მალტის მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა.
ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვადამდელ არჩევნებში პარტიამ ხმების 51.77 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, კონსერვატიულმა „ნაციონალისტურმა პარტიამ“ კი – 44.68 პროცენტი.
მედიის ცნობით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 87.4 პროცენტი შეადგინა.
როგორც ცნობილია, მალტის პრემიერ-მინსტრი რობერტ აბელა, რომელიც ქვეყნის მთავრობას და „ლეიბორისტულ პარტიას“ 2020 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს, დღეს ფიცს დადებს.
ცნობისთვის, რობერტ აბელამ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ გასულ წელს განაცხადა, რის მიზეზადაც მან გაურკვეველი საერთაშორისო სიტუაციით გამოწვეული გამოწვევები დაასახელა.

