასაცილო ადამიანია, ნუ აცინებს ხალხს, ივანიშვილის რეჟიმის ბუტაფორია თუ არის, ბუტაფორიად ბოლომდე დარჩეს“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებილი გამოსცემს შეწყალების აქტს.

ბოლო სიახლეები