პარასკევი, იანვარი 3, 2025

მამუკა მდინარაძე: ბრძოლით ჟინით და შემართებით შევალთ ევროპულ ღირსეულ ოჯახში

ტრადიციული ქრისტიანული საქართველო, ტრადიციული და ქრისტიანული ევროპის განუყოფელი ნაწილია მეგობრებო. პარალელურად ამ ყველაფრის ავკრძალეთ ერთსქესიანთა ქორწინება, კონსტიტუციაში ასევე ჩავწერეთ, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ  თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვინ გვყავს მეორე მხარეს? მკვლელი და მწამებელი, შარვალჩახდილი, რუსების ფულით დაფინანსებული, „ნაცთან“ მოღალატე,  ნაცების რეკეტიორი და თურმე ამათმა უნდა შექმნან კოალიცია. ჩვენ კოალიციას ვქმნითო, ვისთან ქმნიან კოალიციას ხომ არ იცით? რისი თავით, რისი ზურგით? ვისით? „ნაცმოძრაობასთნ?“ მიხეილ სააკაშვილთან ქმნიან? ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ გავიმარჯვებთ ქართველი ხალხი. მათი მედიები, როგორ იქცევიან დააკვირდით, ვეკითხები და მეუბნება, რომ დიახ, აფხაზი და ოსი მტერიაო. მტერი კი არა, ჩვენი ძმა არის, ჩვენი და არის ერთიან საქართველოში. ჩვენს საერთო, ღირსეულ, ამაყ, ტრადიციულ ქვეყანაში ჩვენი დები და ძმები არიან, გამორიცხულია სხვანაირად რომ ვიაზროვნოთ. არც სეპარატიზმს, არც ოკუპაციას, არც მკვლელობას და წამებას, ეროვნება არ აქვს მეგობრებო. სეპარატისტი სეპარატისტია და მკვლელი მკვლელია. ეროვნება არ აქვს არცერთს და აფხაზეთი, სამაჩაბლო საქართველოა, ჩვენი, ერთიანი და დიდი საქართველო. დიდი თავისი მენტალობით და სიამაყით.
ევროპაზე გველაპარაკებიან და ევროპულობაზე და ფუთავენ თავიანთ თავს, როგორც ვითომ ევროპელები, ფსევდოლიბერალი ფაშისტები. ამ დროს მოდით შედეგებით ვილაპარაკოთ, ერთი ნაბიჯი ვინმეს გახსენდებათ, რომ თავისი „მოღვაწეობის“ პერიოდის განმავლობაში ევროპისკენ გადაედგათ? ის სიბნელე და ის ჩაგვრა იყო ადამიანებისთვის ევროპა? მაშინ როდესაც აქ არიან ადამიანები ვინც ეს უზრუნველყო, ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერთად. ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და ბოლოს, ჩვენ დღეს ვართ, ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსით და ეს გამარჯვებაც ბრძოლით მოვიპოვეთ, მაგრამ რაც მთავარია უარი არ ვთქვით ჩვენს წარსულზე და უარი არ ვთქვით ჩვენს ძალიან ღირსეულ ხვალინდელ დღეზე და მომავალზე, ეს არის ყველაზე მთავარი. ვიღაცებს შეუთავსებელი ჰგონია ტრადიციები და ევროპელობა. პირიქით, ტრადიციული ქრისტიანული საქართველო, ტრადიციული და ქრისტიანული ევროპის განუყოფელი ნაწილია მეგობრებო. პარალელურად ამ ყველაფრის ავკრძალეთ ერთსქესიანთა ქორწინება, კონსტიტუციაში ასევე ჩავწერეთ, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება. გახსოვთ ეს თქვენ ძალიან კარგად ყველას. მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“ დიდი ბრძოლით და მივიღეთ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი. უნდა გააუქმოთო გვეუბნებიან და ერთ – ერთი ნაცმოძრაობის ჟურნალისტი მეუბნება სამი დღის წინ, რომ დიახ, რომ არ გააუქმებთ ამიტომაც გეუბნებიან, რომ ვერასდროს გახდებით ევროკავშირის წევრებიო. არა ბატონებო და ქალბატონებო გავხდებით, ესე მარტივად არა, ბრძოლით ჟინით და შემართებით შევალთ ევროპულ ღირსეულ ოჯახში. და იცით, როგორ? კეთილდღეობა ეს სიტყვა ჩვენს სლოგანზე შემთხვევით არ მიგვიწერია, ჩვენ კი არა მხოლოდ, უკვე მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში, ასე თუ გავაგრძელეთ, ამ ინერციით, ასეთი რეფორმებით, ჩვენ მივუახლოვდებით ევროპული ცხოვრების დონეს. ამიტომ ქართველი კაცი არა მხოლოდ სიამაყით, სადღეგრძელოთი, არამედ ამასთან ერთად იქნება ეკონომიურადაც ისე უზრუნველყოფილი, რომ შეედრება უკვე ევროპელ მოქალაქეს და ეს არის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი ღირსებისა, რომ ხელგაწვდილი კი არსად მივდივართ, არამედ ამ სფეროშიც კი ამაყები ვიქნებით და საქართველო აქაც ძალიან მაგრად გაიმარჯვებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები