ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

მამუკა მდინარაძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, დასწიოს 5 ნომრის და ასწიოს ვითომ შუაშისტური ძალების ფაქტორი, ამასობაში, პარტიაც და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ ინგრევიან

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, საკუთრივ „5“ ნომრის ფაქტორი დასწიოს ოდნავ ქვემოთ და ასწიოს ვითომ შუაშისტური ძალების ფაქტორი. რეალურად, ამასობაში „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ ინგრევიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობაში“ ცდილობენ, შექმნან მესამე ძალა, ასევე ცდილობენ, გადაანაწილონ ამ პარტიასა და ერთ-ორ ვითომ ფსევდო მესამე ძალაზე მათი ამომრჩევლების ხმების რაოდენობა.

„საერთოდ არ მგონია, რომ ეს რაღაც შიდაარეულობის გამოა მხოლოდ. ეს არის „ნაცმოძრაობის“ დასუსტების და მის ხარჯზე ვითომ ე.წ. ფსევდო შუა ძალის წამოწევის მცდელობა. ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, საკუთრივ 5 ნომრის ფაქტორი დასწიოს ოდნავ ქვემოთ და ასწიოს ვითომ შუაშისტური ძალების ფაქტორი. რეალურად, ამასობაში „ნაცმოძრაობა“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობაც“ ინგრევა. ამას ვერ ხვდებიან, რომ მამუკა ხაზარაძისგან, სამადაშვილებისგან და ა.შ. ვერ გამოვა საპირწონე ძალა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს. ისინი ცდილობენ, შექმნან მესამე ძალა და ცდილობენ, გადაანაწილონ ამ „ნაცმოძრაობასა“ და ერთ-ორ ვითომ ფსევდო მესამე ძალაზე მათი ამომრჩევლების ხმების რაოდენობა.

ეს ოპოზიციური ხმები ხომ რაღაც საერთო ჯამში არის და რაც არ უნდა მოაკლონ „ნაცმოძრაობას“, ჯერ ერთი, ის ავტომატურად ვერ ემატება და მეორეც – ეს „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე ამომრჩეველი ხომ არ არის იმაზე მეტი, რამდენიც არის რეალურად. როდესაც შენ გაქვს 55 პროცენტიანი მხარდაჭერა, სულ რომ მთელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია შეძლო, მაინც ვერ სცდები იმ ზღვარს, რომელიც „ქართული ოცნების“ დამარცხებას უზრუნველყოფს.

ახლა ძალიან წვალობენ. მამუკა ხაზარაძემ ხომ თქვა რამდენიმე დღის წინ, შუა უნდა შეიკრიბოსო. ანუ ახლა ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ შუაშისტურ ძალებად, სინამდვილეში არიან ფსევდო შუაშისტი ნაცები. ფსევდო შუაშისტი ნაცები ახლა ცდილობენ, ნაცების დაკლებული რეიტინგის ფონზე იგივე ხმები თავისკენ წამოიღონ. შეგნებულადაც მიდის „ნაცმოძრაობის“ შიგნით ასეთი განხეთქილებები.

ობიექტური კვლევა ამბობს, რომ აქვთ 19 პროცენტი, აღარ აქვთ 27 და 30. თავად „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს 16 პროცენტიო. ობიექტური კვლევა, რაც ქვეყნდება ხოლმე, „გორბის კვლევა, უწერიათ 19 პროცენტი და 16 პროცენტი გვაქვსო. ისინი რაღაც შეთანხმებულ თამაშს თამაშობენ, შეგნებულად ანგრევენ „ნაცმოძრაობასაც“ და ცდილობენ, ამომრჩევლის მხოლოდ რადიკალური კონტიგენტი დაიტოვონ და მესამე ძალებზე იმუშაონ, მაგრამ ამასობაში ორივეს ერთად აკლდება. საკუთრივ პარტია „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაგდებით და დაშლით იშლება მთელი „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედიან „ლელო“ და სხვა მათი კლასების წარმომადგენლები.

ეს პროცესი დასრულდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო დრამატული დამარცხებით 2024 წლის არჩევნებზე, რადგან მათი ეს ახალი გეგმა ვერ იმუშავებს. „ნაცმოძრაობა“ რომ იყო გუშინ, მისი ბიზნესმენი იყო, მის რეკეტში მონაწილეობდა, თანამზრახველი იყო, თანამოზიარე და ა.შ. არ შეიძლება, ხალხმა მიიღოს მესამე ახალ და სუფთა ძალად. ერთნაირი ცოდვები აწევთ ბეჭებზე და რანაირად უნდა გახდნენ ესენი შუაშისტები, ამიტომ ვეძახი ფსევდოშუაშისტ ნაცებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯო უილსონი – ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე, ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ

რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ქმედებებს მივმართავთ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ში წერს. უილსონის თქმით, „ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“. „ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ქმედებებს მივმართავთ. ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“, – წერს ჯო უილსონი.

ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე

გავრცელებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაფიცულებს მოსახლეობა დაუპირისპირდა. ცნობისთვის, საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერებით გამოხატავენ: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.

VIDEO:ალბანეთის პრემიერ-მინისტრი მუხლზე დაჩოქილი შეეგება იტალიის პრემიერ-მინისტს

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდგრადი განვითარების კვირეული მიმდინარეობს, რომელშიც არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანის, რუანდის და უზბეკეთის პრეზიდენტები, ალბანეთის, ახალი ზელანდიის, იტალიის, მალაიზიის, ფინეთის, პრემიერ-მინისტრები და ასევე პოლიტიკოსები, ლიდერები განახლებადი ენერგიის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სფეროებში, ინვესტორები და მეწარმეები მონაწილეობენ. მსოფლიომ სააგენტოების ყურადღების ცენტრში აბუ-დაბის აეროპორტში ალბანეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მომენტი მოექცა. აეროპორტის დარბაზში ჯორჯია მელონის გამოჩენის და მასთან მიახლოების შემდეგ ედი რამა, რომელიც ბევრად მაღალია ჯორჯია მელონიზე, კრემისფერ ხალიჩაზე ცალ მუხლზე დაეშვა და მას წითელი ყუთით საჩუქარი გადასცა. ამის შემდეგ მან დახვედრით ერთობ ნასიამოვნებ და გახალისებულ მელონის, რომელიც დღეს 48 წლის გახდა, აუხსნა, რომ საჩუქარი - აბრეშუმის შარფი, მასზე ნაცრისფერ და შავ ფერებში დატანილი პოპულარული ალბანური ელემენტებით - იტალიიდან ალბანეთში გადასული დიზაინერის ნამუშევარი იყო, შარფი მელონი თავზე მოახვია, თავადაც გადაეხვია და უთხრა: თქვენთან შეხვედრამდე მე ვესაუბრე იტალიელ ჟურნალისტებს, რომ მათ თქვენთვის ემღერათ „tanti auguri“ ( თქვენ ხომ ძალიან გიყვართ ისინი, არა? - განაგრძო რამამ და ჟუნალისტებს მიმართა: თქვენ აქ ხართ, რომ იმღეროთ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, არა? მელონიმ იგი ღიმილით შეაჩერა და უთხრა: ნუ მარცხვენთ!   იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და ალბანეთის პრემირ-მინისტრ ედი რამას ერთმანეთთან ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვთ. აბუ-დაბიში იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს მილიარდიანი ღირებულების სამმხრივ პროექტს, რომელიც ალბანეთში მწვანე ენერგიის წარმოებას და ადრიტიკის ზღვის ფსკერზე კაბელით მის იტალიისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. მათ შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია შეთანხმება, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან ნავებით იტალიაში შესვლის მსურველების იტალიამდე არ მიშვებას, გემით ალბანეთში გადაყვანას და თავშესაფრის შესახებ მოთხოვნის განხილვამდე ალბანეთის ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად აშენებულ დროებით თავშესაფარში განთავსებას ითვალისწინებს. წყარო:ipress.ge

აშშ-ის საელჩო – აშშ გმობს „ქართული ოცნების“ ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ

შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ქმედებები ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად. „მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ – სალომე სამადაშვილი

უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აღწერა ყველა, ვისი სერვისითაც სარგებლობს. „უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ! აღვწერე ყველა, ვისი სერვისითაც ვსარგებლობ, ვინც ახლა არაა გაფიცული, მათ მომსახურებაზე დღეიდან მაქსიმალურად ვიტყვი უარს“, – წერს სალომე სამადაშვილი.

ბოლო სიახლეები